რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გამოკითხვა: რას უკავშირდება გორის მერის მოადგილის გადადგომა
დღეს, გორის მერის მოადგილემ ალექსი მარიამიძემ თანამდებობა
დატოვა. მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ, მერს კოტე
თავზარაშვილს გუშინ, 8 თებერვალს აცნობა. კოტე თავზარაშვილმა
განცხადება დააკმაყოფილა.
,,ბატონ კოტესთან გუშინ საღამოს ამ საკითხზე კონსულტაციები მქონდა. ეს გადაწყვეტილება არანაირად უკავშირდება რაიმე სახის დაპირისპირებას. სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ" - აცხადებს ალექსი მარიამიძე. ვინ იქნება შემცვლელი, ჯერჯერობით, უცნობია. გორის მერს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს: ეკატერინე სუხიშვილი და გელა კაპანაძე. ალექსი მარიამიძე ყოფილი მოსამართლეა, ის თანამდებობიდან 2004 წელს გაათავისუფლეს, მის საქმეს სტრასბურგის სასამართლო იხილავს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. ალექსი მარიამიძე ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიაში გუბერნატორის ინტერესებს იცავდა და ტელეკომპანია ,,თრიალეთს" საქმე მოუგო. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გორის მერის მოადგილე გახდა.

ამავე კატეგორიაში
ავტორიზაციის საბჭომ სოფელ ზერტის უფუნქციო საბავშვო ბაღს დადებითი
დასკვნა ისე მისცა, რომ შენობაში არც ბავშვები დახვდათ და არც
ინვენტარი, 6 თვის შემდეგ კი ობიექტი კვლავ მოუწყობელია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ ოსიაურის
მიმდებარედ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა და
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებაში გადააგზავნა.
გორის სოფლებში წლობით დაუსრულებელმა და უფუნქციო საბავშვო ბაღებმა
ავტორიზაცია გაიარეს, თუმცა უცნობია, რა კრიტერიუმებით მიენიჭათ
სტატუსი დაკეტილ ობიექტებს, სადაც ინფრასტრუქტურა უკვე ზიანდება.
ქარელში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ფასადების მოპირკეთებაზე
მომუშავე ქვეკონტრაქტორმა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისთვის
სასამართლო დავა მოიგო და დამკვეთს 22 364 ლარის გადახდა დაეკისრა.
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს,
შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ
ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები