რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
კუდუხაანთ უბნის ,,სიცარიელე"
შებინდებისას ნათურა მხოლოდ ერთი სახლის ეზოში ინთება. 

თუმცა, მისი სინათლე გარეგანათებით გაჩირაღდნებულ საკორინთლომდე არ აღწევს.

ხეებში ჩამალული სოფელი შორიდან, თითქმის, არ ჩანს. შემაღლებული ადგილიდან კი, სულ რაღაც 8 სახლის სახურავს დაინახავთ.

ეს კუდუხაანთ უბანია - კუდუხაშვილების სოფელი. ამჟამად, იქ, მხოლოდ, ორი ადამიანი ცხოვრობს - ვაჟა კუდუხაშვილი და მისი მეუღლე, მარინა ზაალიშვილი.

დანარჩენი სახლები მიტოვებულია. ბატონი ვაჟას სახლის გარდა, კიდევ ერთ სახლს ეტყობა ადამიანის კვალი. აქ ციცინო კუდუხაშვილი ზაფხულობით, ან თვეში ერთხელ ჩადის თბილისიდან.

სახლები ნახევრად დანგრეულია. ზოგს ეზოს დაჟანგებული ბოქლომი ადევს.

ზოგ ფანჯრებზე ობობას ქსელი ისე სქლადაა გავლებული, არც შიგნით და არც გარეთ მზის სხივიც არ აღწევს.




90-იანი წლების კონფლიქტის კვალი

,,90-იან წლებში ზოგი ჩრდილოეთ ოსეთში წავიდა, ზოგი კიდევ სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად" - ამბობს ვაჟა კუდუხაშვილი. ის გვიყვება სოფლის ამბავს. ეზოში თუ ეზოს გარეთ გასვლისას, ორი ძაღლი თან დასდევს.

ჯერ მამა-პაპურ სახლის ნანგრევებს გვაჩვენებს, მერე ჩრდილოეთ ოსეთში წასულ ბიძაშვილების საცხოვრისს, ქვემოთ კიდევ, ბიგანიშვილების კერას.

,,აქ მხოლოდ ერთი ოჯახი იყო ბიგანიშვილების, დანარჩენები სულ კუდუხაშვილები ვართ. ჩემი მეუღლე ქვემო ჭალის სკოლაში პედაგოგად მუშაობს. მანძილი სამი კილომეტრია. მარტო მხოლოდ მაშინ ვრჩები" - ამბობს სოფლის მასპინძელი.

ერთხელ, კიბიდან ჩამოვარდა. ვიდრე მეუღლე სამსახურიდან არ დაბრუნდა, უგონო მდგომარეობაში იწვა, თანაც ყინვაში.

მისი სახლი ორსართულიანია, კარგად მოვლილი.

,,დიდი ხანია სტუმარი არ გვყოლია. ბოლოს ეუთოს ხალხი გვყავდა სტუმრად. ისე უყვარდათ აქ მოსვლა, თვითონვე შლიდნენ ხოლმე მეორე სართულზე სუფრას სადილად" - გვიყვება მარინა ზაალიშვილი.

აივანზე გავდიდავრთ და შემაღლებული ადგილიდან ლეხურას ხეობას გადავყურებთ. გაღმა მხარეს საკორინთლო ჩანს, ქვემოთ - ქვემო ჭალა. ჩრდილოეთ მხარეს კი, სოფელი მონასტერი მდებარეობს. ის დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ექვემდებარება.

,,ჩვენგან თითქმის 500 მ მანძილზე გადის გამყოფი ხაზი. შიშით არაფრის გვეშინია. არც ისინი დაგვიშავებენ რამეს, არც ჩვენ დავუშავებთ რამეს. ვიდრე გზები გახსნილი იყო, მონასტრის მოსახლეობა სულ აქეთ დადიოდა. ბაზრობაზეც კი მოდიოდნენ." - საუბარში მისი მეუღლე ერთვება.





რომ არა ეს ორი ადამიანი...

,,ვლოცულობთ, რომ მარინამ და ვაჟამ დიდხანს იცოცხლონ. ამათ რომ რამე მოუვიდეთ, რა მოუვა ამ სოფელს? საერთოდ აღარაფერი დარჩება. მე ზაფხულობით ჩამოვდივარ ხოლმე შვილებით და შვილიშვილებით. დანარჩენ თვეებში შაბათ-კვირა მაინც მოვდივარ" - ამბობს ციცინო კუდუხაშვილი. ის ვაჟა კუდუხაშვილის ბიძაშვილია.

აგვისტოს ომის დროს სოფელში იმყოფებოდა. ომი რომ დაიწყო, არ წავიდა თბილისში. ვაჟასთან და მარინასთან ერთად დარჩა სოფელში.

,,თბილისიდან მირეკავდნენ, წამოდით, წამოდითო. მაგრამ სად წავსულიყავი? შვილის საფლავი აქ მაქვს. როგორ მიმეტოვებინა?" - გვითხრა ციცინო კუდუხაშვილმა.




ციცინო კუდუხაშვილი თბილისში ცხოვრობს, ის სოფელში შაბათ-კვირას მიდის. ზაფხულობით კი, შვილებით და შვილიშვილებით ჩადის.





გზა და წყალი

კუდუხაანთ უბანში გზა წვიმის და თოვლის დროს მიუვალია. დენი და გაზი ამ ორ ოჯახს  გაუყვანეს. მართალია, ყველაზე ახლოს საკორინთლოსთან არიან, თუმცა, ცუდ ამინდში, გორაკას გზიდან, შედარებით შორი მანძილიდან უწევთ მიმოსვლა.

,,აქ რომ წყალი იყოს და გზა იყოს, ისინიც ჩამოვლენ, ვინც წავიდნენ, იცხოვრებენ აქ. თავიდან თუ 10 კაცი ვიქნებით, შემდეგ 20 და 30 გახდება და ეს სოფელიც არ გაქრება" - ამბობს ქალბატონი მარინე - ,,სულ ვფიქრობ ხოლმე, რა მეშველება ჩემ მეუღლეს რომ რამე მოუვიდეს? ამ სახლსაც ისევე ჩამოექცევა ჭერი, როგორც სხვებს, ჩემი შვილები წამიყვანენ აქედან და მე არ მინდა აქაურობის მიტოვება. ამიტო, სულ ვთხოვ ვაჟას, არ წავიდეს ჩემზე ადრე".

ავტორები: თათია გოლოშვილი, ირმა კიტრიაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.