რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის მეეზოვეები - როცა ქალაქს სძინავს
წუხელ მათ გორის ცენტრალური მოედანი მოასუფთავეს. გვითხრეს, რომ მერიის თანამშრომლები დილით ნაძვის ხის დადგმას იწყებდნენ. საახალწლო სამზადისისთვის ასფალტი სიგარეტის ნამწვებისგან, პლასტმასის ჭიქებისგან და რკინის ყუთებისგან გაწმინდეს.

გორის მეეზოვებს 370 ლარი აქვთ ხელფასი. შემოსავლის ნაწილს, 50 ლარს ბინის ქირაში იხდიან. კომუნალურ გადასახადებშიც (დენი და გაზი) - დაახლოებით ამდენივეს, რომელიც ზამთრის პერიოდში ორმაგდება. თვიდან თვემდე საკვებს და მედიკამენტებზეც ხარჯავენ. ხელფასის დიდი ნაწილი პურის შეძენის ხარჯებს მიაქვს, რადგან ყოველღამე მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვებადაც ჭირდებათ.

,,ძაღლებს რომ არ ვაჭამოთ, შეგვჭამენ,“ - გვითხრა მარინა რუხაძემ, რომელმაც 17-წლის ვაჟი, დასთან ბათუმში გაგზავნა საცხოვრებლად. ამბობს, რომ ,,სირისტიან“ სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს ვერ გააჩერებს. ექიმმა სახლიდან სხვაგან გადაყვანა ურჩია, რადგან ხერხემალზე მდგომარეობა გაურთულდა.



,,ამ წუთას ჩემ გოგოსთან გავგზავნე ბათუმში, იქ ცოტა უკეთესი პირობები აქვს. ისე, ზოგადად, 50 ლარად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ მე და ჩემი ბიჭი. მანქანა დაეჯახა და ვეღარ დადის.“ - ამბობს მარინა რუხაძე. მას სოციალური დაუცველის სტატუსი ვერ მიიღო, რადგან ხელფასს იღებს. შესაბამისად, მერიამ ქირის გადახდაზე უარი უთხრა.

მეეზოვეები, ყოველ ღამე, 2 საათზე სახლიდან გადიან. ხუთი საათის განმავლობაში შესაბამისი ტერიტორია უნდა დაგავონ. ამინდის მიუხედავად, სამუშაოზე ცხადდებიან. დილის 6 საათზე ნაქირავებ ბინებში ბრუნდებიან.

თითოულ მათგანს ,,აიიპ კეთილმოწყობის სამსახურის“ ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესით, კონკრეტული ადგილები დასასუფთავებლად მისცეს. მაგალითად, ,,გრილბარიდან“ სტალინის მუზეუმის ჩათვლით ტერიტორია 49-წლის ფატიმა ოდიკაძეს ერგო.



მას სამი შვილი ჰყავს, აქედან ორი გათხოვილია, ხოლო 17 წლის ვაჟი მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში სოციალურმა მუშაკებმა შეძლებულ ოჯახში გააშვილეს.

,,ერთ წელიწადში 18 წლის გახდება ჩემი შვილი. იმ მდიდარი ოჯახიდან რომ წამოვა, სად უნდა დაიწყოს მუშაობა? რა უნდა გააკეთოს? სახლიც კი არ მაქვს ჩემი. მეც 50 ლარს ვიხდი ქირაში. სოციალური სტატუსი არც მე მერგო,“ - ამბობს ფატიმა ოდიკაძე.

მუშაობისგან წყალი მოწყურდათ, თუმცა მერიის წინ მდებარე ონკანი დაზიანებულია.



ფატიმა ოდიკაძეს, რომელიც 2012 წლიდან მუშაობს, ყოველი ახალი წლის დადგომამდე მოედნის გასუფთავება ნაძვის ხისთვის უწევს. ამჩნევს, რომ მოქალაქეები ბევრ ნაგავს ყრიან ქუჩაში:

,,ყველაფერს ყრიან ქუჩაში. ისედაც სულ მტვრიანია ქუჩები. აგერ დაინახეთ, ლუდის ჭიქებიც კი, ყრია“

გორის მერიის ,,კეთილმოწყობის" სამსახურში, ბოლო მონაცემებით (2017 წლის ივლისი) მეეზოვედ 51 ადამიანია დასაქმებული. მტვირთავად კი, 32 მამაკაცი. სამსახურის ანგარიშის მიხედვით, გასული წლის ივნისიდან ივლისამდე ქალაქის ტერიტორიიდან 13 ტონა ნარჩენია გატანილი. ამავე ანგარიშის მიხედვით, მაგალითად, 2016 წელს, მეეზოვეებმა ყველაზე მეტი ნარჩენი შემოდგომით გაიტანეს.



ახალი ანგარიში ქალაქის ,,კეთილმოწყობის" სამსახურს და მის ხელმძღვანელს ჯერ არ შეუდგენია, ყოველ შემთხვევაში, საკრებულოს ზაფხულის შემდეგ, ეს საკითხი არ განუხილავს.

,,კეთილმოწყობის სამსახურის" უფროსი გივი კობახიძე ანგარიშში წერს, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მეეზოვეებს ეძლევათ ქურთუკები, სპეცტანსაცმელი და ფეხსაცმელები. დასუფთავების სამუშაოები ძირითადად ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარეობს, ხოლო მათ სფეროში რუსთაველის, (წყაროსუბანი) გორგასლის, ბესიკის, ფეიქრების, თარხნიშვილის (კომბინატი) ქუჩები არ შედის. ანგარიშში წარდგენილი არაა გაცემული ხელფასების, პრემიების ან დანამატების შესახებ, რაიმე ინფორმაცია.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.