იმისთვის, რომ ქართულმა ბალმა ევროპულ დახლებზე ადგილი დაიმკვიდროს, ფერმერებმა ტრადიციული მიდგომები თანამედროვე აგროტექნოლოგიებით უნდა ჩაანაცვლონ და ბაღის გაშენების პირველივე დღიდან მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლით იმოქმედონ - ამბობს „საქართველოს ბლის მწარმოებელთა ასოციაციის“ დამფუძნებელი, დავით ჭუბაბრია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში თანამედროვე ინტენსიურ მეურნეობას ფლობს.
მისი შეფასებით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბაზრის სეგმენტის სწორად შერჩევაა.
ევროპულ ბაზარზე 24-30 მილიმეტრიან სეგმენტში იტალია, თურქეთი და მაროკო დომინირებენ, სადაც რაოდენობისა და დაბალი ფასის ხარჯზე კონკურენციის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამიტომ ფერმერმა აქცენტი არა მასობრიობაზე, არამედ იტალიურ მოდელზე - 30-32 მილიმეტრზე მსხვილი, ელიტარული ნაყოფის წარმოებაზე უნდა გააკეთოს, რომელიც ორმაგ ფასად იყიდება.
კვარხეთის ბაღში, სადაც 29 ჯიშია გაშენებული (მათგან 12 კომერციული), სწორედ ამ მეთოდით 36-38 მილიმეტრიანი, ცალკეულ შემთხვევებში კი 39.5 მილიმეტრიანი ბალი მიიღეს, რაც გინესის რეკორდს (42 მმ) უახლოვდება.
„თურქები ჩვენზე წინ არიან, მაგრამ იტალიელები უფრო წინ არიან, ვიდრე თურქები - ჩვენზე. ამიტომ თურქული მეთოდების გადმოღება დაძველებულია.
დავით ჭუბაბრია
არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიადაგისა და წყლის მართვა. უფრო ფართო
დაშორების შემთხვევაში კი, პირველივე წელს აუცილებელია ნერგის გადაჭრა
სარწყავი არხის დონეზე, რათა მივიღოთ განშტოება და ბაღში სივრცე უქმად
არ დაიკარგოს.თუ ნერგი 80-90 სანტიმეტრის დაშორებით ირგვება, ხე ერთ
ცენტრალურ ღეროზე (ლიდერზე) ფორმირდება და მაქსიმალურ მოსავალს
იძლევა. ტრადიციული ქართული პრაქტიკისგან (2 - 2.30 მეტრი)
განსხვავებით, თანამედროვე ინტენსიური ბაღი ბევრად მჭიდრო დარგვას
მოითხოვს. მსხვილი და ხარისხიანი ნაყოფის მისაღებად გადამწყვეტია
ბაღის დაგეგმვის სქემა. საბოლოო ჯამში იტალიურ გამოცდილებას
ვენდობით. ჯიშები და ტექნოლოგია გვაქვს იტალიური და გვაქვს ყველანაირი
პირობა, მივიღოთ იგივენაირი ბალი, რაც მათ მოჰყავთ“ - აღნიშნავს დავით
ჭუბაბრია.
მსხვილი და ხარისხიანი ნაყოფის მისაღებად გადამწყვეტია ბაღის დაგეგმვის სქემა.
ტრადიციული ქართული პრაქტიკისგან (2 - 2.30 მეტრი) განსხვავებით, თანამედროვე ინტენსიური ბაღი ბევრად მჭიდრო დარგვას მოითხოვს.
თუ ნერგი 80-90 სანტიმეტრის დაშორებით ირგვება, ხე ერთ ცენტრალურ ღეროზე (ლიდერზე) ფორმირდება და მაქსიმალურ მოსავალს იძლევა.
უფრო ფართო დაშორების შემთხვევაში კი, პირველივე წელს აუცილებელია ნერგის გადაჭრა სარწყავი არხის დონეზე, რათა მივიღოთ განშტოება და ბაღში სივრცე უქმად არ დაიკარგოს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიადაგისა და წყლის მართვა.
იტალიელი ფერმერის
რეკომენდაციით,
ბაღის შუა
ნაწილი არ
უნდა მოიხნას
- რიგთაშორის
სივრცეები უნდა
იყოს სწორი
და
მყარი,
ხოლო ბალახი
სისტემატურად
უნდა
მოშორდეს,
რადგან ის
ზედმეტი
ტენიანობისა და
დაავადებების
წყაროა.
რაც შეეხება წყალს, ბალი სისტემატურ მორწყვას საჭიროებს, თუმცა ვერ იტანს დაგუბებულ ან 1 მეტრზე მაღლა მდგომ გრუნტის წყლებს.
შესაბამისად, ქართლში, წყლის დეფიციტის გამო, აუცილებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა, ხოლო ტენიან დასავლეთ საქართველოში - სადრენაჟო სისტემებისა და წყლის გამყვანი ღარების გაკეთება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები