რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორში პარკირების წესი იცვლება
წმინდაწყლის დასახლებაში, სადაც გორის სავაჭრო ობიექტები მდებარეობს და მუდმივად გადატვირთული მოძრაობაა, მანქანების დგომის წესი შეიცავალა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, მიიღო.

თუკი, 2016 წლის 6 მაისამდე, ავტომანქანა დგომისას, სავალ გზასთან მიმართებაში, 45%-იან კუთხეს ქმნიდა, ამჟამად, მძღოლმა ავტომობილი სავალი გზის პარალელურად უნდა დააყენოს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ დღეს, პიკის საათში გადაღებულ ფოტოზე, მოძრაობის განტვირთვა შეინიშნება.

გორის მერის მრჩევლის შალვა ტლაშაძის თქმით, ქალაქში პარკირებაზე ზრუნვა მას შემდეგ უფრო დაიწყო, როდესაც კერძო კომპანიას ,,სიტი გორს" მართვის უფლება ჩამოართვეს.

2010 წლის 25 ნოემბერს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,სიტი გორს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება გორში პარკირების ადგილების მოსაწესრიგებლად.

შპს ,,სიტი პარკის“ მიერ ბიუჯეტის სასარგებლოთ გადახდილი იქნა თანხა 89 739 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო დავალიანებამ შეადგინა 51 686 ლარი.

ხელშეკრულების არასათანადოდ შესრულების გამო მუნიციპალიტეტის მერიამ 2015 წელს გორის რაიონულ სასამართლოში შპს ,,სიტი პარკის“ წინაღმდეგ სარჩელი შეიტანა.

შედარებითი ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მერია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო კომპანიისთვის დაბალია საზოგადოებრივი ადგილების მოწესრიგების მოტივაცია, გაზრდილია ინტერესი საკუთარ მოგებაზე. მაღალია ხელშეკრულების დარღვევის რისკი, სფეროში შემოსავლების ზრდა არ აისახება მუნიციპალიტეტზე.

ხოლო მუნიციპალური შპს ორიენტირებულია მაღალია საზოგადოებრივი ადგილების მოწესრიგების მოტივით და ასევე ორიენტირებულია მოგებაზე, რომელი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წინაშე.

გორის მერია ანალოგიურ პრაქტიკებს იშველიებს და იმ კონკრეტულ ქალაქებს ასახელებს, სადაც მუნიციპალური პარკირება მოქმედებს.

მაგალითად, ფინეთი, სადაც აკრძალულია მუნიციპალური პარკინგის კერძო კომპანიისთვის გადაცემა.

ბელგია - მერიის უშუალო უფლებამოსილება ადგილობრივი პარკირების მართვის უზრუნველყოფა; ჰოლანდია, ესპანეთი - საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება; ჩეხეთი, ლატვია - შერეული (საჯარიმო სანქციები პოლიცია, მართვა მუნიციპალიტეტი)

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქალაქ გორის საკრებულომ მერიას, მეორე მოსმენით, პარკირების ადგილები მუნიციპალური კომპანას - შპს ,,კეთილმოწყობის სამსახურს" გადასცა.

შალვა ტლაშაძის თქმით, ეს სახელმწიფო კომპანია ორი წლის განმავლობაში საპილოტე პროგრამის ფარგლებში იმუშავებს.

,,თუ გაამართლა მისმა მუშაობამ, ორი წლის შემდეგ კვლავ შევიტანთ მოთხოვნას საკრებულოში, რათა მასთან ურთიერთობა გაგრძელდეს, თუ არა და შემდგომ აუქციონს გამოვაცხადებთ" - განაცხადა შალვა ტლაშაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს,
საქართველოს
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს, საქართველოს
11:31 / 15.04.2024
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
23:03 / 12.04.2024
"ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით, 10 საათზე. არ დაველოდე არავის მოწოდებას,
22:06 / 12.04.2024
საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25
წლის განმავლობაში.
საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში.
19:23 / 11.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.