რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელი, ელისო კილაძე პირველი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ელისო კილაძეს ასევე ჩამოერთვა ორი ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული ჟურნალისტი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

„ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე. ჩვენ ვიბრძვით წყვდიადში, რათა ვემსახუროთ სინათლეს! და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე!“, - ციტირებს ელისო კილაძის განცხადებას გამოცემა „პუბლიკა“.

ელისო კილაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს და 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მტკიცებით, ქოლცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე სათანადო ინფორმაციის გავრცელებით, ელისო კილაძე დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას უზრუნველყოფდა.

ამავდროულად, ბრალდების მხარის განცხადებით, კონკურენტი ქოლცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ არ იყვნენ მოქცეული, კილაძე გეგმავდა ან ავრცელებდა ინფორმაციას მათი ადგილმდებარეობისა და თანამშრომლების შესახებ, რათა შემდგომში შანტაჟის გზით მათი გადმობირება მომხდარიყო. პროკურატურის ინფორმაციით, გაწეული საქმიანობისთვის მფარველები არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებით დაუფლებული თანხებიდან ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ადგილობრივების თქმით, სოფელ თამარაშენში ბუნებრივი აირი შეყვანილია,
თუმცა სკოლა კვლავ შეშით თბება. მოსწავლეებსა და მშობლებს შეშის
მიტანა და დაჩეხვა თავად უწევთ.
ადგილობრივების თქმით, სოფელ თამარაშენში ბუნებრივი აირი შეყვანილია, თუმცა სკოლა კვლავ შეშით თბება. მოსწავლეებსა და მშობლებს შეშის მიტანა და დაჩეხვა თავად უწევთ.
16:38 / 18.11.2026
ბაღის დირექტორის თქმით, ინვენტარის შეტანა დეკემბრის ბოლომდე
გაგრძელდება და შენობა იანვარში გაიხსნება. მანამდე კი ირკვევა, რომ
გაუხსნელ ბაღს ავტორიზაციის საბჭომ ნაქირავებ სახლში აღმოჩენილი
ხარვეზების გამოსასწორებლად 6-თვიანი ვადა მისცა.
ბაღის დირექტორის თქმით, ინვენტარის შეტანა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და შენობა იანვარში გაიხსნება. მანამდე კი ირკვევა, რომ გაუხსნელ ბაღს ავტორიზაციის საბჭომ ნაქირავებ სახლში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად 6-თვიანი ვადა მისცა.
15:29 / 18.11.2026
ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა იზოლატორი 18 ნოემბერს დატოვა.
სანაია 19 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის
შეურაცხყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით
დააკავეს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა იზოლატორი 18 ნოემბერს დატოვა. სანაია 19 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
13:55 / 18.11.2026
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით,
დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმა 80-დან
100 დეციბალამდე გაიზარდა. ზღვრის გადაჭარბებისთვის მძღოლს 100-დან
300 ლარამდე ჯარიმა და მართვის მოწმობაზე ქულების დაკლება ემუქრება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმა 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. ზღვრის გადაჭარბებისთვის მძღოლს 100-დან 300 ლარამდე ჯარიმა და მართვის მოწმობაზე ქულების დაკლება ემუქრება.
11:28 / 18.11.2026
გორის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგი და პოეტი გიორგი ხორბალაძე
რამდენიმე დღის ინტერვალით გარდაცვლილ ორ თანამედროვე ქართველ
შემოქმედს, ლელა სამნიაშვილსა და საშა გველესიანს იხსენებს. იგი
სტუდენტობის წლებსა და მათთან დაკავშირებულ პირად მოგონებებზე წერს.
გორის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგი და პოეტი გიორგი ხორბალაძე რამდენიმე დღის ინტერვალით გარდაცვლილ ორ თანამედროვე ქართველ შემოქმედს, ლელა სამნიაშვილსა და საშა გველესიანს იხსენებს. იგი სტუდენტობის წლებსა და მათთან დაკავშირებულ პირად მოგონებებზე წერს.
11:17 / 18.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.