რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა ნიქოზის ამბულატორია მოინახულეს
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის წარმომადგენლები, გაეროს
განვითარების პროგრამის ( UNDP) წევრებთან ერთად, დღეს ნიქოზში
იმყოფებოდნენ. სტუმრებმა სოფლის ამბულატორია დაათვალიერეს, რომელსაც,
6 წლის წინ, სწორედ მათი მხარდაჭერით ჩაუტარდა სარეაბილიტაციო
სამუშაოები.
იმ პერიოდში სამედიცინო დაწესებულებას საჭირო ინვენტარი და ტექნიკა არ გააჩნდა, დღეს კი, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და, როგორც მისი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ძამუკაშვილი ამბობს, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ქართველ და ოს პაციენტებს წარმატებით ემსახურება.
,, ევროსაბჭოს განვითარების ბანკის წარმომადგენლების მხარდაწერით ამბულატორიის რეაბილიტაციის პროექტი ორგანიზაცია UNDP-მ განახორციელა. ომიდან ორი წლის შემდეგ, 2010 წლის მიწურულს და 2011 წლის დასაწყისში, ფაქტიურად 4 თვეში გახდა შესაძლებელი სამუშაოები დასრულებულიყო. მაშინ მხოლოდ გარემონტებული შენობა ნახეს, ახლა კი 6 წლის შემდეგ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში განვითარებული და ფუნქციებით დატვირთული ამბულატორიის ინტერიერი. გავიხსენეთ ომის შემდგომი პერიოდი, მიმოვიხილეთ ის ეტაპები ტუ როგორ მოვედით აქამდე და დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“ - ამბობს ნიქოზის ამბულატორიის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ძამუკაშვილი.
მისივე განმარტებით, უცხოელი სტუმრები ადგილზე არსებული ვითარებით და ადგილობრივების მდგომარეობით დაინტერესდნენ. ამბულატორიის დატოვებამდე კი, სამედიცინო დაწესებულებას საჩუქრად ბუნებრივი გაზის სანთურა გადასცეს.

ამავე კატეგორიაში

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.

2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა

2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად

ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.

საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები