რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
28 მარტი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის - მნიშვნელოვანი თარიღები
28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ტერიტორიაზე უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

დღევანდელ დღეს ისტორიული მნიშვნელობა მიენიჭა, რის შედეგადაც ვიზის ლიბერალიზაციას საქართველო სამდღიანი საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს
თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი;

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია; ხოლოკანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.

უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტის ქონის შემთხვევაში, ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია.

ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ. მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნესშეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. უვიზო რეჟიმი არ შეეხება შენგენის ზონაში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით. ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს უნდა მიმართონ.


28 მარტი ისტორიაში


364 წლის 28 მარტს რომის იმპერატორმა ვალენტინიანუს I-მა თავისი უმცროსი ძმა ვალენტი თანამმართველად დანიშნა. ვალენტინიანეს, ისევე, როგორც მის ძმას ვალენტს, არ მიუღია არანაირი განათლება. 376 წელს უკვე იმპერატორმა ვალენტმა ჰუნებისაგან დევნილ ვესტგუთებს რომის პროვინცია მეზიაში დასახლების ნება დართო. მაგრამ რომის მოხელეებისაგან შევიწროებული ვესტგუთები აჯანყდნენ, ვალენტი დაიღუპა მათ წინააღმდეგ გამართულ ადრიანოპოლის ომში.

845 წლის 28 მარტს ვიკინგებმა ქ. პარიზი დაარბიეს. 845 წლის მარტში დანიელთა მძლავრი, 120 ხომალდიანი ფლოტი, რაგნარის მეთაურობით, სენას აუყვა. რაგნარ ლოთბროკი (ლოდბროკ - `ტყავის შარვალი" ან Lod - ბედი, Brog - ნიშანი, დროშა). ლეგენდის მიხედვით რაგნარის დროშაზე გამოსახული იყო ოდინის ყორანი, რომელიც თავისი ფრთით უჩვენებდა ლაშქრობის მიმართულებას) სკანდინავიური საგებისა და ლეგენდების ერთ-ერთი გმირი იყო. მათ სამიზნეს სავარაუდოდ პარიზი წარმოადგენდა. კარლოს მეფემ ფრანკთა ძალები ორად გაყო, რათა დაეცვა მდინარის სანაპიროზე მდებარე ტერიტორიები. ვიკინგები არც დაფიქრდნენ ისე გამოიყენეს ხელსაყრელი მდგომარეობა და მთელი თავისი ძალებით ორიდან უმცირეს დაჯგუფებას დაარტყეს. ბრძოლა ფრანკთა ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა. ვიკინგებმა ჩვეული სისასტიკით და რა თქმა უნდა ტქტიკურ-ფსიქოლოგიური მიზნით ყველა ტყვე, მდინარეში მდებარე, ერთ მცირე კუნძულზე ჩამოახრჩვეს ისე რომ დანარჩენი ფრანკული ძალების მათი ხედვა შესძლებოდათ. ეს მოქმედება მიმართული იყო ფრანკული ჯარის მოტივაციის და საბრძოლო სულისკვეთების შესამცირებლად და მართლაც ამან შედეგი გამოიღო. აღდგომის კვირას, 28 მარტს, რაგნარი და მისი ხალხი შეიჭრა და დაარბა პარიზი. ფრანკებმა სამხედრო წინააღმდეგობა ვერ გაბედეს. კარლოს მეფემ 7000 ფუნტი გადაუხადა ვერცხლით და ჩრდილოელებმა რეგიონი დატოვეს.

1854 წლის 28 მარტს ყირიმის ომი დაიწყო - საფრანგეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს. ყირიმის ომი გრძელდებოდა 1854 წლის 28 მარტიდან 1856 წლამდე და წარმოებდა, ერთი მხრივ, იმპერიულ რუსეთსა და, მეორე მხრივ, ბრიტანეთის, საფრანგეთის მეორე იმპერიის, სარდინიის სამეფოსა და ოსმალეთის იმპერიის ალიანსს შორის. ომი პარიზის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. ამ ზავით რუსეთმა დაკარგა დუნაის შესართავი და ბესარაბია. რუსეთს ჩამოერთვა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება. შავ ზღვაზე რუსეთის ციხესიმაგრეები უნდა დაენგრია. შავი ზღვა ყველა გემისთვის ღია ზღვად ცხადდებოდა. სერბია, ვლახეთი და მოლდოვა ევროპის სახელმწიფოთა მფარველობის ქვეშ მოექცა. რუსეთმა დაკარგა უპირატესობა საერთაშორისო ავტორიტეტი.

1930 წლის 28 მარტს თურქეთში კონსტანტინოპოლსა და ანგორას სახელი გადაარქვეს და „ისტანბული“ (სტამბოლი) და „ანკარა“ უწოდეს. თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფომ უცხოურ ქვეყნებს თურქეთის ქალაქების თურქული სახელწოდებების გამოყენება ოფიციალურად მოსთხოვა. ამ თარიღის შემდეგ საფოსტო მისამართებზე ანგორისა და კონსტანტინოპოლის სახელწოდებებზე მოსული წერილები ანკარასა და სტამბოლში ადრესატებს აღარ ჩაჰბარდათ. სტამბოლისა და ანკარის სახელები ამ დღეს მთელს მსოფლიოში იქნა რეგისტრირებული.

1939 წლის 28 მარტს ესპანეთის სამოქალაქო ომი დამთავრდა - გენერალმა ფრანსისკო ფრანკომ აიღო ქ. მადრიდი. რესპუბლიკელებსა და ნაციონალებს შორის 1936 წელს დაწყებული სამოქალაქო ომი სამი წელი გაგრძელდა და ესპანეთს დიდი ნგრევა მოუტანა. გენერალ ფრანკოს მიერ „რესპუბლიკური სახალხო ფრონტის" წინააღმდეგ განხორციელებული გადატრიალებით ქვეყანაში შეიქმნა დიქტატორული რეჟიმი, რომლის მმართველობაც 1975 წლამდე გაგრძელდა. სამოქალაქო ომის დროს გენერალ ფრანკოს მხარს უჭერდა ჰიტლერი, რომლის მიზანიც ესპანეთის ბერლინი-რომის ალიანსში ჩართვა იყო.

1947 წლის 28 მარტს
დაარსდა გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისია. საერთაშორისო არენაზე შექმნილი ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად, ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ვაჭრობის გაადვილების მეთოდის შექმნის მიზნით შექმნილ კომისიაში 56 წევრი შედის. კომისიის წევრ ქვეყნებს შორის თურქეთთან ერთად არიან ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი.

1979 წლის 28 მარტს
პენსილვანიაში, კუნძულ თრი-მაილის (Three Mile Island) ატომურ ელექტროსადგურში მოხდა სერიოზული ავარია. კერძოდ, ატომურ ელექტროსადგურზე ორი ბირთვული რეაქტორის სარქველი დაზიანდა. ეს მსოფლიოში კომერციული დანიშნულების ატომური ელექტროსადგურის ავარიის პირველი შემთხვევა იყო. შეერთებული შტატების ბირთვული რეგულირების კომისიამ მომხდარში ტექნიკური გაუმართაობა და მომსახურე პერსონალი დადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ ავარიის შედეგად არც სადგურში და არც ახლომდებარე დასახლებებში არავინ დაღუპულა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.