რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორში ბინა დააყაჩაღეს - სახლში ძიძა 9-თვის ტყუპებთან ერთად იმყოფებოდა
დღეს, დაახლოებით, 17 საათზე, გორში ბინა დააყაჩაღეს.

უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, ქალის ფორმაში გადაცმულმა პირებმა ვიცე-მერის, გოგა რაზმაძის ბინაში შეაღწიეს.

ოჯახში ძიძა, 9 თვის ბავშვებთან ერთად, იმყოფებოდა.

მეზობლების თქმით, ნიღბიანმა პირებმა მას თავში ჩაარტყეს და ფული მოსთხოვეს.

,,როგორც ჩვენ გავიგეთ, ბავშვების დედა საბავშვო ბაღში იყო წასული უფროსი შვილების მოსაყვანად. სახლში ძიძა იყო მარტო 9-თვის ტყუპებთან ერთად. დედა ბინაში სადღაც 15 წუთის შემდეგ დაბრუნებულა. სწორედ, იმ 15 წუთში მომხდარა ეს ყაჩაღობა. გოგას ოთხი შვილი ჰყავს" - აცხადებენ მეზობლები.

ამ წუთებში ოჯახში ექსპერტ-კრიმინალისტიკები მუშაობენ. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, სტალინის გამზირზე მოხდა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

ამ მუხლის მიხედვით, ეს არის ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მიზნით.

რედაქციისგან: მომდევნო დღეს, შსს პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ძიძამ დაყაჩაღების ინსცენირება გაითამაშა.

იხ. ამავე თემაზე: დაყაჩაღებული ვიცე-მერის გოგა რაზმაძის ბიზნესი

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: ყაჩაღობა / გორი /

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო აქტივისტის, საბა ბულისკერიას ინფორმაციით, ადგილზე
რამდენიმე დღეა აღარავინ მუშაობს. მერის წარმომადგენლის
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროცესი მალე განახლდება, თუმცა
სამუშაოების შეჩერების მიზეზს არ განმარტავენ.
სამოქალაქო აქტივისტის, საბა ბულისკერიას ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე დღეა აღარავინ მუშაობს. მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროცესი მალე განახლდება, თუმცა სამუშაოების შეჩერების მიზეზს არ განმარტავენ.
13:06 / 20.11.2026
ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება ფონიჭალაში 19 ნოემბერს
მოხდა. შემთხვევას 6 ადამიანი, მათ შორის დედა და მისი მცირეწლოვანი
შვილი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.
ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება ფონიჭალაში 19 ნოემბერს მოხდა. შემთხვევას 6 ადამიანი, მათ შორის დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.
11:16 / 20.11.2026
საცხოვრებელ სახლში ცეცხლი მეორე სართულის ოთახებში გაჩნდა. შინაგან
საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.
საცხოვრებელ სახლში ცეცხლი მეორე სართულის ოთახებში გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.
10:47 / 20.11.2026
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ცოცხალი
ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ჩამონგრეულ მასაში კიდევ 6
ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი რჩება.
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ჩამონგრეულ მასაში კიდევ 6 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი რჩება.
17:26 / 19.11.2026
ინფორმაციას გორის სპორტის სააგენტო ავრცელებს. ნიკოლოზ ბიბილაშვილი
ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი იყო, 2000 წელს კი
დიდებში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ინფორმაციას გორის სპორტის სააგენტო ავრცელებს. ნიკოლოზ ბიბილაშვილი ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი იყო, 2000 წელს კი დიდებში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
14:39 / 19.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.