რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
სამოქალაქო ,,პატრულები" გამყოფ ხაზთან
მეხუთე დღეა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებთან წარმომადგენლები მოძრაობისა ,,ძალა ერთობაშია" იმყოფებიან. აქციის ორგანიზატორი დავით ქაცარავა და სხვა წევრები, სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიას აკვირდებიან.

სამოქალაქო პატრულირებას სპეციალური აღჭურვილობით სოფელ ნიგოზასთან აწარმოებენ.

,,დადგინდა, რომ ჩვენ შეგვიძლია იდეის გარშემო გაერთიანება და რეალური მოქმედების დაწყება. დადგინდა, რომ შეგვიძლია სწორად დაგეგმარება მოქმედების და შემდგომ განხორციელება" - აღნიშნავს დავით ქაცარავა.

სადამკვირვებლო პროცესში გარკვეული ცვლილება შეიტანეს და ეს დაკავშირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან, სადაც რისკებსა და პროვოკაციების საფრთხეზეა ლაპარაკი. სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ სამართალდამცავების მითითება გაითვალისწინეს და პატრულირება მხოლოდ დღის საათებში განხორციელდება.

მოძრაობამ ,,ძალა ერთობაშია" მშვიდობიან აქცია 24 ივლისიდან დაიწყო. 23 ივლისს, ყარაფილას სიახლოვეს რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხნული გაავლეს. იმ მხარეს, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აკონტროლებს, ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი მოჰყვა. აქციის ორგანიზატორების მიზანია პროცესებს ,,ლაივ-რეჟიმში" დააკვირდნენ და ე.წ. მცოცავი ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას დაუყოვნებლივ გაავრცელონ.

ისინი 8 აგვისტოს საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების მობილიზებასა და ცოცხალი ჯაჭვის შექმნას აპირებენ. ამ აქციით ისინი რუსეთის ოკუპაციას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.











Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8
მაისს გამოიტანა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8 მაისს გამოიტანა.

14:35 / 23.05.2025
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.