რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ბოლო ზარზე მანქანა ცხვრის ფარაში შევარდა და ცხენს დაეჯახა
პირველი ფაქტი

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ნატახტართან, ბოლო ზარის კოლონას  ფარა შეხვდა.

ერთ-ერთი ავტომანქანა (,,ბეემვე") ცხვრებს და ცხენს დაეჯახა და ამოყირავდა.

მძიმედ დაშავდა წინა სავარძელზე მჯდომი ახალგაზრდა, რომელიც მოსწავლის ახლობელი იყო. მძღოლმა კი, სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

უკან მსხდომ მოსწავლეებს კი, არაფერი დაუშავდათ.

ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც გორის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯვრის მონასტრიდან გორში ბრუნდებოდნენ.

ავტომანქანას მართავდა 40-წლამდე ასაკის მამაკაცი, ერთ-ერთი მოსწავლის ბიძა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს წეროვანის დასახლებიდან სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა ბრუნდებოდა და დაშავებული ახალგაზრდა მცხეთის საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს.

მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ჯაყელი ამბობს, რომ მართალია მანქანის საჭესთან მოსწავლე არ იჯდა, თუმცა, ასეთ დროს, მეტი სიმკაცრეა საჭირო გზებზე მოძრაობისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.

მეორე ფაქტი

ავარია მოხდა სოფელ ბერშუეთის სკოლის დამამთავრებელი კლასის საზეიმო მსვლელობის დროსაც.

სკოლის დირექტორის განცხადებით, ეს მანქანა მათი სკოლის მოსწავლეებს არ ეკუთვნოდა.

,,როგორც მითხრეს, ავტომანქანის მფლობელი უცხო ყოფილა, სხვათა შორის, არც ჩვენი თანასოფლელი. ერთ-ერთი გოგო ყვარებია და მისდევდა მათ. რა მოხდა და როგორ მოუვიდათ ავარია, არ ვიცი. მანქანა კი დაიმტვრა, მაგრამ ვინც იმ მანქანაში ისხდნენ, საბედნიეროდ, არ დაშავებულან" - აცხადებს ბერშუეთის სკოლის დირექტორი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გიორგი კობახიძე საკუთარ თავს
გიორგი კობახიძე საკუთარ თავს "შაბათ-კვირის ფერმერს" უწოდებს.
14:58 / 29.11.2026
გორისა და ხაშურის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებით,
სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ორი პირი სხდომათა
დარბაზიდან გათავისუფლდა.
გორისა და ხაშურის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ორი პირი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
12:13 / 29.11.2026
28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
02:36 / 29.11.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის სანერგე მეურნეობაში წელს 200
000 ნერგი გამოიყვანეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის სანერგე მეურნეობაში წელს 200 000 ნერგი გამოიყვანეს.
01:51 / 29.11.2026
გორში გაშენებულ ხეხილის ბაღში ერთი ღამის ყინვას შეუძლია მთელი
წლის შრომა წყალში ჩაყაროს

გორში გაშენებულ ხეხილის ბაღში ერთი ღამის ყინვას შეუძლია მთელი წლის შრომა წყალში ჩაყაროს

00:02 / 29.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.