რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დისკრიმინაციულ ფაქტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ხასიათი ჭარბობს
სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა, დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით, 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის სექტემბრამდე 113 განცხადება შეისწავლეს.

ამის შესახებ ინფორმაცია იმ სპეციალურ ანგარიშშია შესული, რომელიც სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, მოამზადა.

განცხადებების ყველაზე მეტი - 18% პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ეხება, რელიგიის საფუძვლით დისკრიმინაციის შესახებ განმცხადებელთა 17% დავობს, ეროვნული/ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს განცხადებების 14% ეხება, სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები კი წინა წლის მსგავსად, განცხადებების 10%-ს შეადგენს.

8%–ს წარმოადგენს სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ნიშნით და 7%-ს შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ მომართვიანობა.

განცხადებების დანარჩენი ნაწილი ასევე შეეხება ასაკის, რასის, პროფესიული კავშირის წევრობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებს.

დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა.

ანგარიში მომზადდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მასში განხილულია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, თანასწორობის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემები, სახალხო დამცველის მიერ მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტის გამოყენება, სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციების და ზოგადი წინადადებების, საერთო სასამართლოებში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მიმოხილვა, სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ტენდენცია, საერთო სასამართლოების, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის აქტუალობის საკითხი, ასევე სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სხვა აქტივობები.

საანგარიშო პერიოდში – 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით, სახალხო დამცველმა შეისწავლა 113 საქმე; შეიმუშავა 12 რეკომენდაცია, 4 ზოგადი წინადადება და 6 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. ამათგან, საქმის წარმოება შეწყდა 41 საქმეზე, ხოლო 19 საქმე დაუშვებლად იქნა ცნობილი. (უნდა აღინიშნოს, რომ წინა საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა 107 განცხადება განიხილა, შეიმუშავა 2 რეკომენდაცია, 1 ზოგადი წინადადება და 2 სასამართლო მეგობრის მოსაზრება, საქმის წარმოება შეწყდა 8 საქმეზე, 21 საქმე კი დაუშვებლად იქნა ცნობილი).

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნა პროექტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში მომავალი 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
12:23 / 03.09.2025
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.