რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
სკრის გზის ტენდერის საიდუმლო - გამგეობის გადაწყვეტილება პარლამენტარის კომპანიის სასარგებლოდ
სადაზღვევო კომპანია ,,არდი" გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას სამშენებლო კომპანია ,,ამხანაგობა მშენებელის" მიმართ უფლებების შელახვაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოფელ სკრის დევნილთა დასახლების გზის ტენდერი ჩაიშალა.

კომპანია ,,ამხანაგობა მშენებელს" სატენდერო კომისიამ, გამგებლის მოადგილის, გელა კაპანაძის თავმჯდომარეობით, დისკვალიფიკაცია დღეს, 29 მაისს, მიანიჭა.

გელა კაპანაძე ,,ქართული ოცნების' გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი იყო საპარლამენტო არჩევნებზე.

ტენდერი სოფელი სკრიდან დევნილთა დასახლების გზის მოასფალტებაზე

საქმე იმაშია, რომ 4 მაისს გამოცხადდა ტენდერი აუქციონის გარეშე, რომლის ღირებულება 300 000 ლარი იყო.

აღნიშნული ტიპის ტენდერში კომპანიების ვინაობა მას შემდეგ ხდება ცნობილი, როდესაც სატენდერო კომისია განხილვებს იწყებს. 

29 მაისს, განხილვისას, ცნობილი გახდა, მხოლოდ, ორი კომპანიის  -   ,,იბოლია" და ,,ამხანაგობა მშენებელის" შესახებ.

კომპანია ,,იბოლიამ", რომლის დამფუძნებელი და მფლობელი პარლამენტარი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა, ტენდერში მაქსიმალური ფასი 300 000 ლარი მიუთითა.

მეორე კომპანიამ, თბილისში რეგისტრირებულმა ,,ამხანაგობა მშენებელმა" კი, 252 000 ლარი.

მაკრახიძის კომპანიამ მეორე და მესამე რაუნდზე მონაწილეობა აღარ მიიღო.

,,ამხანაგობა მშენებელს" კი, დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. ამის საფუძველი საბანკო გარანტიის წარუდგენლობა გახდა.

რეალურად, ,,ამხანაგობა მშენებელმა", საბანკო გარანტიის ნაცვლად, სადაზღვევო კომპანია ,,არდის" მიერ გაცემული გარანტია წარადგინა.

გამგეობის მიერ შედგენილ ვალდებულებებში წერია, რომ კომპანიას, მხოლოდ, საბანკო გარანტიის ფურცელი უნდა წარედგინა.

სადაზღვევო კომპანია ,,არდის" პროტესტი

,,სადაზღვევო კომპანია, კომერციულ ბანკებთან ერთად, წარმოადგენს მძლავრ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც დადგენილი წესის სრული დაცვით ახორციელებს უფლებამოსილებას." - აცხადებს ,,არდის" წარმომადგენელი ნინო ლიპარტია, რომელმაც საჩივარი შესყიდვების სააგენტოში გაგზავნა.

ნინო ლიპარტიას ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციაში დაუშვებელია ისეთი ჩანაწერის გაკეთება, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს, კომერციულ ბანკებთან შედარებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.

,,სახელმწიფო ზედმხედველობის სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია იმ სადაზღვევო კომპანიათა შესახებ, რომელთაც აქვთ უფლება გასცენ საბანკო გარანტია. აღნიშნული ინფორმაცია განახლებადია ყოველთვიურად. ამ მონაცემებით ცხადად სჩანს, რომ სადაზღვევო კომპანია არდი სადაზღვევო ინდუსტრიის ამ სეგმენტის უპირობო ლიდერს წარმოადგენს." - აღნიშნავს ლიპარტია.

მისი აზრით, სრულიად დაუსაბუთებელია, მხოლოდ, კომერციული ბანკის გაცემული საგარანტიო ფურცლის წარდგენის თაობაზე, გამგეობის მოთხოვნა.

,,გამგეობა, დაუსაბუთებლად აწესებს უკანონო შესყიდვას, რომლითაც იზღუდება სადაზღვევო კომპანიისა და იმ მიმწოდებელთა ინტერესები, რომელთაც სურთ ტენდერში მონაწილების მიღება; და რომელთაც სადაზღვევო კომპანიაში გახსნილი აქვთ საგარანტიო მომსახურების გენერალური ხაზი." - განმარტავს იგი.

ლიპარტიას საჩივარი შესყიდვების სააგენტოში ვეღარ განიხილეს, რადგან, იგი ტენდერის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში, 14 მაისამდე უნდა წარდგენილიყო. განცხადება განუხილველი დარჩა, შესაბამისად, უცნობი დარჩა შესყიდვების სააგენტოს პოზიცია.

ფოტოზე: გელა კაპანაძე და იოსებ მაკრახიძე წინასაარჩევნო კამპანიის დროს

იხ. ამავე თემაზე:

სკრის ცენტრიდან დევნილთა დასახლებამდე ახალი ასფალტი დაიგება

მერეთის თუ სკრის გზა? - გამგეობის პროექტებში სოფლებია არეული


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელის მუნიციპალიტეტი რამდენიმე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო
სამუშაოებს გეგმავს. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად
42 დღე ექნება.
ქარელის მუნიციპალიტეტი რამდენიმე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 42 დღე ექნება.
20:34 / 08.09.2026
გიული ალაძემ თურქეთში მკურნალობის შემდეგ საკუთარ სახლში დაბრუნება
ვერ შეძლო. ქალის თქმით, შვილიშვილმა და რძალმა კარი არ გაუღეს, რის
გამოც პოლიციას მიმართა.
გიული ალაძემ თურქეთში მკურნალობის შემდეგ საკუთარ სახლში დაბრუნება ვერ შეძლო. ქალის თქმით, შვილიშვილმა და რძალმა კარი არ გაუღეს, რის გამოც პოლიციას მიმართა.
19:54 / 08.09.2026
გორის მერიაში შტატების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული
თანხიდან 150 000 ლარი საახალწლო განათებებს, ხოლო 160 000 ლარი
პარკირებისა და კონტროლის სამსახურს მოხმარდება.
გორის მერიაში შტატების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული თანხიდან 150 000 ლარი საახალწლო განათებებს, ხოლო 160 000 ლარი პარკირებისა და კონტროლის სამსახურს მოხმარდება.
18:29 / 08.09.2026
ბლოგერი მაქსიმ ვერნიკი გორში ადგილობრივი ბაზრის პოვნას ცდილობდა,
თუმცა გზად იუსტიციის სახლს მიადგა. საბოლოოდ მან პროდუქტები
გარემოვაჭრეებთან შეიძინა.
ბლოგერი მაქსიმ ვერნიკი გორში ადგილობრივი ბაზრის პოვნას ცდილობდა, თუმცა გზად იუსტიციის სახლს მიადგა. საბოლოოდ მან პროდუქტები გარემოვაჭრეებთან შეიძინა.
16:49 / 08.09.2026
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გორის მონაცემები ივნისის
შემდეგ არ განახლებულა, ხოლო ანგარიშები 2020 წლის შემდეგ არ
განახლებულა. მონიტორინგის სადგურები მხოლოდ ორ ადგილზეა
განთავსებული.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გორის მონაცემები ივნისის შემდეგ არ განახლებულა, ხოლო ანგარიშები 2020 წლის შემდეგ არ განახლებულა. მონიტორინგის სადგურები მხოლოდ ორ ადგილზეა განთავსებული.
15:34 / 08.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.