რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,და მერე რა?" - სოკარის წარმომადგენლებისა და გორის მერის შეხვედრა
დღეს, გორის მერი კოტე თავზარაშვილი სოკარის წარმომადგენლებს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა შეხვედრა, გუშინდელი საპროტესტო აქციის
შემდეგ, დაგეგმა.
კაბინეტში სოკარის რეგიონული წარმომადგენელი გოჩა შანიძე და ამ კომპანიის შვილობილი კომპანიის ,,საქგორგაზის" მენეჯერი გოგი გრიგალაშვილიც იმყოფებოდნენ.
კოტე თავაზარაშვილის განცხადებით, ,,სოკარის" წარმომადგენლებს მოსახლეობის მიერ გამოთქმული პრეტენზიები გააცნო.
,,სემეკი გვპირდება, რომ ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავს. ჩვენ ამ საქმეში 100%-იანი მართლები ვართ' - ამბობდნენ სტუმრები.
საქმე იმაშია, რომ 2017 წლის დეკემბერში ,,საქგორგაზმა" გორის მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაზრდილი გადასახადი დაარიცხა. ამის თაობაზე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. იმ ოჯახების წარმომადგენლები, რომლებიც ბუნებრივ აირს გასათბობად არც იყენებენ, 150 ლარზე მეტი ოდენობის გადასახადი მიუვიდათ.
სემეკში ამბობენ, რომ განცხადებების განხილვა უკვე დაიწყო, თანაც ინდივიდუალურად. დავის დასრულებამდე ,,საქგორგაზს" უფლება არა აქვს თითოეულ აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს. თანხები, წესის მიხედვით, 12 იანვრამდე უნდა დაიფაროს.
გოჩა შანიძე ამბობს, რომ 2017 წლის დეკემბერში იმაზე ნაკლები ბუნებრივი აირი დახარჯა გორმა, ვიდრე ეს 2016 წელს იყო:
,,სხვაობა გასული და წლევანდელი წლის დეკემბრის თვეებში მოხმარებულ აირის რაოდენობას შორის არის დაახლოებით 300 000 კბ.მ გაზი. რაც შეეხება ცალკე საყოფაცხოვრები მიზნით დახარჯულ ბუნებრივ აირს, ამის მონაცემები არ მაქვს" - აცხადებს გოჩა შანიძე.
უფრო მეტიც, 2016 წლის დეკემბერში ადმინისტრაციული შენობის ხარჯმა ბუნებრივ აირზე 9 ათასი ლარს მიაღწია, წელს კი, - 16 000 ლარს.
სტუმრების თქმით, თითოეული აბონენტი პასუხს მიიღებს, თუკი მიბრძანდება ,,საქგორგაზის" ოფისში და განცხადებას დაწერს. ხოლო ის აბონენტები, რომლებმაც საჩივრები დაწერეს, ,,სემეკის" გადაწყვეტილებას დაელოდნონ - ასეთი იყო მათი პასუხი.
რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს, კერძოდ, ჭალის დასახლებაში მდებარე მერიის ადმინისტრაციის შენობის კომუნალურ ხარჯებს, ამის თაობაზე, ,,სოკარისგან" მერია დეტალურ ახსნა განმარტებას მოგვიანებით მიიღებს.
,,ჩვენ აქ არ მოვსულვართ პრესკონფერენციის გასამართად, ჩვენ მოვედით მერთან სასაუბროდ" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.

გორის მერიის ხარჯები
გორის მერიისა და გუბერნატორის ადმინისტრაციას, ბუნებრივ აირზე,
დეკემბრის თვის მონაცემებით, 16 000 ლარი აქვს გადასახდელი. ,,თუ იყო
ნოემბერში მაგალითად 5 ათასი ლარი გადასახდელი, დეკემბრის თვეში 16
000 ლარი მოგვივიდა. რატომ მოხდა ეს, ჩვენც გვაინტერესებს" - აცხადებს
გორის მერი.უფრო მეტიც, 2016 წლის დეკემბერში ადმინისტრაციული შენობის ხარჯმა ბუნებრივ აირზე 9 ათასი ლარს მიაღწია, წელს კი, - 16 000 ლარს.
სტუმრების თქმით, თითოეული აბონენტი პასუხს მიიღებს, თუკი მიბრძანდება ,,საქგორგაზის" ოფისში და განცხადებას დაწერს. ხოლო ის აბონენტები, რომლებმაც საჩივრები დაწერეს, ,,სემეკის" გადაწყვეტილებას დაელოდნონ - ასეთი იყო მათი პასუხი.
რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს, კერძოდ, ჭალის დასახლებაში მდებარე მერიის ადმინისტრაციის შენობის კომუნალურ ხარჯებს, ამის თაობაზე, ,,სოკარისგან" მერია დეტალურ ახსნა განმარტებას მოგვიანებით მიიღებს.
,,ჩვენ აქ არ მოვსულვართ პრესკონფერენციის გასამართად, ჩვენ მოვედით მერთან სასაუბროდ" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.
ამავე კატეგორიაში

(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი
ავტომობილი

ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,

ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები