რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ომარ კელაპტრიშვილის სახლმუზეუმის რემონტისთვის 7 ათასი ლარი გამოიყო

 

ბოლო დრომდე სოფელ კავთისხევში ძმების - ომარ და გერისო კელაპტრიშვილების სახლი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ამჟამად, სახლი გამგეობას უზურფუქტის წესით გადაეცა და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თანხების ხარჯვა საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია.

 

გერისო კელაპტრიშვილის და მისი ძმის, ომარ კელაპტრიშვილის სახლში მუზეუმია მოწყობილი. ეს ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით მოახერხეს.

 


სახლმუზეუმის რეაბილიტაციის საკითხმა, ჯერ კიდევ, 2014 წლის მაისში გერისო კელაპტრიშვილის 77 წლის იუბილეზე გაიჟღერა.  კელაპტრიშვილის მეუღლემ, ციმი კელაპტრიშვილმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას წლების წინ დაპირებული დახმარებები შეახსენა. ბოლოს კი დამპირებელთა რიცხვს კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილიც მიემატა, რომელიც ამავე სოფლიდანაა წარმოშობით. სახლის სახურავი დაზიანებულია.

 

იქ, სადაც ძმები კელაპტრიშვილი დაიბანდნენ და გაიზარდნენ, ომარ კელაპტრიშვილის ნივთები, ფოტოები, შემოქმედების ამსახველი მასალებიცაა განთავსებული. გერისო კელაპტრიშვილის იუბილეზე კი მისი ნახატების ჩვენება გაიმართა. ციმი კელაპტრიშვილი იხსენებს, რომ ომარ კელაპტრიშვილი ძმას, გერისო კელაპტრიშვილს ხელოვნების სფეროში დარჩენას ურჩევდა. გერისო კელაპტრიშვილი წლების განმავლობაში კასპის კულტურის განყოფილებაში, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზეც მუშაობდა. 

 

სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, სახლის სრული რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 20 ათასი ლარია საჭირო. ,,ამ ეტაპზე მოხდება სახურავის შეკეთება, ეზოს მოწყობა და სხვა პატარ-პატარა სამუშაოების ჩატარება" - განუცხადა მელაძემ საკრებულოს წევრებს.

 

იხ. ვიდეო გერისო კელაპტრიშვილის იუბილედან, სადაც პარლამენტარს დავით ონოფრიშვილს დანაპირები შეახსენეს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური
პრობლემების გამო სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ, სასწავლო პროცესში
დაბრუნებაზე უარს ეუბნებიან.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ, სასწავლო პროცესში დაბრუნებაზე უარს ეუბნებიან.
10:35 / 29.09.2026
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის
გადაწყვეტილება სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღიდან სპეცმასწავლებელ
მეგი გოჩიაშვილის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღიდან სპეცმასწავლებელ მეგი გოჩიაშვილის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ.
18:05 / 28.09.2026
კასპის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის 2025 წლის
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან აშშ-დან ფულადი გზავნილების
სახით უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე დაკავებული თანამდებობიდან.
კასპის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან აშშ-დან ფულადი გზავნილების სახით უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე დაკავებული თანამდებობიდან.
17:10 / 28.09.2026
მოსახლეობა აცხადებს, რომ ღია არხი ავტომობილებისა და ბავშვებისთვის
სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, სოფლის წარმომადგენელი კი მათ მხოლოდ
სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ღია არხი ავტომობილებისა და ბავშვებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, სოფლის წარმომადგენელი კი მათ მხოლოდ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
15:52 / 28.09.2026
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან
გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
14:37 / 28.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.