1915 წელს მისი ოჯახი გორში გადავიდა საცხოვრებლად, სადგურის დასახლებაში. სასულიერო სემინარიაში მიაბარეს, სემინარიის დამთავრების შემდეგ კი, შრომის სკოლაში განაგრძო სწავლა.
1926 წელს, 18 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა საინჟინრო ფაკულტეტზე, ხიდებისა და გზების მშენებლობის სპეციალობით.
1929 წლის 7 ნოემბერს ორ უფროს მეგობართან, მიტო უხურგუნაშვილთან, ვანო ზაზუნაშვილთან და ბიძაშვილ ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, საქართველო დატოვა.
დედას მოატყუა, რომ ახალციხეში ვაშლის საკრეფად მიდიოდნენ.
,,იმ პერიოდში ხალხი ჩამორჩენილი იყო, ვშიმშილობდით... შეიძლება, ჩვენი პოლიტიკოსები გონებაგახსნილები კი იყვნენ , მაგრამ, მგონი, თავის დროზე წესიერად ვერ ისწავლეს. რუსეთიდან უკან მობრუნებულებმა ხალხს ნორმალურად ვერ დაუხატეს საქართველოს მომავლის ნამდვილი ხატი. სწორედ ამით ისარგებლეს ბოლშევიკებმა და კომუნისტებმა: ახლა თქვენი დროა, ჩაეწერეთ პარტიაში და ყველაფერი თქვენი იქნებაო. ჰოდა, ჩაეწერნენ ისინი პარტიაში, დაიკიდეს თეძოებზე რევოლვერები და დაერივნენ შეძლებულ ქართველებს. შეუგნებლობით იყო, გონება რომ გადაეკეტათ და ამოხოცეს ერთმანეთი." - ამბობს მანანა სალაძესთან ინტერვიუში, რომელიც 2001 წელს ,,დილის გაზეთში" გამოქვეყნდა.

ახალციხის გზით, ფეხით მაშინდელ ოსმალეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ. ქალაქ ტოკატში, ჟანდარმერიის უფროსი მამუდ ბეი ლაზი აღმოჩნდა. ერთად შეკრებილმა ქართველებმა აღდგომის დღესასწაული იზეიმეს.
ტოკატში ხუთი თვე დაბინავდნენ. ოსმალეთის მთავრობისგან ევროპაში წასვლის ნებას და ვიზის მიღებას ელოდნენ. ეს დღეც დადგა და კონსტანტინოპოლიდან საფრანგეთში გემით გაემგზავრნენ.
საფრანგეთში რვა წელი გაატარა. ემიგრაციაში მყოფი მენშევიკური მთავრობის წევრები გაიცნო. ჯერ სენ-პოლში ცხოვრობდა, შემდეგ, პარიზის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა.
1937 წელს ბელგიაში მოუწია გადასვლა. სამი წლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო და ეს ქვეყანაც უნდა დაეტოვებინა.
ჟურნალისტ გიორგი ლალიაშვილთან მიცემულ ინტერვიუში იხსენებს, რომ გაჭირვებით მოხვდა ესპანეთისკენ მიმავალ გემზე, მაგრამ გერმანელთა შეტევის შიშით, გემი ლონდონში გაჩერდა. ასე მოხვდა ალექსანდრე ბესტავაშვილი ინგლისში, 1940 წელს.
მისი ფრანგული სოციოლოგია არავის დაჭირდა, სამაგიეროდ, საინჟინრო სპეციალობა გამოადგა და წყლისა და გაზგაყვანილობის ხელოსნად მუშაობა დაიწყო.
საკუთარი სამუშაო ჯგუფი შექმნა და მუშაობაც ააწყო, ბევრი დამკვეთიც ჰყავდა.
ლონდონში გაიცნო თორა ედვარდსი, რომელთანაც დარჩენილი სიცოცხლე გაატარა. თორა ედვარდსის დახმარებით, 1963 წელს, ხრუშჩოვის პერიოდში შეძლო გორში ჩასვლა მამის დაკრძალვაზე. დედა ცოცხალი დახვდა.
ამჟამად, ლონდონელ ბესტავაშვილებს გორში სახლი უკვე აქვთ. რამდენიმე წლის წინ იყიდეს. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ალექსანდრე ბესტავაშვილი მშობლიურ ქალაქს უამრავჯერ ეწვია.
2016 წლის 12 ნოემბერს 109 წლის შესრულდებოდა. მის დაბადების დღეს გორელი ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური, ისიც სადგურის დასახლებიდან შეხვდა ლონდონში.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები