რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ქურთას სკოლის მეათე შემოდგომა სასწავლო წლის დაწყების გარეშე
თინათინ ქვრივიშვილი, ახლა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის კერძო
სკოლაში პედაგოგად მუშაობს. 9-წლის წინ, ის დიდი ლიახვის ხეობის სოფელ
ქურთას საჯარო სკოლის დირექტორი იყო. მეათე შემოდგომაა, რაც ქურთას
საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელს ვერ ზეიმობენ. სკოლის ტერიტორია
ამჟამად ცარიელია. აგვისტოს ომის დროს, ჯერ გაიძარცვა, შემდეგ
დაწვეს.
,,დეტალები კარგად მახსოვს. ქართული ცეკვით ვიწყებდით და მტრედების გაშვებით ვამთავრებდით, ბიოლოგიის მასწავლებელს, ჩემს უსაყვარლეს მელანო ჭულუხაძეს უნდა ეცეკვა, ეჰ, რამდენი ტკბილი მოგონება დამრჩა, ცრემლების გარეშე ვერ ვიხსენებ. სკოლის გასაღები ჩანთაში მქონდა სულ, მე ხეობას არასოდეს ვტოვებდი, როგორი დაძაბული სიტუაციაც არ უნდა ყოფილიყო, შვილები გამყავდა, მე კი არ ვტოვებდი ხეობას, 8-ში საღამოს გამოვედი, ტელევიზიით აცხადებდნენ ჩვენი თვითმფრინავები დაფრინავენო, ეზოში გამოვედით მე და ჩემი მეზობლები, ამ დროს ბომბი ჩემი ბაღის ბოლოში დაეცა, სახლის ყველა მინა ჩაიმსხვრა, შევვარდი დავტაცე ჩანთას ხელი, გაგიკვირდებათ და სურათები ჩავყარე მხოლოდ და დავტოვე ხეობა, მაგრამ ჩემი გულიდღესაც იქ არის.“ - იხსენებს თინათინ ქვრივიშვილი.
ის სკოლაში 1995 წლიდან მუშაობდა. ჯერ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მოგვიანებით კი, დირექტორის მოადგილე გახდა კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის დარგში. პარალელურად, ქურთას თემის განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე იყო და ომამდე, ბოლო ერთი წლის მანძილზე, პედაგოგად მუშაობის 30 წლიანი სტაჟით სკოლის დირექტორი გახდა.
,,ჩემი სკოლა მეორე ოჯახი იყო ჩემთვის, იმ სკოლით ვცოცხლობდი, მენატრება ჩემი ხეობა, ჩემი სკოლა, პედაგოგები და პერსონალი, საგულდაგულოდ ვინახავ გასაღებს, რომელიც ქურთის სკოლის ყოფილმა დირექტორმა ელისო ბასიშვილმა სიყვარულით გადმომცა, ვინახავ და ვუფრთხილდები, ის ფასდაუდებელია ჩემთვის“ - ამბობს თინათინ ქვრივიშვილი.
2008 წელს,
მთელი ზაფხული მან და მისმა კოლეგებმა სკოლაში გაატარეს.
მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, გააკეთეს კლას - კაბინეტები,
სააქტო დარბაზი, სექტემბრიდან გახანგრძლივებული ჯგუფის გახსნას
გეგმავდნენ, მოაწყეს ბიბლიოთეკა თავისი სამკითხველო დარბაზით,
გაალამაზეს ეზო, სველი წერტილები მეორე სართულზე აიტანეს, ეზოში ჭა
გათხარეს.
ქურთას სკოლაში, ბოლოს, 2008 წლის 5 აგვისტოს იყო. მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, პირველი სექტემბრისთვის მაინც ემზადებოდა და ახალი სასწავლო წლის გრანდიოზულად გახსნას გეგმავდა.
თინათინ ქვრივიშვილმა გვითხრა, რომ ომის შემდეგ ქურთას სახელობის სკოლის გახსნას თბილისში გეგმავდა. იგივე მოსწავლეებითა და პედაგოგებით, რომლებსაც წინასწარ შეუთანხმდა ამ იდეის შესახებ, თუმცა როგორც თავად იხსენებს, მაშინდელმა განათლების სამინისტრომ ამის ნებართვა არ მისცა
,,დეტალები კარგად მახსოვს. ქართული ცეკვით ვიწყებდით და მტრედების გაშვებით ვამთავრებდით, ბიოლოგიის მასწავლებელს, ჩემს უსაყვარლეს მელანო ჭულუხაძეს უნდა ეცეკვა, ეჰ, რამდენი ტკბილი მოგონება დამრჩა, ცრემლების გარეშე ვერ ვიხსენებ. სკოლის გასაღები ჩანთაში მქონდა სულ, მე ხეობას არასოდეს ვტოვებდი, როგორი დაძაბული სიტუაციაც არ უნდა ყოფილიყო, შვილები გამყავდა, მე კი არ ვტოვებდი ხეობას, 8-ში საღამოს გამოვედი, ტელევიზიით აცხადებდნენ ჩვენი თვითმფრინავები დაფრინავენო, ეზოში გამოვედით მე და ჩემი მეზობლები, ამ დროს ბომბი ჩემი ბაღის ბოლოში დაეცა, სახლის ყველა მინა ჩაიმსხვრა, შევვარდი დავტაცე ჩანთას ხელი, გაგიკვირდებათ და სურათები ჩავყარე მხოლოდ და დავტოვე ხეობა, მაგრამ ჩემი გულიდღესაც იქ არის.“ - იხსენებს თინათინ ქვრივიშვილი.

ის სკოლაში 1995 წლიდან მუშაობდა. ჯერ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მოგვიანებით კი, დირექტორის მოადგილე გახდა კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის დარგში. პარალელურად, ქურთას თემის განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე იყო და ომამდე, ბოლო ერთი წლის მანძილზე, პედაგოგად მუშაობის 30 წლიანი სტაჟით სკოლის დირექტორი გახდა.
,,ჩემი სკოლა მეორე ოჯახი იყო ჩემთვის, იმ სკოლით ვცოცხლობდი, მენატრება ჩემი ხეობა, ჩემი სკოლა, პედაგოგები და პერსონალი, საგულდაგულოდ ვინახავ გასაღებს, რომელიც ქურთის სკოლის ყოფილმა დირექტორმა ელისო ბასიშვილმა სიყვარულით გადმომცა, ვინახავ და ვუფრთხილდები, ის ფასდაუდებელია ჩემთვის“ - ამბობს თინათინ ქვრივიშვილი.

ქურთას სკოლაში, ბოლოს, 2008 წლის 5 აგვისტოს იყო. მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, პირველი სექტემბრისთვის მაინც ემზადებოდა და ახალი სასწავლო წლის გრანდიოზულად გახსნას გეგმავდა.
თინათინ ქვრივიშვილმა გვითხრა, რომ ომის შემდეგ ქურთას სახელობის სკოლის გახსნას თბილისში გეგმავდა. იგივე მოსწავლეებითა და პედაგოგებით, რომლებსაც წინასწარ შეუთანხმდა ამ იდეის შესახებ, თუმცა როგორც თავად იხსენებს, მაშინდელმა განათლების სამინისტრომ ამის ნებართვა არ მისცა
ამავე კატეგორიაში

(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი
ავტომობილი

ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,

ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.


ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები