რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციელმა იარაღიდან კორპუსის ეზოში გაისროლა
ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომელს, რომლის გვარსა და სახელს სასამართლო არ ახმაურებს, კორპუსის ეზოში იარაღი გაუვარდა. გასროლილი ტყვია ერთ-ერთ ბინაში სამზარეულოს მაცივარს მოხვდა. პროკურატურამ ფაქტის შესახებ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და პოლიციელის მიმართ განრიდების პრინციპი გამოიყენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, პოლიციელმა სახელმწიფოსთვის შეუფერელი საქციელი ჩაიდინა, ხოლო უწყებაში მისი აღდგენის გადაწყვეტილება გააუქმა.

საქმის მასახლების მიხედვით, ძველი თბილისის შს სამმართველოს პოლიციელმა რ.ხ-მ, 2015 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 01:20 საათზე, ქ. თბილისში, კორპუსის ეზოში, სამსახურებრივი საშტატო პისტოლეტის განმუხტვისას გაისროლა.

გასროლილმა ტყვიამ კი იმავე კორპუსის ბინა #34-ში მცხოვრების ოჯახის ფანჯრის შუშა და მაცივარი დააზიანა.

პროკურატურის ვერსია

გამოძიების შედეგად დადგინდა რ. ხ-ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, თუმცა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყო საჯარო ინტერესის არარსებობის გამო.

პროკურატურის მითითებით, რ. ხ-მა პირველად ჩაიდინა გაუფრთხილებელი, არაძალადობრივი დანაშაული. იგი აღიარებდა დანაშაულს, არ იყო ნასამართლევი, ხასიათდებოდა დადებითად, ზიანი ანაზღაურებულ იქნა, ჩადენილი დანაშაული არ იყო მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი და არ იკვეთებოდა ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

პოლიციელი 2015 წლის 18 აპრილიდან 2015 წლის 21 ივლისამდე მოვალეობას კვლავ ასრულებდა. 2 თვის შემდეგ შს მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა და სამხედრო ძალების რეზერვში გადაიყვანა.

სასამართლოზე წარდგენილი პირადი საქმის მიხედვით, ის, 2009 წლიდან, მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო 2012 წლიდან ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომელი იყო.

პოლიციელმა სასამართლოს მიმართა

სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მესამე განყოფილების პოლიციელებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და სამსახურში აღდგენა მოითხოვა, იმ მოტივით, რომ უსაფუძვლოდ გაათავიუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ის სამსახურში აღადგინა და, ასევე, განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. შს სამინისტროს წარმომადგენლებმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ორივე ინსტანციამ პოლიციელის ქმედება არ ჩათვალა კანონსაწინააღმდეგოდ, რითაც მესამე განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი თანამდებობაზე დარჩა.


საქმის განხილვა უზენაესი სასამართლოში

ამის შემდეგ საქმის განხილვა უზენაეს (საკასაციო) სასამართლოში გაგრძელდა. 2017 წელს, მოსამართლეთა კოლეგიამ (თავმჯდომარე მაია ვაჩაძე) პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები გააუქმა.

უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია პოლიციელის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების მნიშვნელობისა და მისი სტატუსის კვალიფიციური გააზრება, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

,,საჯარო სამსახური თითოეული საჯარო მოსამსახურის შეგნებაში უნდა განიხილებოდეს, როგორც საპატიო მისია - ემსახურო, პირადი წვლილი შეიტანო სახელმწიფოს განვითარებაში. 1979 წლის 17 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ იქნა მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსი, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირნი მუდმივად ასრულებენ კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ემსახურებიან საზოგადოებას და იცავენ ყველა პირს მართლსაწინააღმდეგო აქტებისაგან პასუხისმგებლობის იმ მაღალი ხარისხის შესაბამისად, მათი პროფესია რომ მოითხოვს.“ - აღნიშნულია უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს.

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

,, ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული. „ - განმარტავს უზენაესი სასამართლო.


როგორი უნდა იქცეოდეს პოლიციელი?!



სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი და თავდაჭერილი. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყოს, აგრეთვე, იარაღის ტარებისა და გამოყენებისას. იარაღის გამოყენების უფლება მას მინიჭებული აქვს მხოლოდ საკუთარი ან სხვა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად და არა სხვა რაიმე მიზნებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიმართ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის 2015 წლის 30 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება, ვინაიდან პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე და ადგილი ჰქონდა განრიდებას, არ ნიშნავს იმას, რომ რ. ხ-ს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მისი ქმედება არ შეიცავს საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველ ელემენტს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განრიდება სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის/სასჯელის ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც გულისხმობს დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ისეთი ღონისძიებების გამოყენებას, რომელთა შესრულების შემთხვევაში პროკურორი არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას ან თუ დევნა დაწყებულია, იღებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილებას.

სისხლის სამართლის პროცესში განრიდების მუხლის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ პირს საერთოდ არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, განრიდების შემთხვევაში ქმედების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია, რომელსაც არც თავად რ. ხ-ი უარყოფს.

ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სამუშაოდან დათხოვნა მართებულია, ვინაიდან, მოსარჩელის სამსახურის სტატუსიდან გამომდინარე იგი თავად უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს.

,,პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.