რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორის სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული ექვსი პოლიციელის საქმის განხილვა განახლდა

18 ნოემბერს გორის სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული ექვსი პოლიციელის საქმის განხილვა განახლდა. პროცესზე დაიკითხა საქმის გამომძიებელი გიგა ხურციძე, რომელმაც ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები გაშიფრა.

პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის განცხადებით, ვიდეოჩანაწერებში ალექსი ბადალოვის მხრიდან ძალადობის ორი ეპიზოდი იკვეთება. მისი თქმით, პირველ ეპიზოდში ბადალოვი დაზარალებულს ორჯერ ურტყამს, მეორე ეპიზოდში კი - სამჯერ, მაშინ, როდესაც დაზარალებული მიწაზე წევს.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებიდან წკრიალაშვილი, გოდერძიშვილი და მალაციძე ბრალს აღიარებენ, ხოლო ვიდეოჩანაწერებით პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების ეპიზოდები დასტურდება.

განსხვავებულია დაცვის მხარის პოზიცია ალექსი ბადალოვთან დაკავშირებით. ადვოკატ ნოდარ ცინცაძის განცხადებით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ბადალოვის მხრიდან ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს. ამასთან, ექსპერტის დაკითხვა სასამართლოში ჯერ არ გამართულა.

„საქმეში წარმოდგენილია ვიდეოექსპერტიზის დასკვნები, თუმცა ექსპერტი სასამართლოში ჯერ არ დაკითხულა. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ალექსი ბადალოვის მხრიდან დანაშაულის ჩადენა არ იკვეთება. ასევე გვაქვს კიდევ ერთი, ალტერნატიული ვიდეოექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბადალოვის მხრიდან დანაშაულის ჩადენა არც ამ შემთხვევაში დასტურდება“, - განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.

მომდევნო სასამართლო სხდომა 2 დეკემბერს არის ჩანიშნული, სადაც მოწმეების დაკითხვა კვლავ გაგრძელდება.

საქმე ეხება 2026 წლის 27 მაისს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მომხდარ ფაქტს, რომლის დროსაც პოლიციელების მხრიდან ორი მოქალაქის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმეზე ექვსი პოლიციელია ბრალდებული:

  1. ალექსი ბადალოვი;

  2. ვლადიმერ გოდერძიშვილი;

  3. ვანიკო მისირელი;

  4. გიორგი წკრიალაშვილი;

  5. ბესო მალაციძე;

  6. საბა წაველიძე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ინფორმაციას გორის სპორტის სააგენტო ავრცელებს. ნიკოლოზ ბიბილაშვილი
ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი იყო, 2000 წელს კი
დიდებში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ინფორმაციას გორის სპორტის სააგენტო ავრცელებს. ნიკოლოზ ბიბილაშვილი ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი იყო, 2000 წელს კი დიდებში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
14:39 / 19.11.2026
11-დან 18 ნოემბრის ჩათვლით ოსიაურის, გომი-საჩხერისა და ქვიშხეთის
მონაკვეთებზე სამი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაღუპულთა შორის
არიან სამხედრო ნაწილში მიმავალი ახალგაზრდები, 35 წლის მამაკაცი და
ერთი ოჯახის სამი წევრი.
11-დან 18 ნოემბრის ჩათვლით ოსიაურის, გომი-საჩხერისა და ქვიშხეთის მონაკვეთებზე სამი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაღუპულთა შორის არიან სამხედრო ნაწილში მიმავალი ახალგაზრდები, 35 წლის მამაკაცი და ერთი ოჯახის სამი წევრი.
10:15 / 19.11.2026
სოფელ სათივის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ტრაილერი და
მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,
ერთი მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, გამოძიება კი
276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.
სოფელ სათივის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთი მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, გამოძიება კი 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.
20:29 / 18.11.2026
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ სათივის ხიდის სიახლოვეს მოხდა. შინაგან
საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ
აკეთებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ სათივის ხიდის სიახლოვეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
20:17 / 18.11.2026
ადგილობრივების ცნობით, 17 ნოემბერს საგაკვეთილო პროცესზე ელექტროშოკი
ერთ-ერთ მოსწავლეს აღმოაჩნდა, რის შედეგადაც 14 წლის მოზარდმა გონება
დაკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გონების დაკარგვის ფაქტს
გამორიცხავს.
ადგილობრივების ცნობით, 17 ნოემბერს საგაკვეთილო პროცესზე ელექტროშოკი ერთ-ერთ მოსწავლეს აღმოაჩნდა, რის შედეგადაც 14 წლის მოზარდმა გონება დაკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გონების დაკარგვის ფაქტს გამორიცხავს.
17:33 / 18.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.