
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის
სანაპიროზე ნამოსახლარი მართლაც აღმოჩნდა.
სულ რამდენიმე დღეა, რაც ორგანიზაცია „ლეიერკოს“ არქეოლოგებმა მუშაობა დაიწყეს და პირველი შედეგიც მიიღეს.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში გათხრებამდე ვარაუდობდნენ, ნამოსახლარი ელინისტური და რომაული პერიოდის უნდა იყოს. გათხრებამდე ყურადღება მიწის ზევით ნაპოვნმა ელინისტური და რომაული პერიოდების ჭურჭლის ფრაგმენტებმა მიიქცია.
ნამოსახლარი დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშლილი, თუმცა შესაძლოა, მისი ტერიტორია უფრო დიდიც იყოს.
სააგენტოში იმასაც განმარტავენ, რომ ნამოსახლარი და სამაროვანი ისტორიულ წყაროებსა და საარქივო დოკუმენტებთან იდენტიფიცირებული არ არის. ტერიტორია აქამდე არქეოლოგიური კვლევის საგანი არ გამხდარა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები