კალენდარი
ახალი ამბები
დავით ონიაშვილი: სოფელ ქვახვრელის მოსახლეობას ძალიან მალე სასმელი წყალი ექნება
გორის გამგებელმა დავით ონიაშვილმა სოფელ ქვახვრელის წყალმომარაგების პროექტის გაჭიანურების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სამუშაოების დასრულების მიზნით, ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

„სოფელ ქვახვრელის წყალმომარაგების პროექტი გაჭიანურდა, თუმცა უახლოეს დღეებში ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომელმაც გამიჯნა დასრულებული და დასამთავრებელი სამუშაოები, ტენდერი გამოცხადდება. ჩვენდა სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გარკვეული პერიოდით შეაჩერა სამუშაოები. ეს იყო კომპანიის ბრალეულება და არა ჩვენი უწყების. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პროექტი დასრულდება უახლოეს პერიოდში. წლის ბოლომდე და უფრო ადრე, მოსახლეობას მიეწოდება სასმელი წყალი. წყლის მიწოდება დღესაც შესაძლებელია, მაგრამ ველოდებით მრიცხველების დამონტაჟებას, რადგან ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სოფელში სასმელი წყლის სისტემა კომუნისტების პერიოდშიც კი არ არსებობდა, ჩვენ დავიწყეთ და დავამთავრებთ ამ დიდ და მნიშვნელოვან პოექტს.

პარალელურად განახლებულია ატენის სასმელი წყლის სისტემის მოწყობაც, რომელიც ძალიან მასშტაბური პროექტია და 2 წელზე იყო გათვლილი. ეს არის ის თამამი პროექტები, საუკუნის პროექტები, რომელის გაფიქრებასაც კი ვერავინ გაბედავდა იმდენად დიდი იყო თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ შევძელით დაგვეწყო და პროექტები მიგვეყანა დასასრულამდე. 3 წლის წინ სოფლის ცხოვრება აბსოლუტურად სხვანაირი იყო და დღევანდელი გადასახედიდან განსაკუთებით გაუმჯობესდა მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება.“ - აღნიშნა დავით ონიაშვილმა ტელეკომპანია თრიალეთის პირდაპირ ეთერში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ლუკა ავაზაშვილი გორის მეოთხე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა
ლუკა ავაზაშვილი გორის მეოთხე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა
22:15 / 25.07.2021
2021 წლის 31 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ქორდში, არმაზ და მიშა
ჯალაბაძეების

2021 წლის 31 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ქორდში, არმაზ და მიშა ჯალაბაძეების

16:25 / 25.07.2021
ჰიფუმი აბე 2017 და 2018 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 2019
წელს, მსოფლიო

ჰიფუმი აბე 2017 და 2018 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 2019 წელს, მსოფლიო

15:07 / 25.07.2021
ვაჟა მარგველაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულიდანაა
ვაჟა მარგველაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულიდანაა
13:13 / 25.07.2021
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შიდა ქართლელი სპორტსმენების
ასპარეზობის განრიგი ასეთია.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შიდა ქართლელი სპორტსმენების ასპარეზობის განრიგი ასეთია.
01:38 / 25.07.2021
ვიდეორეპორტაჟი
,,გუშინ სოფელში ვლაპარაკობდით, ვინცა ვართ შემორჩენილი, რომ იქნებ დავურეკოთ
წელიწადზე მეტია, რობიზონი და ნანა ტანას ხეობაში, სოფელ ქვემო ორმოცში მუდმივად ცხოვრობენ.
42 წლის სოსო ქუმელაშვილი 2007 წლიდან ეტლით მოსარგებლეა, თუმცა აქტიური ცხოვრება
გორში მცხოვრები რუსიკო რატიანის ყოველდღიური საქმიანობა ნაგავსაყრელზე
გასული თვის პოპულარული სიახლეები
გობოზაანთუბანი – უშუქო სოფელი
ირგვლივ ისეთი სიჩუმეა, საკუთარი ფეხის ნაბიჯების შრიალი გაკრთობს. ცოტა ხანს ჩერდები, რომ იქნებ
ომარ ხუბაევის “ნართები“
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო",
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.