რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
საბჭოთა ტერორის პირველი წლები გორში
გორის არქივში 1922-23 წლების ჩანაწერები ინახება, რომელიც, თავის დროზე, აღმასკომის პრეზიდიუმის მდივანს შეუდგენია. ეს დოკუმენტი გორის მაზრაში საბჭოთა ოკუპაციის პირველი წლების ისტორიას ასახავს.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს რევოლუციური კომიტეტმა თბილისში ხელში აიღო ძალაუფლება და შეუდგა ბოლშევიკური ორგანოების შექმნას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე. 8 მარტის სხდომაზე აირჩიეს მისი პრეზიდიუმი ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით.

პრეზიდიუმმა პრინციპულად მოიწონა საგუბერნიო, სამაზრო, საქალაქო, სათემო და სასოფლო რევკომების სისტემა, რომელთაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევაკუირებულ ადგილებზე ქმნიდნენ ბოლშევიკები და პარტიული ორგანოები დანიშვნის წესით.

საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა გაუქმებული სამინისტროების ნაცვლად შექმნა სახელმწიფო მმართველობის ახალი ორგანოები — სახალხო კომისარიატები და სახალხო კომისართა საბჭო. შექმნა მილიცია და ანტი-საბჭოთა მოძრაობასთანსაბრძოლველად საგანგებო კომისია.

სამაზრო აღმასკომის პრეზიდიუმის ჩანაწერები 150-გვერდიანია. მას გორის არქივის თანამშრომელი ქეთევან მაჭარაშვილი ამუშავებს და წიგნად გამოსცემს.








ანტი-საბჭოთა შეტაკება სოფელ შინდისთან


გორის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ სოფელ შინდისთან ახლადშექმნილ მილიციის რაზმს შეტაკება ე.წ. ბანდიტებთან მოუხდათ.

ამ შეტაკების დროს დაზიანებულა ადგილობრივი თემის აღმასკომის თავმჯდომარის, ვ. პეტრიაშვილის მოსავალი. პეტრიაშვილი გორის მაზრის აღმასკომს სთხოვს, რომ ზარალი აუნაზღაურონ, თუმცა, მაზრის აღმასკომის პრეზიდიუმი უარს აცხადებს.

სამაგიეროდ, 3-3 ფუთი სიმინდით დააჯილდოვეს მაზრისა და ქალაქის მილიციის თანამშრომლები, რომლებიც ამ შეტაკებაში მონაწილეობდნენ.




ეკლესიების ნგრევა

პრეზიდიუმის ჩანაწერებით დასტურდება, რომ მაზრაში და ქალაქში ეკლესიები დაანგრიეს. დანგრევის მიზეზად სიძველით ხსნიან.

ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში წერია, რომ დანგრეული ეკლესიების მასალა (გარდა, ფრანგების, ოქონისა და სომხური ეკლესიისა), საშენი მასალები გაჭირვებულებს და წყალდიდობისგან დაზარალებულ მოსახლეობას მიეცეს.

იქვე შინდისის თემის აღმასკომის თავმჯდომარის წერილი ჩანს, რომელიც მაზრის ხელმძღვანელობას ყოფილი მღვდლებისთვის დახმარებას სთხოვს: ,,იმ მღვდლებს, რომლებიც აცხადებენ სურვილს გაიხადონ ანაფორა და შეუდგნენ საზოგადოებრივ საქმიანობას, აღმოეჩინოს დახმარება ტანსაცმლით" - წერია გადაწყვეტილებაში.

არის ასეთი ცნობაც: ,,მიეცეს მღვდელ კაპანაძეს ერთდროული დახმარება აღმასკომის სალაროდან 20 მლნ მანეთის ოდენობით"





ატენის ხეობა და ზეზმანი

„ატენის ხეობაში უცხოელი კაპიტალისტი ზეზმანი უმოწყალოდ ჩეხდა და ანადგურებდა ძვირფას ტყეებს, ქალაქში არსებული სამხერხაო და შპალსაჟღენთი ქარხნები მან გადააქცია გორისა და გორის რაიონის მშრომელების ექსპლოატაციის და თავის გამდიდრების წყაროდ“- გვამცნობს საარქივო ჩანაწერები.

საბჭოთა ხელისუფლებამ მის სახლში ატენის სკოლა გახსნა, როცა ზეზმანმა ბინის ქირა მოითხოვა, გორის სამაზრო აღმასკომმა დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება 1923 წლის იანვარში: „ჩამორთმეული იქმნეს მოქ. ზეზემანისაგან ყოველგვარი უძრავი ქონება როგორიც არის სახლი, ბაღი და მამული, წინადადება მიეცეს რომ მან დატოვოს ატენის რაიონი ერთი კვირის განმავლობაში სრულიად, ვინაიდან მთელი მშრომელი გლეხკაცობა ამხედრებულია მის წინააღმდეგ, როგორც ყოფილი ექსპლოატატორი მშრომელი ხალხისა“

„ნაკვეთი ყოფილი მემამულე ზეზმანისა უნდა დაიჭრას ნაკვეთებათ, გადაეცეს სოფელს დასახლებისათვის, ამასთანავე დაცული უნდა იყოს ინტერესები გლეხკაცებისა“ (საქმე 93/88)
ატენის რკინიგზის ლიანდაგები, რომელიც ძირითადად ხის მასალის გასატანად გამოიყენებოდა აიყარა სტალინირის გზის მშენებლობისათვის.







საჩივრები სახელმწიფო მოხელეების მიმართ

გორში მცხოვრებმა გიორგი თოროზოვმა ერთ-ერთ სახელმწიფო მოხელეს უჩივლა. სამწუხაროდ, საჩივრის შინაარსი არაა ცნობილი. მაზრის აღმასკოსმა ჩათვალა, რომ თოროზოვმა სახელმწიფო მოხელეს ცილი დასწამდა.

ცილისწამებისთვის კი, მოქალაქე ერთი თვით სახლში დააპატიმრეს და გარეთ გასვლის უფლება არ მისცეს.

საინტერესო ცნობაა დაცული სოფელ მეჯვრისხევში მიწის ნაკვეთების და ქონების ჩამორთმევის შესახებ. ჩანაწერებში ჩანს, რომ პრეზიდიუმმა სოფელ მეჯვრისხევიდან შესული საჩივარი განიხილა, რომლის ავტორი, ღრმადმოხუცებულობის გამო, სოფელში დარჩენას ითხოვდა.

აღმასკომის პასუხით ირკვევა, რომ მას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს და განსახილველად თემის აღმასკომს დაუბრუნეს.




ჯილდო ქრთამის შემძალებელს

საინტერესო ცნობაა დაცული იმ ჯილდოს შესახებ, რომელსაც ადგილი ატენის თემში ჰქონდა.

ატენის თემის აღმასკომის თავმჯდომარემ ერთ-ერთ სახელმწიფო მოხელეს ქრთამის სახით 25 მლნ მანეთი შეაძლია.

აღმასკომის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ქრთამის ,,შემძალებელს" ჯილდოს სახით 8 მლნ მანეთი გადასცეს.

ამის შემდეგ, ის სხვა თემის აღმასკომის თავმჯდომარედ გადაიყვანეს.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.