რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
როცა დაზარალებული ხმას არ იღებს - საიას გორის ოფისში ოჯახური დანაშაულების შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოჯახური დანაშაულისა და ოჯაში ძალადობის ფაქტებზე პროკურატურის მიდგომა, აღკვეთის ღონისძიების საკითხში, ძირითადად, პროპორციულია, თუმცა, ამის მიუხედავად, სასამართლოები ზოგჯერ ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ.

ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

,,საიას" ექსპერტებმა მე-10 და მე-11 ანგარიშები წარადგინეს, სადაც გორის სასამართლოში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებიც იყო გათვალისწინებული.

,,საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დავაკვირდით 34 პირველი წარდგენის სხდომას, რომელიც ეხებოდა ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებს. აქედან, სასამართლომ 12 შემთხვევაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, 17 შემტხვვაში კი, - გირაო. ასევე, ოთხ შემთხვევაში გამოიყენეს შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, ხოლო ერთ შემთხვევაში ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩა" - აღნიშნა ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის წარმომადგენელმა, რომელიც სასამართლო სხდომებს ესწრებოდა გორში, ქუთაისსა და თბილისში.

მისი თქმით, აღნიშნული 34 შემთხვევიდან, 32 შემთხვევაში ბრალდებული იყო კაცი, ხოლო 2 შემთხვევაში - ქალი. 27 შემთხვევაში დაზარალებული იყო ბრალდებულების მეუღლე, ყოფილი მეუღლე ან პარტნიორი. 1 შემთხვევაში დაზარალებული იყო ბრალდებულის დედა, ხოლო 2 შემთხვევაში - ბრალდებულის და.

სასამართლო პროცესებიდა გაირკვა, რომ 7 ბრალდებულს მიღებული ჰქონდა საშუალო განათლება, ხოლო 3-ს - უმაღლესი განათლება. დანარჩენ 24 შემთხვევაში, პირის განათლების შესახებ, ინფორმაციის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

 

არასათანადო აღკვეთის ღონისძიება

საიას იურისტებ აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების მხრიდან ნაკლებად მკაცრი ღონისძიებების გამოყენება მოძალადის მიმართ არასათანადოდ ლმობიერი დამოკიდებულების შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაგალითად:

პირს ბრალი ედებოდა პარტნიორი ქალის მიმართ ჩადენილ ძალადობაში. კერძოდ, პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა სცემა ქალს, შემდეგ ბენზინი გადაასხა და დაწვით დაემუქრა, ასევე, მსხვერპლის მანქანა ქვით დააზიანა. როგორც სასამართლო პროცესიდან გაირკვა, ძალადობა რამდენიმე დღე გრძელდებოდა. პროკურორმა პატიმრობის გამოყენება მოითხოვა და ყურადღება გაამახვილა ძალადობის არაერთგზის ჩადენაზე, ასევე, დაზარალებულსა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეზე. პროკურორმა დამატებით ისიც აღნიშნა, რომ ბრალდებული ნასამართლევი იყო იარაღის უკანონო ტარებაზე.

მიუხედავად ამ საფრთხეებისა, მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურორის პოზიცია, მიზანშეწონილად არ მიიჩნია პატიმრობის გამოყენება და ბრალდებულს გირაო, 4 ათასი ლარის ოდენობით, დააკისრა.

 


დანაშაულის კვალიფიკაცია

საიას მონიტორების აზრით, ქალთა მიმართ ძალადობის არცერთ საქმეზე დანაშაულის დაკვალიფიცირება დისკრიმინაციულ დანაშაულად არ მომხდარა.

დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ დანაშაულის არასწორ კვალიფიკაციაზე გაამახვილა ყურადღება და პროკურორს უსაყვედურა იმის გამო, რომ ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული უფრო ლოიალურად შეაფასა.

მაგალითად, მამაკაცმა შეხვედრაზე ყოფილი მეუღლე დაიბარა, რა დროსაც ისინი შეკამათდნენ და, ეჭვიანობის ნიადაგზე, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს რამდენჯერმე დაარტყა. კონფლიქტი მეორე დღესაც გაგრძელდა. ალს ტელეფონი წაართვა, ფეხსაცმელები გადაუყარა და კარი ჩაუკეტა. მეზობელმა პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქალი ნაცემი დახვდათ. მას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება დაუდგინდა.
დამატებით ისიც გაირკვა, რომ მოძალადეს მსხვერპლი რამდენიმე წუთით ჩაკეტილი ჰყავდა ოთახში, რა დროსაც ქალი მოკლებული იყო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას. ამ ყველაფრის ფონზე, მომხდარი შემთხვევა მხოლოდ ოჯახში ძალადობის მუხლით იყო შეფასებული.

მოსამართლემ ეჭვი შეიტანა კვალიფიკაციის სისრულეში და აღნიშნა, რომ, ოჯხში ძალადობასთან ერთად, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ან, მინიმუმ, იძულების კვალიფიკაციაც უნდა ყოფილიყო. მისი განმარტებით, მოძალადემ მსხვერპლი იძულებით დატოვა სახლში და ბრალდებას ეს ყველაფერი უფრო მკაცრად უნდა შეეფასებინა. ,,ამას განაჩენშიც ავსახავ, რომ არ იყო სწორი კვალიფიკაცია. ჩავთვალოთ, რომ გაგიმართლათ" - მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს.

როცა დაზარალებული არ უჩივის მოძალადეს

სასამართლო პროცესების მონიტორინგისას გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ ხშირად ძალადობის მსხვერპლები მოძალადეების მიმართ ლოიალურობას, სხვა და სხვა მიზეზთა გამო, იჩენენ. აგრეთვე, ოჯახში ძალადობა პრაქტიკაში კვლავ აღიქმება მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ, რაც უფრო ლმობიერ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე იმავე სიმძიმის სხვა დანაშაული.

მაგალიტად, მამაკაცი ფეხის დარტყმით გაუსწორდა მეუღლეს, ქამრით სცემა და ტაფის თავსახური გადაამტვრია. ასევე, კედელთან მიაყენა და ახრჩობდა. ამ ფაქტს შეესწრო მათი შვილი, რომელიც დედას გადაეფარა. აგრეთვე, ბრალდებულმა პატრულ-ინსპექტორის თანდასწრებით, დაზარალებულს უთხრა, რომ ციხიდან გამოსვლის მერე მოკლავდა.

ამის მიუხედავად, ადვოკატი ამტკიცებდა, რომ შეიძლება ქმარმა ხელი გაარტყას ცოლს, მაგრამ ეს ფაქტები არ ხმაურდება. პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მამა სახლში მივიდეს და ბავშვებს მშობლები გვერდით ჰყავდეს. ადვოკატმა დამატებით განაცხადა, რომ აღნიშნული არ არის მძიმე დანაშაული, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს ერთმანეთი უყვართ და მათ ერთად ყოფნას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ადვოკატმა ისიც აღნიშნა, რომ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა მათი პირადი საქმეა.

ასეთ შემთხვევაში, პროკურატურისთვის არ არის აუცილებელი დაზარალებულის ჩვენება. სამართალდამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოძიება მაინც უნდა დაიწყონ, რაც, შეხვედრაზე მყოფმა პროკურორმა მორის ჩუბინიძემ დაადასტურა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.