რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
სახლის ანგელოზის საპატივსაცემოდ დღეს დევნილებში საზეიმო მზადებაა (VIDEO)
დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილთა ოჯახებში დღეს სადღესასწაულო მზადებაა.

თაბოშვილებმა, დღეს, ოჯახის მფარველი ანგელოზის საპატივსაცემოდ, სამი კვერი, სამი ქადა, მამალი და ერთი ჩარექა ღვინო გაამზადეს.

საღამოს საჭმელს მხოლოდ ოჯახის წევრები მიირთმევენ, რადგან სხვებისათვის გაზიარება საქონლის ზარალს იწვევს. 

სახლთანგელოზობის ტრადიციულ დღესასწაულს გელა და ბელა თაბოშვილების ოჯახი სოფელ ერედშვიც აღნიშნავდა.

პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილები დღეს სოფელ შავშვებთან აშენებულ კოტეჯებში ცხოვრობენ.

ერთ კოტეჯში, ამჟამად, 6 ადამიანია. მათ ოთხი შვილი ჰყავთ. მეოთხე შვილი დევნილობაში გაუჩნდათ.

სახლთანგელოზობა, ტრადიციის მიხედვით, ხორციელის ხუთშაბთს შიდა ქართლში აღნიშნავდნენ. ამის თაობაზე, გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელს თამილა კოშორიძეს სპეციალური ნაშრომი აქვს მომზადებული.

მისი ინფორმაციით, სახლთანგელოზობას უწოდებენ ასევე ,,მარიაშნობას".





ეთნოგრაფიული ცნობები

,,ამ დღისათვის ერბოს ზედაშეც ჰქონდათ. გამოაცხობდნენ სამ გულიან ქადას, სამ ლავაშს, მოხარშავდნენ ქათამს, სამ კვერცხს და ჩარექა ღვინოსთან ერთად დააწყობდნენ სუფრაზე. ქადას და ქათამს სტუმარს არ შეაჭმევდნენ. ქათმის ძვლებს მიწაში ჩაფლავდნენ ან ცეცხლში დასწვავდნენ, რომ რაიმე ცხოველს არ შეეჭამა. ქადაზე დადებულ თავ-ფეხს მიიტანდნენ სახლის მარჯვენა კუთხეში, აანთებდნენ სანთელს და დაილოცებოდნენ. ესენი ქალს უნდა ეჭამა. ზოგი ქათამს რომ დაკლავდა, ქვემოთ მარცვალი ეყარა და ზემოდან სისხლს დაადენდა. მარცვალს ინახავდნენ და ახლად გამოჩეკილ წიწილებს უყრიდნენ. ზოგი ქათამს როდინზე კლავდა - როდინში ნიგოზი ინაყება, ბარაქიანი არისო. ამ დღეს მხოლოდ ქალები უქმობდნენ“ - წერია ნაშრომში.

თამილა კოშორიძის მიერ მოძიებულ მასალების მიხედვით, გამზადებულ საჭმელს მხოლოდ ოჯახის წევრები სჭამენ, რადგან სხვებისათვის გაზიარება საქონლის ზარალს იწვევსო. ოჯახს გათხოვილი ქალიც რომ ეწვიოს მასაც არ აჭმევენ „საჭმელს“.

ეს დღესასწაული ეკლესიური არ არის და ამიტომაც არასოდეს არ არის აღნიშნული საეკლესიო კალენდარზე.

ის „დასდევს“ კორკოტობას და გამოთვლაც ამის მიხედვით ხდება: მარიაშენი ხუთშაბათ დღეს არის და ამავე კვირის შაბათს მოდის
კორკოტობა.

მარიაშნობა-სახლთანგელოზობა არ სცოდნიათ მერეთში. ეს დღესასწაული ვერ დაუდასტურებია ვერა ბარდაველიძეს ქართლის 1949 წლის ექსპედიციის დროს, რაც მეტად საეჭვოდ მიმაჩნია.

,,ვფიქრობ, საბჭოთა წყობილების იდეოლოგიური წნეხით დაშინებული მოსახლეობა უბრალოდ მალავდა ხალხურ დღესასწაულებზე და მათს გამართვაზე ინფორმაციას. ხორციელის შაბათი საეკლესიო კალენდრით მიცვალებულის დღეა. ეს არის უქმე, რომელსაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იცავენ. შიდა ქართლში ამ დღეს იხარშება კორკოტი. თუ შობას და ნათლისღებას ქართლში კორკოტს უხვმოსავლიანობის დასაბევებლად ხარშავდნენ, ამ დღის კორკოტი მხოლოდ მიცვალებულთა სულის მოხსენიებისადმია მიძღვნილი." - აღნიშნავს თამილა კოშორიძე.







ავტორები: თათია გოლოშვილი, ირმა კიტრიაშვილი


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.