რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ავტობანზე პატრული ცემეს და სანიაღვრე არხში ჩააგდეს
ეს ამბავი საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა, რომელიც 2016 წლის მაისში
ავტობანზე მოხდა.
მოქალაქემ პატრულის ორი თანამშრომელი სცემა. ორივეს სახეში გაარტყა.
ერთ-ერთი პატრული, ივანე კოშაძე დარტყმისგან სანიაღვრე არხში ჩავარდა, მისი ცემა იქაც გაგრძელდა.
მეორე პატრულს, ვინმე ფრიდონს, სახეში გარტყმასთან ერთად, ფორმა დაუხიეს.
ეს ისტორია დეტალურად აღწერილია გორის სასამართლოდან გამოთხოვილ დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით, აღნიშნული მოქალაქე, თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, 00:10 წუთზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოსთხოვეს.
პროკურორის საბრალდებო დასკვნაშიც აღნიშნულია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შუა ღამეს მთავარ მაგისტრალზე მოსთხოვეს. თუ რომელი საზოგადოება იყო მთავარ მაგისტრალზე, ეს უცნობია.
მოქალაქე პ.წ-ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის) საფუძველზე, პირობითი მსჯავრი გამოსაცდელი ვადით დაედო.
მან საპატიმროში, მხოლოდ, 11 დღე დაჰყო.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ფულადი თანხის გარეშე, გაათავისუფლეს და გამოსაცდელი ვადა სამი წელი მისცეს.

ანალოგიური პრაქტიკა სხვა პირების
მიმართ
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის
მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული
საქმე წარმოადგენს გამონაკლისს, რადგან სხვა შემთხვევებში მოქალაქეები
პატიმრობაში დატოვეს, ან და თავისუფლების სანაცვლოდ ფულადი თანხა
დააკისრეს.
სხვა საქმეებზე, აღნიშნულია, რომ სამართალდამცავებმა ცემისას ტკივილი განიცადეს. სანიაღვრე არხში ჩავარდნილ პატრულის შემთხვევაში კი, ტკივილის მიყენების შესახებ საუბარი არაა.
გორის სასამართლომ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებზე, სულ სამი გადაწყვეტილების შესახებ გვაცნობა.
2016 წლის 25 აპრილს, გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, პოლიციის შს სამმართველოს შენობის წინ, მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, გაუწია მას წინააღმდეგობა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციელს დაუზიანდა სამსახურებრივი მაისური.
მოქალაქე იმავე დღეს დააკავეს და ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს. 2016 წლისს 25 მაისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მას 2-წლიანი პირობითი მსჯავრი და 3 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, გაარტყა მას სახის არეში და დაუზიანდა სამსახურებრივი ფორმა.
აღნიშნულ მოქალაქეს 2016 წლის 15 მარტს, რეალური სასჯელის სახით, შეუფარდეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.
გამოძიებაში, რომელიც სწორედ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, პოლიციელი აღნიშნავდა, რომ სახეში გარტყმისას მან ტკივილი იგრძნო. შესაბამისად, აღნიშნული საქმე დაემატა 125-ე მუხლით ჩატარდა

მაგალითი 1

მაგალითი 2

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მცხოვრები მარტოხელა შშმ პირი,
იმედა ნაგულიშვილი სხვის სახლში, მძიმე პირობებში ცხოვრობს. მას
სოციალური დახმარება მოუხსნეს, პენსიის ნაწილი კი სესხში ეჭრება.
ბოლო 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სოფლის
სკოლებში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შემთხვევები მოხდა. სოფლის
სკოლაში მომხდარი მძიმე ინციდენტის შედეგად მოზარდი კლინიკაში მოხვდა,
ფაქტზე კი პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
გორიდან სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ალექსანდრე
კორძაიას ჩაშლილ კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იგი
მუსიკოსის მიმართ არსებულ მუქარებს გმობს და კოლეგების დუმილთან
ერთად, ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხზეც ამახვილებს
ყურადღებას.
მერიამ მემორიალის ცაბაძის ქუჩაზე გადასატანად საპროექტო სამუშაოებზე
ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ქარელის მერის
მოადგილეები პროცესის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ
ან კითხვებს არ პასუხობენ.
გორის შემოსასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბერბუკის
მხრიდან გადაადგილება გარკვეული დროით შეიზღუდა. შინაგან საქმეთა
სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები