რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
თამარაშენში კაჟაშვილებს წინასწარ აღებული პენსიის გამო სოციალური დახმარება შეუწყვიტეს
სოფელ თამარაშენში ზინაიდა კაჟაშვილს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.

ამის მიზეზად, პენსიის წინასწარ აღება სახელდება, რომელიც შესაბამის ბანკში კრედიტის სახითაა რეგისტრირებული.

ზინაიდა კაჟაშვილი ამბობს, რომ პენსია, ე.წ. კრედიტის სახით, მან და მისმა ქმარმა ცალკე მცხოვრებ შვილის დასახმარებლად აიღეს.

ამჟამად, ისინი ამ პენსიასაც სრულად ვერ იღებენ. 



,,სულ მალე თვალებზე ოპერაცია უნდა გავიკეთო. ველოდებოდი სოციალურ დახმარებას, მაგრამ მაღალი ქულები მომივიდა. ერთი ძროხა გვყავდა, ისიც გავყიდეთ, შვილის გამო" - ამბობს ზინაიდა კაჟაშვილი.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელში ერთსართულიანი სახლი აქვთ, სადაც, მხოლოდ, ორი ოთახია.

ამ სახლში ნალექის დროს წყალი ჩადის. ამ სახლში ქალბატონი ზინაიდა მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ვაჟი, ცალკე ოჯახით, ქალაქში ცხოვრობს.

მიხეილ კაჟაშვილი იხსენებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა, ბინის დათვალიერების დროს, ნაკვეთში მოყვანილი კარტოფილის მარაგი ნახა.

,,თურმე ოთხი ტონა ჩაუწერია საბუთებში, არადა, ფარდულში მხოლოდ 5 ტომარა კარტოფილი იყო" - ამბობს მიხეილ კაჟაშვილი.

ეზოში 5 ქათამი და 3 ბატი ჰყავთ. მათ საკვებსაც კი, პენსიით ყიდულობენ.








Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა სვეტიცხოვლობის
სადღესასწაულო წირვის დროს სომხური სამოციქულო ეკლესიისა და
სარწმუნოების წინააღმდეგ ისაუბრა. მან მეზობელი ქვეყნის ეკლესია
გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ
რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვის დროს სომხური სამოციქულო ეკლესიისა და სარწმუნოების წინააღმდეგ ისაუბრა. მან მეზობელი ქვეყნის ეკლესია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ტრაბახმა და ამპარტავნებამ ისინი მწვალებლობაში აღმოაჩინა".
16:00 / 14.10.2026
ხაშურისა და სურამის ეპარქიის წარმომადგენლის, მამა დავით
კაბერაშვილის განცხადებას მამა ვახტანგის მიერ მონათლულთა ხელახლა
მონათვლის შესახებ ამ უკანასკნელის ოჯახი გამოეხმაურა. ოჯახის
შეფასებით, ეს მამა ვახტანგის წინააღმდეგ მიზანმიმართული და
დაუსაბუთებელი ქმედებაა.
ხაშურისა და სურამის ეპარქიის წარმომადგენლის, მამა დავით კაბერაშვილის განცხადებას მამა ვახტანგის მიერ მონათლულთა ხელახლა მონათვლის შესახებ ამ უკანასკნელის ოჯახი გამოეხმაურა. ოჯახის შეფასებით, ეს მამა ვახტანგის წინააღმდეგ მიზანმიმართული და დაუსაბუთებელი ქმედებაა.
13:19 / 14.10.2026
მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ინსპექციის თანამშრომლები
მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო მოზარდებს დასდევენ და
აშინებენ, მერიისგან კი სათანადო განმარტებებს ითხოვენ.
მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ინსპექციის თანამშრომლები მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო მოზარდებს დასდევენ და აშინებენ, მერიისგან კი სათანადო განმარტებებს ითხოვენ.
12:20 / 14.10.2026
ჩუმათელეთის დაწყებითი სკოლის ყოფილ შენობაში მცხოვრებ ოჯახს, რომელთა
მძიმე სოციალურ ყოფაზეც „ქართლის ამბები“ აქტიურად წერდა, სახელმწიფო
სახლის შესაძენად 50 000 ლარს გადასცემს. გიორგი კაპანაძე და თეონა
ზურაბაშვილი საცხოვრებლის შეძენას გამოყოფილი თანხის ფარგლებში
ხაშურში, სურამში ან ჩუმათელეთში გეგმავენ.
ჩუმათელეთის დაწყებითი სკოლის ყოფილ შენობაში მცხოვრებ ოჯახს, რომელთა მძიმე სოციალურ ყოფაზეც „ქართლის ამბები“ აქტიურად წერდა, სახელმწიფო სახლის შესაძენად 50 000 ლარს გადასცემს. გიორგი კაპანაძე და თეონა ზურაბაშვილი საცხოვრებლის შეძენას გამოყოფილი თანხის ფარგლებში ხაშურში, სურამში ან ჩუმათელეთში გეგმავენ.
10:24 / 14.10.2026
ხაშურისა და სურამის ეპარქია აცხადებს, რომ მამა ვახტანგისა (საერო
სახელით ჯუმბერი) და მამა მიქეალის მიერ მონათლული პირები ხელმეორედ
მოსანათლები არიან. ეპარქიის წარმომადგენლის განმარტებით, ვისი
ნათლობის დადგენაც ვერ ხერხდება, მათი ნათლობა ნაკლულად არ ითვლება,
სხვა შემთხვევაში კი ხელმეორედ მონათვლა აუცილებელია.
ხაშურისა და სურამის ეპარქია აცხადებს, რომ მამა ვახტანგისა (საერო სახელით ჯუმბერი) და მამა მიქეალის მიერ მონათლული პირები ხელმეორედ მოსანათლები არიან. ეპარქიის წარმომადგენლის განმარტებით, ვისი ნათლობის დადგენაც ვერ ხერხდება, მათი ნათლობა ნაკლულად არ ითვლება, სხვა შემთხვევაში კი ხელმეორედ მონათვლა აუცილებელია.
23:54 / 13.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.