რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
პოლონური ჯილდოები რეგიონულ მედიას

 

2014 წლის 7 ოქტომბერს რეგიონული მედიის ჟურნალისტები და გამომცემლები სპეციალური პრიზებით პოლონური ორგანიზაციის ,,ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთის" წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. კატეგორიაში ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო-მასალისთვის პრიზი Qartli.gE-მაც მიიღო. 

 

 

პოლონური ფონდი "ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი" საქართველოში პარტნიორ ორგანიზაცია "კავკასიიის ჟურნალიტთა საერთაშორისო ცენტრთან" თანამშრომლობით, 2007 წლიდან საქართველოს რეგიონული გაზეთებისთვის ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიც რეგიონული მედიის განვითარებაა. 


ფონდის პროგრამის ფარგლებში 8 წლის განმავლობაში პოლონელი და ქართველი მედია ექსპერტები სასწავლო ტრენინგებს ატარებდნენ რეგიონული გაზეთების გამომცემლებისა და ჟურნალისტებისათვის საქართველოსა და პოლონეთში. ასევე, პროექტში მონაწილე რედაქტორები პოლონეთის რეგიონული გაზეთების რედაქციებს სტუმრობდნენ, ეცნობოდნენ მათ მუშაობას და იზიარებდნენ გამოცდილებას.


მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში პოლონურმა ფონდმა ასოციაცია "დემოკრატიული აღმოსავლეთი", "კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრთან" თანამშრობლობით გამართა ტრენინგები ქუთაისში, სახელწოდებით "საინფორმაციო მედიიდან ინტელექტუალურ მედიამდე-საქართველოს ადგილობრივი გაზეთები ინტერნეტში" რომელიც დაფინანსებულია შემდეგი პროგრამების ფარგლებში: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის თამშრომლობის განვითარების პროგრამა "დემოკრატიის მხარდაჭერა" და თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამა "ცვლილებები რეგიონში-RITA", რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისთვის". პროექტის ფარგლებშიც რამდენიმე რეგიონული მედიის რედაქციას გაუკეთდა ვებგვერდი და გამოცემლებმა და ჟურნალისტებმა შეისწავლეს ახალი მედიის ტექნილოგიები, რის შემდეგაც პროექტში მონაწილე რედაქციებისთვის გამოცხადდა კონკურსი.

 

 

  • okribanews.media-d.com ლეპტოპი კატეგორიაში „საუკეთესო ვებგვერდი“;
  • „გურიის მოამბეს“ პლანშეტი - ვებგვერდზე განხილული თემების გამორჩეული ადგილობრივი ხასიათისთვის;
  • PSnews.გე-ს პლანშეტი გვერდის გამორჩეული ინტერაქტიულობისთვის;
  • „სამხრეთის კარიბჭეს“ ლეპტოპი სტატიისთვის “პატარები ბაღის, პედაგოგები კი ხელფასის გარეშე“;
  • მთავარი თემა სამეგრელოში“ პლანშეტი სტატიისთვის “ვინ აგებს პასუხს ბაზარში გაყიდულ თევზზე?”
  • „გურია ნიუსს“ ლეპტოპი საინტერნეტო  ფოტორეპორტაჟისთვის „შვიდი ოჯახი ერთ “ჭერქვეშ“;
  • „ჩემ ხარაგაულს ფოტოაპარატი საუკეთესო ფოტოსურათისთვის „მონაზვნები ტელეფონით“;
  • „კახეთის ხმას“ ლეპტოპი ფილმისთვის „დაბინძურებული გარემო მოსახლეობას საფრთხეს უქმნის“;
  • „ქართლის ხმას“ Qartli.gE-ს ფოტოაპარატი ფილმისთვის ბიზნესმენის აგარაკზე ჩინოვნიკების ქეიფი და პროტესტი გზაზე;
  • „ზუგდიდელები“ - ერთი წლის ინტერნეტ პაკეტი - გაზეთის ვებგვერდის დაარსებასთან დაკავშირებული გამოწვევების შედეგიანად დაძლევისთვის;
  • პოლონეთში სასწავლო ტური გამოცემებისთვის: „ოკრიბა ნიუსი“. „მთავარი თემა სამეგრელოში“, „სპექტრი“, „ჩემი ხარაგაული“;
 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.