რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
,,ევროკრედიტის" დირექტორი ამბობს, რომ მას კომპანიის რამდენიმე წევრმა უღალატა
,,ეს სახლი უკვე იპოთეკითაა დატვირთული, ჩემი აღარაფერი მაქვს. ამ ქალაქში ბიზნესი ვერ ხარობს, ყველა მხრიდან მებრძოდნენ. მანქანით რომ გავიდოდი, დიდი თვალებით მიყურებდნენ კაცები, თვითონ რომ არაფრის შნო ჰქონდათ, სხვაზე ლაპარაკობდნენ" - ასე დაიწყო ჩვენი საუბარი ქალთან, რომელსაც ფაქტობრივად 2,5 მლნ ლარი ნასესხები აქვს და, ამჟამინდელი მდგომარეობით, ძირი თანხა გასესხებული 1 მლნ ლარზე მეტი აქვს.

ქეთევან ყაყიტაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ევროკრედიტის" ხელმძღვანელია. საქმიანობა მცირე ლომბარდით, 2011 წლიდან დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ, ამ კომპანიამ ფილიალები, გორის გარდა, ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში გახსნა. უამრავი კლიენტი მოიზიდა, როგორც მეანაბრეები, ასევე, მსესხებლები. ერთი წლის წინ, ონლაინ-სესხების გაცემაც დაიწყო.

,,ფაქტობრივად, ვყვაოდი, მაგრამ ბევრმა მიღალატა, თან ისეთებმა, ვერც კი წარმოიდგენდი" - აგრძელებს საუბარს და იქვე მეკითხება, თუ საიდან გავიგე მის შესახებ ამბავი. ,,პრინციპში, მოველოდი კიდეც ბუნტს, მაგრამ მე შემიძლია სიტუაციის შემოტრიალება, ფინანსური პოლიციის თანამშრომელს რომ არ ეჩივლა, ახლა უკმაყოფილო არავინ იქნებოდა.

,,და ვინ იყო ეს პიროვნება?" - ვკითხე. ,,იოსებ დალაქიშვილი, მგონი აღარ მუშაობს ფინანსურ პოლიციაში, მაგრამ პირველი ეგ იყო, ვინც მიჩივლა. მთელი საბუთები, კომპიუტერები წაიღო ფინანსურ პოლიციამ, დააყადაღეს ქონებები და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება სახლ-კარის გარეშეც დავრჩე. თუმცა, მე იმდენი ადამიანი შემიფარებია, იმედია, მეც შემიფარებენ" - თქვა და გაეცინა.

მისი საქმიანობის მასშტაბები იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე შორიდან ჩანს. მის ორგანიზაციაში 400-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა ანაბარი ჩადებული. ამჟამად, 300 დარჩა.  თავდაპირველად, თვეში მეანაბრეებს 5%-ს უხდიდა. 2016 წლიდან კი, პროცენტი - 3-მდე შეუმცირა.  გასესხებისას კი, კლიენტები როგორც სამხედრო პირები, ასევე, პოლიციელებიც იყვნენ.  მათ თანხა დღეში 1%-ად გაჰქონდათ.

,,პრინციპში, დღიურად უფრო ვმუშაობდით. ზოგს, მაგალითად, ერთი და ორი დღით ჭირდებოდა თანხა. არ ვავალდებულებით იმას, რომ მაინც და მაინც ერთი თვის ვადით ან ერთი წლით აეღო სესხი. ეს საკმაოდ პრაქტიკული და მისაღები იყო ხალხისთვის. მაშინ კარგი ქეთინო ვიყავი, ბევრს ვეხმარებოდი. დასაბრუნებელი თანხა რომ არ ჰქონდათ, ხშირად, გამინახევრებია თანხა." - აცხადებს ,,ევროკრედიტის" დირექტორი.

მოკლედ, როგორ დაიწყო კრიზისი ევროკრედიტში? როგორც ქეთევან ყაყიტაშვილი ყვება, ეს პროცესი შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო ორგანიზაცია ,,საქართველოს" ხელმძღვანელები დაიჭირეს.

,,იმ დროს, უცბად, პირველად, 56 ადამიანი მოგვაწყდა და მოითხოვა ანაბრის გატანა. ეს ის ხალხი იყო, რომლებსაც ანაბარი ჩვენთანაც ჰქონდათ და საფინანსო ორგანიზაცია ,,საქართველოშიც". გაუჩნდათ შიში იმისა, რომ თანხას აქაც დაკარგავდნენ. უმეტესობამ გაიტანა თანხა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბანკში შეიტანა. არ ჭირდებოდათ. აქ პრობლემა არასდროს შექმნიათ. ფაქტობრივად,  900 000 ლარამდე მოგვაკლდა. მოვიწვიე კრება და ვუთხარი სხვა მეანაბრეებს, რომ თავი შეეკავებინათ თანხების გატანისგან, სამწუხაროდ, ხალხის აბუნტებაში ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელიც მონაწილეობდა, რომელსაც ვენდობოდი, მოლარე იყო. როგორც შემდეგ გავიგე, სხვა საფინანსო ორგანიზაცია გაუკეთებია და მის ინტერესში შედიოდა ჩემთან კრიზისის შექმნა, გარკვეულ წილად მიაღწია კიდეც შედეგს. გორიდანაც დაიწყეს ანაბრების გატანა" - აცხადებს ქეთევან ყაყიტაშვილი.

კიდევ ერთი ამბავი, რომელსაც პრობლემების შექმნას უკავშირებს, არის რესპუბლიკა ბანკისა და თიბისი ბანკის შეერთება.

მაგალითად, სამხედრო პირებს მინდობილობით სახელფასო ბარათები ,,ევროკრედიტში" ჰქონდათ დატოვებული. ბანკების გაერთიანების შემდეგ, თიბისი ბანკმა მოქალაქეებს აღარ მისცა უფლება სახელფასო ბარათები მინდობილობით ,,ევროკრედიტისთვის" მიეცათ.

,,უკვე გაჭირდა გაცემული სესხებიდან თანხის ამოღება. იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ მინდობილობის გაფორმება მოვახერხეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევები იყო. ფაქტობრივად, შერჩათ ის თანხა. სასამართლოს გზით ეს საკითხი მოგვარდება, მაგრამ ამას დრო და ფინანსები ჭირდება" - განმარტავს ქეთევან ყაყიტაშვილი.

რაც შეეხება მშენებარე ბინებს, ქეთევან ყაყიტაშვილი ამბობს, რომ მისი მშენებლობით დიდი შეცდომა დაუშვა.

,,როცა დავიწყე ამ ბინის მშენებლობა, მაშინ, კიდევ ვიმეორებ, ძალიან ვყვაოდი. შევთავაზე კრებაზე ჩემ მეანაბრეებს, რომ მყარი გარანტიით კორპუსის მშენებლობა დაგვეწყო. პირველი კლიენტები, სწორედ, ისინი იქნებოდნენ. თავდაპირველად, თანხმობა მივიღე, მაგრამ ბოლოს ოთხი კაციღა მომყვა ბოლომდე. არ მოისურვეს ბინის ყიდვა, არც მათ და არც ქალაქში" - აცხადებს იგი.

,,ამ საქმეში სამშენებლო კომპანიამაც მიღალატა. როგორც შემდეგ აღმოვაჩინე, ჩემს მიერ გადარიცხული თანხიდან, რკინა არ უყიდიათ და დააკლდათ. ვიდრე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ექსპერტიზას ჩაუტარებდა, შევწყვიტეთ ამ კომპანიასთან ურთიერთობა. შემდეგ, ისიც დაგვემუქრა ჩივილით. ჩავუღრმავდი ამ ამბავს და აღმოჩნდა, რომ თურმე ეს სამშენებლო კომპანია თანხას არ უხდიდა იმ ხალხს, საიდანაც მაგალითად არეული ცემენტი მოჰქონდა და ა.შ. მოკლედ, ამას დაემატა ისიც, რომ ქალაქში დადიოდნენ ვიღაცეები და ავრცელებდნენ ჭორებს, თითქოს ეს ბინები არ ვარგა და არ შეიძინონ. ერთი სიტყვით, სერიოზული ბრძოლა ჰქონდათ" - აცხადებს ქეთევან ყაყიტაშვილი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ამჟამად ქონების დიდი ნაწილი კერძო პირებზეა გაფორმებული და ,,ევროკრედიტის" ბალანსზე აღარ ირიცხება, ქეთევან ყაყიტაშვილი განმარტავს, რომ ეს მხოლოდ გარანტიით არის გაფორმებული კერძო პირებზე.

ქეთევან ყაყიტაშვილი - ,,თუ ჰგონია ვინმეს, რომ მაგალითად ბინა დარჩება 5 ათასი დოლარის სანაცვლოდ, ძალიან სცდება.  მე არავისთვის მიჩუქებია, უბრალოდ, გარანტიით გავუფორმეთ. თუ მომეცემა საშუალება მუშაობის, ისევ იქნება შემოსავალი კომპანიაში და თანხას დავუბრუნებ მათ. ძირითად ქონებას კი, ყადაღა ადევს. ასე, რომ ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ფინანსურმა პოლიციამ მუშაობის დაწყების უფლება და საშუალება მომცეს. მე ვიცი, როგორ შემოვატრიალო საქმე"


ქვემოთ ფოტოზე: ქეთევან ყაყიტაშვილი ,,ევროკრედიტის" ოფისში, რომელიც ამჟამად დაკეტილია

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.