გორის მე-11 სკოლის მშენებლობას ისევ კომპანია „ენ ენ ჯგუფი“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სადგურის დასახლებაში შეკრებილ მშობლებს განუცხადა.
აღნიშნული კომპანია ახალ შენობას 2022 წლიდან აშენებს. დაპირების მიუხედავად, შეხვედრას მედია არ დაასწრეს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მშენებარე კონსტრუქციის მდგომარეობის შესახებ დასკვნა კვლავ არ არის მზად.
მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სამინისტრო მიიღებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას.
„სკოლის მშენებლობას არსებული კონტრაქტორი კომპანია გააგრძელებს, თუმცა სამუშაოების მიმდინარეობაზე მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება. დამტკიცებული გეგმა-გრაფიკიდან პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდება და პროექტის განხორციელებას გააგრძელებს აღმოსავლეთ საქართველოში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებულ მოცულობით ტენდერში გამარჯვებული კომპანია“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ძველი სკოლა 2020 წელს დაანგრიეს. ახალი შენობა 2022 წლიდან შენდება და 2024 წელს უნდა დასრულებულიყო. ვადა 6-ჯერ გაუხანგრძლივეს, ბოლო ვადა 2026 წლის 20 ოქტომბერს ამოიწურა. ადგილზე კვლავ მხოლოდ კონსტრუქციებია. 11 მლნ ლარიდან გადარიცხულია 4.5 მლნ ლარი.
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა კონტეინერების განსათავსებელი ტერიტორია უკვე შეარჩიეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დროებითი სასწავლო სივრცეების მოწყობა 2027 წლის თებერვალში დასრულდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები