რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
გორს ღამის პეპლები - ალურები ,,ესტუმრნენ" (PHOTO)
ქალაქ გორში, დღეს საღამოს, ღამის პეპლები გამოჩდნენ. ე.წ. ალურები ძირითადად მდინარე მტკვრის პირზე დაფრინავენ. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქერცლფრთიანი პეპლები საფრთხეს არ წარმოადგენს.

ლია ბეჟანიშვილი, სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქმე გვაქვს ღამის პეპელასთან, რომელიც სინათლეს ეტანება.

,,მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, მავნებელი, რომელიც ყველგან არის გავრცელებული, საშიში არაა და არ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისთვის საფრთხეს იმიტომ, რომ ის ტენიანი ჭაობის მცენარეებს ეტანება. როგორც კი ტემპერატურა დაეცემა პეპლები განადგურდებიან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პეპელა არ არის მავნებელი, არ ღრღნის და არ ანადგურებს ფოთლებს. ის ჯერჯერობით არ ზის სასოფლო-სამეურნეო მცენარეებზე. მის მოსასპობად არანაირი ღონისძიება არ იგეგმება, ვინაიდან არ წარმოადგენს საფრთხეს. ის არის ღამის პეპელა, რომელიც სინათლეს ეტანება. ჩვენ ვაკვირდებით სად და როგორ დადებს კვერცხს და როგორი განვითარება ექნება. თუ რამ გამოიწვია მასობრივი გამრავლება არავინ იცის, რაც იმას ნიშნავს, რომ დროსა და სივრცეში არათანაბარი ცხოვრებით ვრცელდება,“- აღნიშნავს ის.

სპეციალისტები თვლიან, რომ რამდენადაც პეპელა არაა საშიში, სამაგიეროდ, მათი მუხლუხოებია მავნე, რომელიც ჩრჩილის სახითაა ცნობილი.

,,ჩრჩილი აზიანებს შალის ნივთებს, ბეწვს, ტყავს, ხალიჩებს, ქსოვილებს, ბურღულეულს, ფქვილს და ა.შ. ჩრჩილის არსებობის შესახებ მაშინ ვიგებთ, როდესაც სახლში მფრინავი პეპლები ჩნდება ან კარადაში ჩრჩილისგან დაზიანებულ ნივთებსა და საკვებს აღმოვაჩენთ. პეპლები ნივთებს არ აფუჭებენ, ისინი დებენ კვერცხებს, რომლიდანაც იჩეკებიან ღორმუცელა მუხლუხები. სახლში მფრინავი ჩრჩილის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ სადღაც ბუდეა, სადაც მაძღარი მუხლუხები ასრულებენ განვითარების ციკლს. ჩრჩილისაგან დასაცავი მრავალი ქიმიური საშუალება ანადგურებს მფრინავ პეპლებს და არა მუხლუხებს, განსაკუთრებით თუ ისინი კარადაში ღრმად არიან განთავსებულები. ძლიერმოქმედი, რთული ქიმიური პრეპარატები ხშირად ადამიანისთვის არა ნაკლებ საშიშია, ხოლო მათი სამზარეულოში გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია."







Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა"" თიღვის გამგეობას
15:38 / 02.07.2025
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.