გურამ ბარნოვის თქმით, სოფელ ცხავერში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კერძოდ, კედლის გამაგრებას და სამზარეულოს მოწყობას, თანხა არ ჰყოფნის. წელს საბავშვო ბაღში 15 აღსაზრდელს ელოდებიან.
,,ასეთი დიდი ნაკადი აქამდე არ ყოფილა" - განაცხადა ბარნოვმა. გარდა ამისა, აღნიშნული თემის კიდევ ერთ სოფელში, ნოსტეში, სარიტუალო დარბაზის მოსაწყობი შენობა ვერ მოიძებნა.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა, ცხავერში, ელექტროენერგიის შეყვანის სამუშაოების მდგომარეობა მოიკითხა. ,,ბოძები დასმულია, ამჟამად, ტრანსფორმატორის მონტაჟზე მიდის ადგილის ძებნა" - განაცხადა ბარნოვმა.
სოფელ ცხავერში საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ 2014 წლის 9 აგვისტოს გამართეს. სოფელ გოსტიბეში მიმავალ ხელისუფლების წარმომადგენლებს ცხავერელები გზაზე დახვდნენ. ცხავერელებმა, სწორედ, თითქმის 20 წლიანო უშუქობა გააპროტესტეს.
15.10.2014

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.



საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები