რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
ანწუხელიძის ქუჩაზე სკვერისა და საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დაიწყო
მშენებარე ობიექტები დღეს ქალაქ გორის ვიცე-მერმა თამაზ შიოშვილმა მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტების მიხედვით, ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ მოეწყობა სარეკრეაციო და სპორტული ზონები ბავშვთა სასრიალოებით, აიწონა-დაიწონას კონსტრუქციებით, დასასვენებელი სკამებით, დეკორატიული განათებით, სანაგვე ურნებით, წყლის სოკო-შადრევნითა და ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნით.

სამუშაოებს შპს ,,ჯორჯიან ინვესტი“ და შპს ,,ალონისი“ აწარმოებენ. პროექტების ჯამური ღირებულება 124 400 ლარია.

ანწუხელიძის სკვერი და საფეხბურთო მოედანი სამოქალაქო ბიუჯეტით დაფინანსებული პირველი პროექტებია, რომელთა შერჩევა ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით თანამონწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში გასულ წელს განხორციელდა.

,,ანწუხელიძის ქუჩა დღეისათვის კომბინატის დასახლების თითქმის ყველაზე ამორტიზებული ქუჩაა აუთვისებელი ტერიტორიით, საბჭოური პერიოდის მიტოვებული მიწისქვეშა ნაგებობებით და არსებული ნაგავსაყრელით. აქაურობა ანტისანიტარულ გარემოსთან ერთად ბავშვებისთვის საშიშ ტერიტორიასაც წარმოადგენდა. სკვერისა და მოედნის მოწყობის შემდეგ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ქუჩის მთლიანი კაპიტალური რეაბილიტაციაც. გარდა ამისა, აქ დევნილთა სამინისტროს მიერ აშენებულია 8 ათსართულიანი კორპუსი, სადაც უახლოეს მომავალში დევნილ ოჯახებსაც შეასახლებენ. ასე, რომ დაახლოებით ზაფხულის ბოლოსთვის, ამ გავერანებული ტერიტორიის ნაცვლად ჩვენი მოსახლეობა კეთილმოწყობილ, სუფთა და კომფორტულ გარემოს მიიღებს“ - განაცხადა თამაზ შიოშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი
და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ
ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

13:26 / 04.07.2025
პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია,
ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.

13:11 / 04.07.2025
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა"" თიღვის გამგეობას
15:38 / 02.07.2025
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.