რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ახალგაზრდები გორში კინოთეატრის გახსნას ითხოვენ
გორის კერძო სკოლა ,,თამარიონში“ სამოქალაქო საზოგადოების მიერ
ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა, სადაც უფროსი კლასების მოსწავლეებმა
საკუთარ საჭიროებებზე ისაუბრეს. 20-მდე ახალგაზრდა ოთხ ჯგუფად დაიყო
და იმ პრობლემების ჩამონათვალი გააკეთეს, რომელთა მოგვარებაც, მათი
აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია.
ორ-ორად დაყოფილ გოგონებისა და ვაჟების ჯგუფის წევრებს მუშაობა, უფროსების ჩარევის გარეშე, მოუწიათ და მათი თვალით დანახული საჭიროებები თავადვე გამოკვეთეს. პრეზენტაციისას 3 დადებითი და 3 უარყოფითი ფაქტორი დაასახელეს, რაც მათი აზრით, ახალგაზრდების განვითარებას ხელს უწყობს ან აფერხებს.
მოსწავლეები ქალაქში გასართობი ცენტრების ნაკლებობას განიცდიან და ფიქრობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კინოკულტურას უნდა შეუწყოს ხელი და კინოთეატრის ფუნქციონირება განაახლოს.
აღნიშნული შეხვედრით, შიდა ქართლში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა დასრულდა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ანგარიშის მიმოხილვის საფუძველზე ონლაინ კურსებს შეიმუშავებს კვლევაში მონაწილე ბენეფიციარებისთვის და ამ პროცესში მათ ჩართულობას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გორის უნივერსიტეტში, ხურვალეთის, სკრის და ბერბუკის დევნილთა დასახლებებში ასევე სოფლებში მერეთსა და ტირძნისშიც მოაწყო.

ამავე კატეგორიაში
შეთანხმებები ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის
სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან საქართველო-აზერბაიჯანის
რექტორთა პირველი კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტები
ერთობლივ კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო მობილობას
ითვალისწინებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა კონტეინერების განსათავსებელი ტერიტორია უკვე შეარჩიეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დროებითი სასწავლო სივრცეების მოწყობა 2027 წლის თებერვალში დასრულდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად
არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო ქალაქის გარკვეულ ნაწილში
ელექტროენერგია გაითიშა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, კომპანიის
მიმართ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება და გეგმა-გრაფიკიდან
პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით,
კომპანია კვერცხის ნაჭუჭებსა და ბუმბულებს ღია ორმოებში ყრიდა.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა „ჯი პი პის“ მიმართ სიტყვიერი შენიშვნა
გამოიყენა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები