რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა
15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან და მათ, ვისაც 2017 წლის 2 ნოემბრამდე უსრულდება 18 წელი.

აქცია ეხება ბიომეტრიულ პასპორტსაც და მისი შეცვლა ან პირველად აღება 50%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ − და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს.

იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 23 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 155 245-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა.

აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის საფასურისგან.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 368 346-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 341 373 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2,7 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

„ვინაიდან საქართველო უკვე ელოდება ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ კიდევ ერთხელ წინასწარ გაიაზროს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ტურიზმისა და განვითარების მიზნების გარდა, საკუთარი თავისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის გამოიყენოს. ლეგალური ჩასვლა ევროკავშირის ქვეყნებში და დათქმულ დროში უკან დაბრუნება უნდა გახდეს ჩვენი წესი, რისთვისაც ბიომეტრიული პასპორტი აუცილებელია“, − დასძინა იუსტიციის მინისტრმა. 4 წლის განმავლობაში პასპორტის საშეღავათო პირობებით გაცემის მიზნით აქცია უკვე მეორედ ცხადდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრიდან ორი გარდაიცვალა,
დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება
მიმდინარეობს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრიდან ორი გარდაიცვალა, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
12:39 / 11.11.2026
ურბნისში გამართულ ქადაგებაზე მიტროპოლიტმა ეკლესიის სახელმწიფო
დაფინანსება, ბიუჯეტის განკარგვის გაუმჭვირვალობა და იერარქების
ცხოვრების წესი გააკრიტიკა.
ურბნისში გამართულ ქადაგებაზე მიტროპოლიტმა ეკლესიის სახელმწიფო დაფინანსება, ბიუჯეტის განკარგვის გაუმჭვირვალობა და იერარქების ცხოვრების წესი გააკრიტიკა.
22:55 / 10.11.2026
გომიდან ნაბახტევში ტაქსით მიმავალი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი
პირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის კანონიერი
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლით) გამო დააკავა.
გომიდან ნაბახტევში ტაქსით მიმავალი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლით) გამო დააკავა.
17:39 / 10.11.2026
21 ოქტომბერს საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის
დევნილთა დასახლებიდან იყო. ადგილობრივი წარმომადგენლის ცნობით, იგი 9
ნოემბერს გარდაიცვალა.
21 ოქტომბერს საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის დევნილთა დასახლებიდან იყო. ადგილობრივი წარმომადგენლის ცნობით, იგი 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
16:15 / 10.11.2026
მდინარე მტკვრის მიერ ჩამორეცხილ და კარიერების საქმიანობით
დაზიანებულ 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ორგანიზაცია „ლეიერკოს
მდინარე მტკვრის მიერ ჩამორეცხილ და კარიერების საქმიანობით დაზიანებულ 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ორგანიზაცია „ლეიერკოს" სპეციალისტებმა რიყის ქვით ნაგები კედლები და კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
15:40 / 10.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.