რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ლიბერთი ბანკმა მასწავლებლები დააჯილდოვა
ლიბერთი ბანკმა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის მონაწილე
11 მასწავლებელი დააჯილდოვა.
გამარჯვებულმა ათმა პედაგოგმა კონფერენციაზე სხვადასხვა რესურსის პრაქტიკაში გამოყენებისა და განხორციელებული სასწავლო პროექტების ამსახველი პოსტერები წარადგინა. ლიბერთის პრიზი გადაეცა იმ მასწავლებელსაც, რომელიც კონფერენციაზე პირველი დარეგისტრირდა.
ლიბერთი ბანკი მესამე წელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის სპონსორია და ზოგადი განათლების მხარდაჭერის მიზნით არაერთი წარმატებული მასწავლებელი დააჯილდოვა.
ლიბერთი ბანკი პრიორიტეტს სწორედ იმ პედაგოგებს ანიჭებს, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ყოველწლიური კონფერენციის მიზანიც მასწავლებლებსა და ამ სფეროს სპეციალისტებს შორის პრაქტიკის ურთიერთგაზიარებაა.
აღსანიშნავია, რომ ლიბერთი ბანკი ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. მათ შორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენციები და კონკურსები.
ლიბერთი ბანკის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებას საგანმანათლებლო სექტორთან ურთიერთობა წარმოადგენს და საბანკო სფეროში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. დღეისათვის ბანკის მომსახურეობით 1670 სკოლის 55000 პედაგოგი სარგებლობს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის მთლიანი რაოდენობის 81 პროცენტს შეადგენს. მომავალში ლიბერთი ბანკი საგანმანათლებლო სექტორთან კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

ამავე კატეგორიაში
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ზვავში,
პირველად ისტორიაში
დღეს დილით ავტობანზე ავტოსაგზაო
,,რკინიგზიდან 300 მ - ზე ნებადართულია პირუტყვის მხოლოდ დაბმული
ძოვება, ხოლო 2000 მ - მდე დაშორებით
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები.
დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4
ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან
თოვლში გადმოვარდა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები