რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ხმაური კასპის ცენტრში
დღეს, საღამოს, კასპის ცენტრში პოლიციამ ზვიად ფეიქრიშვილი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული ქალაქის ცენტრში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მოქალაქეს ბრალი 166-ე მუხლის მიხედვით წარუდგინეს, რაც ჯარიმას 100 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ითვალისწინებს.

ზვიად ფეიქრიშვილი, ჯერ კიდევ, 2015 წელს პოლიციის თანამშრომლებს ძალადობაში და ცემაში ადანაშაულებდა.

მისი ცემის ფაქტზე ერთი თვის წინ სამი პოლიციელი პასუხისგებაში მისცეს.

კერძოდ, 2016 წლის აპრილში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ კასპის პოლიციის სამ ყოფილ თანამშრომელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წაუყენა და პასუხისგებაში ზვიად ფეიქრიშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტზე წაუყენა.

დაზარალებულ ზვიად ფეიქრიშვილის სამართლებრივ ინტერესებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტში - „ადამიანის უფლებები რეგიონებში“ ჩართული ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი იცავს.

ზვიად ფეიქრიშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევა 2015 წლის 4 აპრილს მოხდა. აღნიშნული ინციდენტის წინაპირობა ფეიქრიშვილის მეუღლის მისამართით პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის შეურაცხმყოფელი საქციელი იყო, რის გამოც ზვიად ფეიქრიშვილმა პროტესტი გამოთქვა, ამას კი პოლიციელების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შემთხვევა 2015 წლის 4 აპრილს მოხდა, პოლიციის ყოფილ თანამშრომლებზე სამართლებრივი დევნა 1 წლის შემდეგ დაიწყო.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველთა მობილურმა ჯგუფმა არაერთხელ მოუწოდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას, საქმეზე ეფექტური და დროული გამოძიება ჩაეტარებინა. სწორედ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველთა მობილური ჯგუფის ჩართულობის შედეგად დაიწყო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებზე სისხლისსამართლებრივი დევნა.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველთა მობილური ჯგუფი იმედოვნებს, რომ გორის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოება იქნება ეფექტური და საბოლოოდ, საქმეზე იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს პროექტს „ადამიანის უფლებები რეგიონებში“ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით“, - წერია არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.