რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
სახალხო დამცველის აპარატი ფემიციდის შემთხვევებზე გამოძიებას ზედამხედველობას გაუწევს
2017 წლის 13 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან, ერიკა კვაპილოვასთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ქალთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების შემაშფოთებელ მასშტაბებზე და ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობის განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2016 წლის განმავლობაში 21 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ ქმარმა, გულმკერდის არეში დანით მიყენებული 8 ჭრილობის შედეგად ადგილზე მოკლა ცოლი და 2017 წელს ეს პირველი შემთხვევა არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი ხედვა შემთხვევათა პრევენციის, რისკების შეფასების მექანიზმებისა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევათა თავიდან აცილების შესახებ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კვლავ არ ხდება დეტალური სტატისტიკური მონაცემების წარმოება, ანალიზი და მასზე დაყრდნობით პრევენციული ღონისძიებების წარმართვა.

ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დუბრავკა სიმონოვიჩმა ჯერ კიდევ 2015 წელს მოუწოდა სახელმწიფოებს, მიზანმიმართულად იმუშაონ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე, შექმნან ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, ყოველი წლის 25 ნოემბერს კი, წარმოადგინონ შემთხვევათა დეტალური ანალიზი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

„ვაცნობიერებთ რა ფემიციდის, როგორც დანაშაულის სიმძიმეს და უარყოფით გავლენას ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ვიზიარებთ რა გაეროს სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციას ფემიციდის მონიტორინგის სისტემის შექმნის შესახებ, ვაცხადებ, რომ სახალხო დამცველი იქნება ის ინსტიტუტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა შემთხვევას, მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

მონიტორინგის პროცესში სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს სასამართლოს გადაწყვეტილებათა დეტალურ ანალიზს, რათა შეფასდეს ფემიციდის პრობლემის რეალური მასშტაბები, გამოყენებული დაცვისა და პრევენციის ღონისძიებები და პრობლემის სახელდებისას არსებული ხარვეზები; ამასთან, შეისწავლის სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ არსებულ ინფორმაციას და სტატისტიკურ მონაცემებს.

„ფემიციდის მონიტრორინგი მნიშვნელოვანი და ქმედითი მექანიზმი იქნება დანაშაულის პრევენციის საქმეში“, – განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და მადლობა გადაუხადა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს – მსოფლიოში მეორე ომბუდსმენის აპარატს (არგენტინის შემდეგ), რომელმაც ფემიციდის მონიტორინგის შესრულება იტვირთა.

უჩა ნანუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობის განხორციელებისას სახელმწიფო, არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ სახალხო დამცველის აპარატთან.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრიდან ორი გარდაიცვალა,
დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება
მიმდინარეობს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრიდან ორი გარდაიცვალა, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
12:39 / 11.11.2026
ურბნისში გამართულ ქადაგებაზე მიტროპოლიტმა ეკლესიის სახელმწიფო
დაფინანსება, ბიუჯეტის განკარგვის გაუმჭვირვალობა და იერარქების
ცხოვრების წესი გააკრიტიკა.
ურბნისში გამართულ ქადაგებაზე მიტროპოლიტმა ეკლესიის სახელმწიფო დაფინანსება, ბიუჯეტის განკარგვის გაუმჭვირვალობა და იერარქების ცხოვრების წესი გააკრიტიკა.
22:55 / 10.11.2026
გომიდან ნაბახტევში ტაქსით მიმავალი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი
პირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის კანონიერი
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლით) გამო დააკავა.
გომიდან ნაბახტევში ტაქსით მიმავალი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლით) გამო დააკავა.
17:39 / 10.11.2026
21 ოქტომბერს საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის
დევნილთა დასახლებიდან იყო. ადგილობრივი წარმომადგენლის ცნობით, იგი 9
ნოემბერს გარდაიცვალა.
21 ოქტომბერს საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის დევნილთა დასახლებიდან იყო. ადგილობრივი წარმომადგენლის ცნობით, იგი 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
16:15 / 10.11.2026
მდინარე მტკვრის მიერ ჩამორეცხილ და კარიერების საქმიანობით
დაზიანებულ 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ორგანიზაცია „ლეიერკოს
მდინარე მტკვრის მიერ ჩამორეცხილ და კარიერების საქმიანობით დაზიანებულ 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ორგანიზაცია „ლეიერკოს" სპეციალისტებმა რიყის ქვით ნაგები კედლები და კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
15:40 / 10.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.