რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მონახულებას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მონახულებას გეგმავს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას პეტრო პოროშენკო სოფელ ხურვალეთთან გაეცნობა. ასევე, ადგილზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებით შემოღობილ ტერიტორიებს ნახავს.

უკრაინის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუა და უკრაინის პირველი ლედიც მონაწილეობდნენ.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე და პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე.

უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უკრაინის პირველი ვიცეპრემიერმინისტრი, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეპან კუბივი, უკრაინის ვიცეპრემიერმინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანნა კლიმპუშ-ცინცაძე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ელისეევი, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმერ ომელიანი, უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან პარლამენტთაშორისო კავშირების სადეპუტატო ჯგუფის ხელმძღვანელი ხვიჩა მეფარიშვილი, სტრატეგიული დაგეგმარებისა და ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უკრაინის პრეზიდენტის პირველი მოადგილე იური ონიშჩენკო, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ სტეპანოვი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო
ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია და მძღოლები შემოვლითი გზებით
მოძრაობენ.
ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია და მძღოლები შემოვლითი გზებით მოძრაობენ.
17:15 / 15.08.2026
ფეისბუქ გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს
ფეისბუქ გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს" ვიდეოს აქვეყნებს
14:43 / 15.08.2026
ლენინგორის სოფელ კორინთასთან გზის პირას აღმოჩენილ სამარხებზე რუსული
და დე-ფაქტო ინსტიტუტების არქეოლოგები კვლევებს აწარმოებენ.
ლენინგორის სოფელ კორინთასთან გზის პირას აღმოჩენილ სამარხებზე რუსული და დე-ფაქტო ინსტიტუტების არქეოლოგები კვლევებს აწარმოებენ.
12:24 / 15.08.2026
სამეფო ქუჩაზე მდებარე ყოფილ სასტუმრო „ქართლთან“ ცრუ განგაშის გამო
მეხანძრეები გამოიძახეს, ხანძრის კვალი არ აღმოჩენილა.
სამეფო ქუჩაზე მდებარე ყოფილ სასტუმრო „ქართლთან“ ცრუ განგაშის გამო მეხანძრეები გამოიძახეს, ხანძრის კვალი არ აღმოჩენილა.
18:10 / 14.08.2026
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 8 თვის წინ ცხენით ტყეში
დაკავებული ხაშურელი გიორგი ხარაიშვილი გაათავისუფლა და საქართველოს
შსს-ს გადასცა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 8 თვის წინ ცხენით ტყეში დაკავებული ხაშურელი გიორგი ხარაიშვილი გაათავისუფლა და საქართველოს შსს-ს გადასცა.
17:33 / 14.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.