რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დევნილთა დასახლებებში 7 სათემო ცენტრიდან 3 მუშაობს
დევნილთა დასახლებებში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, 7 სათემო ცენტრია აშენებული. ისინი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ამოქმედდა.

ბერბუკის, სკრის, კარალეთის, ხურვალეთის, საქაშეთის, შავშვებისა და ვერხვების დასახლებების სათემო ცენტრებში სხვადასხვა პროექტები ხორციელდებოდა. პროექტების დასრულების შემდეგ, შენობები მუნიციპალიტეტს გადაეცა. ამჟამად, სათემო ცენტრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი აქტივობების იმედად დარჩა. ახალგაზრდები სათემო ცენტრების ამოქმედებას ითხოვენ.

ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, ადგილობრივებმა განმარტეს, რომ თავშეყრისთვის სხვა ადგილი არ არსებობს, სადაც მათთვის აქტუალურ თემების განხილვას და ჩასახლების საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობას შეძლებენ.

მაგალითად, დიანა მარიამიძე, რომელიც ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სათემო ცენტრს ხელმძღვანელობდა. ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებული პროექტების რაოდენობა შემცირებულია. ხოლო, თუკი ვინმე გამოჩნდება,  მერის წარმომადგენელთან შეთანხმებით,  ცენტრის კარს უღებს. 

,,აქ მცხოვრები ახალგაზრდების პასიურობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ მათ არ აქვთ ადგილი, სადაც მაგალითად თავისუფალ დროს გაატარებენ. შეიკრიბებიან, პოეზიის საღამოს მოაწყობენ, ფილმებს ნახავენ, დისკუსიას გამართავენ. ადრე პროექტები როცა ხორციელდებოდა, ამ ცენტრის კარი მუდამ ღია იყო. დამთავრდა პროექტები და შენობა თითქმის უფუნქციო გახდა. არა და, აქ შეიძლება ინგლისური ენის კლუბი მოეწყოს (რასაც მოზარდები განსაკუთრებით ითხოვენ), ცეკვის წრე გაიხსნას და რაიმე დატვირთვა მიეცეს ამ ცენტრს, რაც თავის მხრივ ომგამოვლილი ახალგაზრდებისთვის დღის გარკვეულ მონაკვეთს უფრო საინტერესოს გახდის.“-ამბობს ბერბუკის დასახლებაში მცხოვრები დიანა მარიამიძე.

ბერბუკის მსგავსად, სათემო ცენტრი არ მუშაობს არც ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში. ყველაზე ბოლოს ამ შენობას ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“ იყენებდა, რომლის ადგილობრივი კოორდინატორი ამავე დასახლებაში მცხოვრები იზა ოქროპირიძე იყო.

,,2017 წლიდან ხურვალეთის სათემო ცენტრი აღარ ფუნქციონირებს, ორგანიზაციები შემოდიოდნენ და თავისი პროექტები ჰქონდათ. ასე იყო ბერბუკშიც და შავშვების დასახლებაშიც. ერთი და იგივე პრობლემები გვაქვს. როცა ვმუშაობდი, მაშინ აქტიური იყო მოსახლეობაც. ადგილობრივებს ვაწვდიდით ინფორმაციას სხვადასხვა სერვისის შესახებ, ბავშვებტან ფსიქოლოგი მუშაობდა, გვქონდა სხვადასხვა სახის აქტივობა. მაგრამ პროექტი დასრულდა და ეს ყველაფერიც შეჩერდა.“-ამბობს იზა ოქროპირიძე.

ბერბუკის, შავშვების და ხურვალეთის დევნილთა დასახლებებისგან განსხვავებით სკრის დასახლების სათემო ცენტრში აქტიურად მუშაობს ორგანიზაცია ,,ქართლოსი“. გასულ წელს ამ ორგანიზაციამ დევნილი მოზარდებისთვის პროექტი ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ განახორციელა. პროექტის დასრულების შემდეგ კი სათემო ცენტრში უცხოელი მოხალისეები ჩაჰყავს, რომლებიც დევნილ მოზარდებთან კვირაში ერთხელ ინგლისური ენის გაკვეთილებს აწყობენ. თებერვლიდან კი ,,ქართლოსი“ სკრის დასახლების სათემო ცენტრში არტთერაპიის კლუბს გახსნის.

,, ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული მუნიციპალიტეტთან, რომლის ფარგლებშიც სათემო ცენტრი დროებით გადმოგვცა. ორგანიზაცია მუშაობს ადგილობრივ ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლების კუთხით. ფუნქციონირებს არაფორმალური განათლების კლუბი, ინგლისური ენის კლუბი და ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. “- განმარტავს ორგანიზცია ,,ქართლოსის” ხელმძღვანელი მეგი ბიბილური.

სათემო ცენტრი აქტიურად მუშაობს კარალეთის დასახლებაშიც. მერის წარმომადგენლის, იოსებ ჩალაურის განცხადებით, მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალება აქვთ სხვადასხვა კულტურული თუ შემეცნებითი მიმართულების აქტივობაში ჩაერთოს.

,,სათემო ცენტრი კარალეთის დასახლებაში თითქმის ყოველდღიური დატვირთვით მუშაობს. მუნიციპალიტეტისგან ხელშეკრულებით გადაეცა ორგანიზაციებს, რომლებიც აქ მუშაობენ. ცენტრში ფუქნციონირებს ქორეოგრაფიული ცეკვის ანსამბლი, ხალხური სიმღერების წრე, ასევე უცხო ენებს ასწავლიან, ფიზიკა-მათემატიკაში ემზადებიან ბავშვები და მასწავლებლები ძალიან მიზერულ ხერლფასზე მუშაობენ. მათ ვინ უხდის ხელფასს ესჩემთვის უცნობია, ალბათ რაღაც პროექტის ფარგლებში მუშაობენ“-ამბობს კარალეთის თემში მერის წარმომადგენელი იოსებ ჩალაური.

ვერხვების დევნილთა დასახლებაში კი სათემო ცენტრი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალს უკავია, სადაც პარალელურად სხვადასხვა აქტივობებიც ეწყობა.

,,მუზეუმის გარდა აქ სიმღერის შემსწავლელი წრე ფუნქციონირებს, ასწავლიან ასევე ხალხურ საკრევებს. ამჟამად დაკეტილი არ არის და ხშირად ეს ცენტრი უცხოელ დამთვალიერებელსაც მასპინძლობს.“-ამბობს მერის წარმომადგენელი ვერხვების დასახლებში, მზია მეტრეველი.

სათემო ცენტრები 2008 წლის ომის შემდეგ დევნილთა დასახლებების პარალელურად აშენდა. თავდაპირველად პროექტების განხორციელება აქ ორგანიზაცია World Vision Georgia,-მ დაიწყო, რაშიც თანდათნობით სხვა ქართული და უცხოური ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ. საბოლოოდ კი ჩასახლებებიდან მათი გასვლის შემდეგ სათემო ცენტრები უფუნქციოდ დარჩა. რამდენიმე მათგანში მოგვიანებით, ადგილობრივი არასამთავროო ორგანიზაციები შევიდნენ.

,,2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდგომ დასახლებებში, სადაც იძულებით ადგილნაცვალი ოჯახები დასახლდა, მიზნშეწონილად მივიჩნიეთ სათემო ცნტრების აშენება და მოწყობა, რაშიც ჩაერთო როგორც დონრი არასამთავრობო ორგანიზაცები, ისე მთავრობა. ამ ცენტრებში ხდებოდა მოსახლეობის პრობლემებზე მსჯელობა, ასევე სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათებლო ღონისძიებები, ასევე ტარდებოდა სემინარები ქალთა უფლებების დაცვის და ზოგადად დევნილთა უფებების შესახებ, ასევე მათ ღირსეულ ინტეგრაციაზე მუნიციპალიტეტების უახლეს თემებში. ეს ცენტრები იყო კომუნიკაცია ხისუფლებასა და მსახეობას შორის, არასათავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის. დღესდღეობით ფუნქცია დაკარგეს ამ ობიექტება, ზგიერთი დაიხურა, ზოგი კი არამიზნობრივად ფუნქციონირებს“-იხსენებს ლიახვის ხეობის ყოფილი დეპუტატი, ბადრი ბასიშვილი.

გორის მერიაში სათემო ცენტრების უფუნქციობას არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტს ამ ობიექტების გააქტიურების მიზნით გარკვეული გეგმები აქვს.

,,კარალეთის სათემო ცენტრი ერთწლიანი იჯარით გვაქვს გაცემული და სხვადასხვა წრეები ფუნქციონირებს, ცეკვის, სიმღერის და ა.შ. სკრაში "ქართლოსს" ფქონდა ერთწლიანი უზურფრუქტით გადაცემული და წელსაც ვაძლევთ იგივე პირობით - ეწევიან ბავშვების საგანმანათლებლო საქმიანობას. ვერხვების ცენტრი ერედვის მუნიციპალიტეტს უნდა გადავცეთ 22 კვ.მ , სადაც თავის წარმომადგენელს დასვამს და მოემსახურება დევნილებს. ხურვალეთსა და ბერბუკში ველოდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროგრამებს რომ წარმოადგენენ, გადავწყვიტავთ შემდეგ რა ფორმით გადავცეთ, იჯარით თუ უზურფრუქტით.“-განმარტავს მერის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ნათია მდინარიძე.

რაც შეეხება საქაშეთის დასახლების სათემო ცენტრს, მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის შემთხვევაში, ისიც შესაბამისად ფუნქციონირებს.

საქაშეთის, სკრის, ხურვალეთის, შავშვების, ბერბუკის, კარალეთის და ვერხვების დევნილთა დასახლებაში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი 2500-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის არიან ახალგაზრდები, რომლებიც საომარ მოქმედებებს პირადად შეესწრნენ და მიღებული სტრესი მათში 10 წლის შემდეგაც ვლინდება. როგორც ვნახეთ, ინტეგრაციისა და გააქტიურების მიზნით მხოლოდ 3 სათემო ცენტრი ფუნქციონირებს. ისიც მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის. დანარჩენ 4 ჩასახლებაში კი ადგილობრივების ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. ახალგაზრდებთან ერთად სათემო ცენტრების ამოქმედებას უფროსი თაობაც ითხოვს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურები კი, რომელსაც ეს ობიექტები 3 წლის წინ გადაეცა, ახალს ვერაფერს ჰპირდება და არასამთავრობო ორგანიზაციების იმედად რჩება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.