რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კვირიკაშვილის თქმით, ხაშურმა ლოჯისტიკური და სატრანზიტო ფუნქცია უნდა დაიბრუნოს
ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ლოჯისტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა და ამით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხაშურში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი–ვალერი გელაშვილი წარუდგინა და ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმა გააცნო.

მისი თქმით, მომავალი ოთხი წელი სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილებების პერიოდი იქნება.

„ჩვენ არ გვაქვს ნაპრალი მოსახლეობასთან, ჩვენ ისეთივე რიგითი ადამიანები ვართ, როგორც თითოეული თქვენგანი, ამიტომ ჩვენ კარგად ვაფასებთ ყველაფერს, რაც კეთდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვაპირებთ მომავალი 4 წლის გავლას და სწრაფი ნაბიჯებით, მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებებით ეკონომიკაში, განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით...მომავალი 4 წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს დამატებით, ვიდრე დღეს ხმარდება ინფრასტრუქტურას. ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს არის შესაძლებელი და ამის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია. არჩევნების მეორე დღიდანვე ჩვენ დავიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას,“–აღნიშნა პრემიერმა.

პარტიის თავმჯდომარემ წინასაარჩევნო პროცესის თავისუფალ და ღია გარემოში მიმდინარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეების ღირსება და თავისუფლებაა.

„თქვენ ძალიან კარგად იცით რაც ხდებოდა ხაშურში 2012 წელს. ბატონმა ვალერი გელაშვილმა საკუთარ თავზე იწვნია უსამართლობა, სახელმწიფო აპარატის წნეხი და ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშეც იდგა. მან ძალიან კარგად იცის, რა არის ადამიანის ღირსება და ვაჟკაცობა და სწორედ ის კაცია, რომელიც ვაჟკაცურად დაუდგა იმ უსამართლობას, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში,“– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოების კონსოლიდაციით, 4 წლის თავზე თვისობრივად ახალ ქვეყანას მივიღებთ.ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისა და მისი კანდიდატურის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

„ხაშურში უკვე მეოთხედ ვიყრი კენჭს. სამჯერ, თქვენთან ერთად, ბრძოლით, გავიმარჯვეთ უსამართლობის წინააღმდეგ. მეოთხედაც ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქვეყანაში არსებული სამართლიანი არჩევნების პირობებში, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთად შევეცდები მაქსიმალურად შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა ყველა ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა. ყველას უღრმეს მადლობას გიხდით აქ მობრძანებისთვის. ჩვენ 8 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ“,-განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მცხოვრები მარტოხელა შშმ პირი,
იმედა ნაგულიშვილი სხვის სახლში, მძიმე პირობებში ცხოვრობს. მას
სოციალური დახმარება მოუხსნეს, პენსიის ნაწილი კი სესხში ეჭრება.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მცხოვრები მარტოხელა შშმ პირი, იმედა ნაგულიშვილი სხვის სახლში, მძიმე პირობებში ცხოვრობს. მას სოციალური დახმარება მოუხსნეს, პენსიის ნაწილი კი სესხში ეჭრება.
16:37 / 26.09.2026
ბოლო 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სოფლის
სკოლებში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შემთხვევები მოხდა. სოფლის
სკოლაში მომხდარი მძიმე ინციდენტის შედეგად მოზარდი კლინიკაში მოხვდა,
ფაქტზე კი პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ბოლო 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სოფლის სკოლებში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შემთხვევები მოხდა. სოფლის სკოლაში მომხდარი მძიმე ინციდენტის შედეგად მოზარდი კლინიკაში მოხვდა, ფაქტზე კი პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
12:37 / 26.09.2026
გორიდან სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ალექსანდრე
კორძაიას ჩაშლილ კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იგი
მუსიკოსის მიმართ არსებულ მუქარებს გმობს და კოლეგების დუმილთან
ერთად, ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხზეც ამახვილებს
ყურადღებას.
გორიდან სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ალექსანდრე კორძაიას ჩაშლილ კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იგი მუსიკოსის მიმართ არსებულ მუქარებს გმობს და კოლეგების დუმილთან ერთად, ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.
11:53 / 26.09.2026
მერიამ მემორიალის ცაბაძის ქუჩაზე გადასატანად საპროექტო სამუშაოებზე
ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ქარელის მერის
მოადგილეები პროცესის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ
ან კითხვებს არ პასუხობენ.
მერიამ მემორიალის ცაბაძის ქუჩაზე გადასატანად საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ქარელის მერის მოადგილეები პროცესის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ ან კითხვებს არ პასუხობენ.
10:58 / 26.09.2026
გორის შემოსასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბერბუკის
მხრიდან გადაადგილება გარკვეული დროით შეიზღუდა. შინაგან საქმეთა
სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
გორის შემოსასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბერბუკის მხრიდან გადაადგილება გარკვეული დროით შეიზღუდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
22:00 / 25.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.