საფრანგეთის საელჩომ გორში ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ხსოვნას პატივი მიაგო.
ცერემონიას ქართული და ფრანგული სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლები, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის წევრები და ამილახვარის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
დიმიტრი ამილახვარი 1906 წელს გორში, თავადის ოჯახში დაიბადა. 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს, იგი ემიგრაციაში წაიყვანეს. ამილახვარი საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცერი გახდა. მეორე მსოფლიო ომში, 1942 წელს, იგი ეგვიპტეში, ელ-ალამეინის ბრძოლაში დაიღუპა, სადაც მოკავშირეები გერმანიისა და იტალიის ძალებს ებრძოდნენ.
საფრანგეთის საელჩოს განცხადებით, დიმიტრი ამილახვარი საფრანგეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის, სიმამაცისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა.
„მაშინ, როდესაც რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში ევროპის მშვიდობას უქმნის საფრთხეს, ფრანგები და ქართველები ერთიანი არიან ჩაგვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ამ საერთო ხსოვნაში“, - წერია საელჩოს განცხადებაში.
ღონისძიება 11 ნოემბერს გაიმართა. ეს ის დღეა, როდესაც საფრანგეთში ომში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ - 1918 წლის 11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომი ზავით დასრულდა.
ცერემონიის ფარგლებში გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ამილახვარის გამოსახულებიანი სამახსოვრო დაფა გადაეცა, ხოლო მისი შვილიშვილისგან საქართველოს თავდაცვის აკადემიამ გმირის ბიუსტი მიიღო.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები