რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
,,იმერეთი", კოლხიდა", ,,პალიასტომი" - დაზიანებული ელგადამცემები

 

ბოლო ინფორმაციით დაზიანებულია  მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის ტერიტორიაზე მდებარე N 106 ანძის სადენი.ადგილზე მუშაობენ  ტექნიკური ბრიგადები და  დღის ბოლომდე აღმოფხვრიან დაზიანებას. 

 

ასევე, დაზიანებულია 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „კოლხიდა-2“ და ელექტროგადამცემი ხაზი „პალიასტომი-1“.

 

ავარიის დადგომიდან 2 საათში  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ   რეზერვების გამოყენებით შეძლო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

 

ამ დროისთვის საქართველოს მოსახლეობა  შიდა გენერაციის წყაროებთან ერთად, მარაგდება სომხეთსა და თურქეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით.

 

წინასწარი ინფორმაციით დაზიანებების მიზეზი ტექნიკური ხასიათისაა , თუმცა ყველა შესაძლო კითხვის ნიშნის გამოსარიცხად პროცესში ჩართულები არიან სამართალდამცავი  ორგანოები.

 

აღნიშნული ტიპის სისტემური ავარია პირველი არ არის და ის საქართველოს ენერგოსიტემაში წინა წლებში არაერთხელ დაფიქსირებულა:

 

  • 2009 წელს მოხდა 3 სასიტემო ავარია - ორი  500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „ქართლი-2“ და ერთი   500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „იმერეთი“
  • 2010 წელს  მოხდა 4   სასიტემო ავარია - ორი  500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „ქართლი-2“ და  ორი  500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „იმერეთი“.
  • 2011 წელს  მოხდა 1  სასიტემო ავარია  500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „იმერეთი“.
  • 2012 წელს მოხდა 1  სასიტემო ავარია - ენგურის ჰიდროელექტროელექტროსადგურის  აგრეგატის ავირიული გათიშვის გამო.
  • 2013 წელს სასისტემი ავარიას ადგილი არ ჰქონია.
  • 2014 წელს მოხდა ერთი სასისტემო ავარია  500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „იმერეთი“

 

ამჟამად მიმდინარეობს ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტები, რომლებიც ქვეყანაში შემქნის ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს, რაც  მომავალში შეამცირებს საქართველოს ელექტროსისტემაში აღნიშნული ტიპის ავარიის რისკებს. 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.