რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
რუსეთში რეგისტრირებული კომპანია ქვეში-ციცაგიანთკარის გზის ტენდერის პირობებს ასაჩივრებს
ქვეში-სათემო-ციცაგიანთკარის გზების მოასფალტებისთვის გამოცხადებულ ტენდერის პირობებს მოსკოვში რეგისტრირებული კომპანია ასაჩივრებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა შესყიდვების სააგენტოს საჩივრით მიმართა.

,,გროსინვესტკაპიტალის" იურისტები აცხადებენ, რომ სატენდერო წინადადებაში ჩაწერილი ნორმა ეწინააღმდეგება კანონდებლობას. კერძოდ, გორის მერიის შესყიდვების სამსახური წერს, რომ ტენდერში მონაწილე უცხოურ კომპანიებს, სათაო ოფისის მიერ შესრულებული სამუშაოები, გამოცდილებაში არ ჩაეთვლება.

,,თუ ეს ფრაზა არის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, მაშინ მთითებული უნდა იყოს რომელი კანონმდებლობის, რომელი ქვეპუნქტით მიიღო შემსყიდველმა ეს მოთხოვნა სატენდერო დოკუმენტაციაში" - აღნიშნავს ,,გროსინვესტკაპიტალის" იურისტი.

,,გროსინვესტკაპიტალი" რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში 2016 წლის ოქტომბერში დარეგისტირდა.ისი მფლობელები არიან როსტომ კავაზი და ვალერიან მოკერია. კომპანიამ ფილიალი თბილისშიც გახსნა.

მონაწილეობა მიღებული აქვს 29 ტენდერში, საიდანაც მხოლოდ 7 ტენდერი მოიგო. სულ 2 მლნ 739140 ლარის კონტრაქტები აქვს გაფორმებული. ერთ-ერთი მსხვილი შესყიდვა განახორციელა ვეტერანების სახელმწიფო დეპარტამენტის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, განახორციელა, სადაც 1 მლნ 230 000 ლარი დაიხარჯა.

სოფელ ქვეშის გზიდან სათემო-ციცაგიანთკარი-ახრისის დამაკავშირებელი გზის ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი 2018 წლის 5 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 27 თებერვალს მთავრდება.

გზის აღნიშნული მონაკვეთი 5 კმ 826 მეტრია; მის შესაკეთებლად 1 მლნ 543 270 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 1მლნ 20 ათასი ლარი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. დანარჩენი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელი, ირმა
ამბარდნიშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს ქალაქში დაგეგმილ კონცერტთან
დაკავშირებით.
გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს ქალაქში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით.
19:06 / 30.07.2026
ქარელში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, ქალს მიკროავტობუსი
დაეჯახა.
ქარელში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, ქალს მიკროავტობუსი დაეჯახა.
11:44 / 30.07.2026
ჩხუბი მოხდა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე.
ჩხუბი მოხდა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე.
00:14 / 30.07.2026
ქართულ ენასა და ლიტერატურაში გიორგი კოზანაშვილმა
ხაშურიდან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულა
აიღო.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში გიორგი კოზანაშვილმა ხაშურიდან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულა აიღო.
18:29 / 29.07.2026
ქარელი კეხიჯვრის გზაზე ავარია მოხდა, დაშავდა ერთი
პირი.
ქარელი კეხიჯვრის გზაზე ავარია მოხდა, დაშავდა ერთი პირი.
18:00 / 29.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.