რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ფონდ ,,ნატახტარის" მხარდაჭერით სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებისთვის ახალი პროგრამა იწყება
ფონდი ,,ნატახტარისა" და ,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის"
წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებში ახალი პროგრამის პრეზენტაციას
მართავენ. პროგრამის შემუშავების პროცესში ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების, ჯანდაცვის, რეგიონალური განვითარების
სამინისტროებისა და მთვრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან
ჩართულები.
,,პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხისაგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისათვის, მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს" - აღნიშნავს ნინო სურმავა, ფონდ ,,ნატახტარის" წარმომადგენელი.
ახალი პროგრამის სახელწოდებაა ,,ზრუნვის სისტემაში აღზრდილი ახალგაზრდების დახმარების სახელმწიფო პროგრამა", რომლის ბენეფიციარები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგსტირებული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან, კერძოდ, კი მინდობით აღზრდიდან და მცირე საოჯახო სახლებიდან, სრულწლოვანობის მიღწევის გამო, ამორიცხული ახალგაზრდები, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში სულ მცირე 2 წელი გატარეს.
პროგრამის მიზანია ასეთი სრულწლოვანი ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მათი უფლებების დაცვა.
ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, პროგრამა ითვალისწინებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების მხარდაჭერას და სხვა საჭირობებს, როგორიცაა ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფა და კომუნალური გადასახადების დაფარვა, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად, პერსნალური ასისტენტის სერვისის დაფინანსება.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით ჩიხრაძე ამბობს, რომ ამ პროგრამაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აუცილებლად ჩაერთვება და შესაბამისი მემორანდუმიც გაფორმდება.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოს მუშაკი აცხადებს, რომ მეექვსე წელია ფონდ ,,ნატახტართან ერთად, ხორციელდება პროგრამა, ,,იზრუნე მომავალზე".
,,ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ფონდთან. მაგალითად, 15 წლის ასაკის ბავშვებს ფონდის წარმომადგენლები ხვდებიან, ეცნობიან მათ პროფ-ორიენტაციას. საჭიროების შემთხვევაში უფინანსებენ რეპეტიტორების ხარჯს. ჩემ შემთხვევაში, უკვე ხუთი ზრდასრული ბავშვი სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში. ამჯერად, ახალი პროგრამა გათვალისწინებულია, სწორედ, 18-წლის ზევით ასაკის მქონე ახალგაზრდებისთვის" - აცხადებს სოციალური მუშაკი.
ახალი პროგრამის შემუშავებაში ჩართულებიან არიან ასევე ,,ჩვენი სახლი - საქართველოს" წარმომადგენლებიც.
პროგრამის განსახორციელებლად კომპანია ,,ნატახტარი" თანხის შეგროვების მეექვსე ეტაპს იწყებს, რომლის მიხედვით, ყოველი გაყიდული ლიმონათის ბოთლიდან, თანხის გარკვეული ნაწილი ფონდის ანგარიშზე ირიცხება.
ფონდი ,,ნატახტარი" განსაკუთრებით საოჯახო ტიპის სახლებში მყოფ ბავშვებს ეხმარება, რომლებიც მშობლების ზრუნვას არიან მოკლებულები. ასეთი ტიპის სახლებში ბავშვები, ძირითადად, ზრდასრულ ასაკამდე რჩებიან. შესაბამისად, ახალი პროგრამა დახმარებას, სწორედ, იმ ბავშვებისთვის გულისხმობს, რომლებიც სახელმწიფო დახმარების სისტემიდან გადიან (18-წლის ზევით, 24 წლამდე) და კვლავაც დახმარება ჭირდებათ.

ამავე კატეგორიაში

(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი
ავტომობილი

ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,

ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები