რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ცხინვალის მე-5 სკოლის ეზოში მდებარე მემორიალი ,,ტურისტულ გზამკვლევში“ შეიტანეს
ცხინვალის მე-5 საშუალო სკოლა დე-ფაქტო სამხრეთ-ოსეთის ტურისტული
მარშუტის გზამკვლევშია შესული, რომელიც ინტერნეტით ახლახანს
გავრცელდა. ეზო, რომელსაც საფლავები მოიცავს, აღნიშნულ გზამკვლევში
სამხედრო მემორიალის სახელითაა შესული.
მოქმედი სკოლის შესასვლელში, 90-იანი წლების დროს დაღუპულთა საფლავების გვერდით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილებიც დაკრძალეს და განმარტეს, რომ აქ ,,ქართველი ფაშისტების მიერ მოკლული ადამიანთა სულები განისვენებს. გარდაცვლილთა საფლავის ქვებზე მითითებულია რომ პიროვნება ,,ქართველთა აგრესიის მსხვერპლია“.
აღნიშნულ წარწერებს და დევიზს ცხინვალიდან დევნილები აპროტესტებენ. ისინი რეაგირებას მოითხოვენ და აღნიშნავენ, რომ სკოლის წინ, ასეთი მემორიალის არსებობა რუსულ პროპაგანდისტულ პოლიტიკას და ერთა შორის შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად.
,,ცხინვალში უამრავი ადგილია, რომელიც საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტების შედეგებს ნათლად ასახავს. ერთ-ერთი ასეთი მდებარეობს ალანა ჯიოევას გამზირზე, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს ლენინის სახელს ატარებდა, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის მე-5 საშუალო სკოლა. ამ სკოლის ეზოში სამხედრო მემორიალს ნახავთ, სადაც რესპუბლიკის სამხედრო კონფლიქტების მსხვერპლთა სულები განისვენებს. 1992 წელს ამ მიწაზე 500 მდე ადგილობრივი დაიღუპა ქართველი ბანდიტების მიერ. შეიარაღებულებმა მიცვალებულებთან თავისი ახლობლები არ შეუშვეს, რადგან იმ დროს ეს ტერიტორია ქართველი ჯარისკაცების ხელში იყო. 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ კი მემორიალი ახალი საფლავების შემადგენლობით შეიცვალა.“-წერია ცხინვალის რეჟიმის მიერ გამოცემულ გზამკვლევში, რომელსაც მეტი თვალსაჩინოებისთვის სკოლის ეზოში გადაღებული მემორიალის ფოტოც ახლავს.
ეს ადგილი 2008 წლამდე ცხინვალიდან დევნილმა თამაზ გვიმრაძემ პირადად ნახა. ამ სკოლაში არ უვლია, თუმცა ბავშვობაში მე-5 სკოლის შესახებ ბევრი სმენია. როგორც ის შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში იხსენებს, შენობა რუსული სკოლის სახელს ატარებდა, რომლის ეზო 1992 წლის შემდეგ საფლავებმა მოიცვა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი მათი რიცხვი თანდათან გაიზარდა. თამაზ გვიმრაძე ამ ფაქტს ბავშვის ფსიქოლოგიაზე დარტყმად აფასებს.
,,როდესაც ეს ადგილი პიველად ვნახე, ვერ აგიღწერთ, რა ემოცია დამეუფლა. როგორ შეიძლება ყოველდღე ბავშვებს ასეთი გარემოსთვის აყურებინო, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დეზინფორმაციაზე, რაც ამ მემორიალს წარწერების სახით ახლავს. ამ სკოლაში ჩემ ბავშვობაში შერეული ოჯახებიდან დადიოდნენ ბავშვები. შესაძლოა რომელიმეს დედა, მამა ან ვინმე ნათესავი ყავდა ქართველი. წამოიდგინეთ ამ ბავშვის ფაქიზი ფსიქიკა და შთაგონებული სიძულვილი, რაც მას მთელი ცხოვრება გაჰყვება.“ -ამბობს თამაზ გვიმრაძე.
ეს სკოლა კარგად ახსოვთ ქართულ მხარეს მცხოვრებ სხვა დევნილებს და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებშიც, რომლებსაც ომამდე ცხინვალში მიმოსვლა ხშირად უხდებოდათ. ერგნეთში მცხოვრები ლია ჩლაჩიძე ამ სკოლის ეზოში მდებარე მემორიალის ისტორიას იხსენებს და ფიქრობს, რომ რუსული გავლენების მიუხედავად, იქაური ახალი თაობა ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს გაარღვევს და თანაცხოვრების კავშირებს ქართველ ხალხთან ისევ აღადგენს.
,,მემორიალური
სასაფლაო ცხინვალის მე-5 სკოლის ეზოში მდებარეობს. როგორც ცხინვალში
ამბობენ სასაფლაო შეიქმნა ოსი ხალხის ,,გენოციდის“ მე-19
წლისთავისათვის. სასაფლაოზე დგას ,,ქართველთა აგრესიის მსხვერპლთა
დაფა, რომელიც დათარიღებულია 1989-1992 წლებით. ეს მომორიალი
შეტანილია ტურისტულ მარშრუტში, როგორც ქალაქის ერთ-ერთი
ღირშესანიშნავი ადგილი. დე-ფაქტო ხელისუფლება ასეთი აგრესიით ზდის
მომავალ თაობას, რადგან სასაფლაო სკოლის ეზოშია მოქცეული და გათვლილია
ტურისტებზეც. პირდაპირ მიმართულია იქითკენ, რომ აი ვინ გვყავს ჩვენ
მეზობელი, რომ არა რუსეთი, ჩვენ ყველა ვიქნებოდით მსხვერპლი. ამ
სასაფლაოს ძირითადი ლაიტმოტივი სწორედ ეს გახლავთ. როგორც ჩვენსკენ
გადმოაქვთ მავთულხლართები, ის თაობაც ისეა მოქცეული მავთულხლართებში,
რასაც ადგილობრივი რეჟიმი უქმნის. მიუხედავად ამისა, მე მაინც მგონია,
რომ გამოჩნდება ისეთი ძაფები, რომლებიც ამ ორ ხალხს ისევ ერთმანეთთან
დააკავშირებს. მე მაქვს იმედი, რომ ეს მემორიალი იქ ნამდვილად არ
უნდათ. რადგან ადრეც იყო ამ მემორიალის სხვა ადგილზე გადატანის
მცდელობა, მაგრამ არ გააკეთებინეს." - ამბობს ლია ჩლაჩიძე.
დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი, ისტორიკოსი ნიკო ოთინაშვილი თვლის, რომ ცხინვალის მთავრობა კონფლიქტების გაღვივებას და ეთნიკურ შუღლს რუსული გავლენებით ყოველთვის ხელს უწყობდა. მისი განმატებით, ქართველების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ცხინვალში კიდევ უფრო მწვავედ დგას. ნიკო ოთინაშვილის შეფასებით, საფრთხე უფრო მეტად სერიოზულია, ვიდრე ეს ამ სკოლის სახით ჩანს.
,,ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ცხინვალის ვითომ მთავრობას ახალი თაობის აღზრდაში საკუთარი წვლილი შეაქვს. სეპარატისტული რეჟიმი არა თუ საფლავებით ახდენს ბავშვებზე გავლენას, არამედ ექსკურსიებზეც კი დაჰყავთ ოკუპირებულ ქართულ სოფლებში და იქ მდებარე ისტორიულ ძეგლებზე დამახინჯებულ ინფორმაციებს აწვდიან. ციხეები, რომლებსაც ქართული ისტორია და წარსული აქვს, რუსი და ოსი ხალხის საკუთრებად ასაღებენ. ეს ჯერჯერობით შეიძლება ვინმემ უმნიშვნელოდ ჩათვალოს, მაგრამ ახლო მომავალში როდესაც ცხინვალის სათავეებს სწორედ ეს თაობა დაიკავებს, არასწორად მიწოდებული ინფორმაციისა და აგრესიით გამსჭვალული გონებით, ვფიქრობ საერთოდ დაიკარგება კავშიების აღდგენისა და ურთიერთობების სურვილი ქართველებთან, ამიტომ სასწრაფო ზომებია მისაღები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“-აცხადებს ხეობელი ისტორიკოსი ნიკო ოთინაშვილი.
ცხინვალის მე-5 სკოლის ეზოში დე-ფაქტო მთავრობა მათთვის ,,მნიშვნელოვან“ თარიღებში ხშირად აწყობს სხვადასხვა ღონისძიებას. მთავარი მონაწილე პირები ამ დროს ისევ მოზარდები არიან.
მოქმედი სკოლის შესასვლელში, 90-იანი წლების დროს დაღუპულთა საფლავების გვერდით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილებიც დაკრძალეს და განმარტეს, რომ აქ ,,ქართველი ფაშისტების მიერ მოკლული ადამიანთა სულები განისვენებს. გარდაცვლილთა საფლავის ქვებზე მითითებულია რომ პიროვნება ,,ქართველთა აგრესიის მსხვერპლია“.
აღნიშნულ წარწერებს და დევიზს ცხინვალიდან დევნილები აპროტესტებენ. ისინი რეაგირებას მოითხოვენ და აღნიშნავენ, რომ სკოლის წინ, ასეთი მემორიალის არსებობა რუსულ პროპაგანდისტულ პოლიტიკას და ერთა შორის შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად.

,,ცხინვალში უამრავი ადგილია, რომელიც საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტების შედეგებს ნათლად ასახავს. ერთ-ერთი ასეთი მდებარეობს ალანა ჯიოევას გამზირზე, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს ლენინის სახელს ატარებდა, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის მე-5 საშუალო სკოლა. ამ სკოლის ეზოში სამხედრო მემორიალს ნახავთ, სადაც რესპუბლიკის სამხედრო კონფლიქტების მსხვერპლთა სულები განისვენებს. 1992 წელს ამ მიწაზე 500 მდე ადგილობრივი დაიღუპა ქართველი ბანდიტების მიერ. შეიარაღებულებმა მიცვალებულებთან თავისი ახლობლები არ შეუშვეს, რადგან იმ დროს ეს ტერიტორია ქართველი ჯარისკაცების ხელში იყო. 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ კი მემორიალი ახალი საფლავების შემადგენლობით შეიცვალა.“-წერია ცხინვალის რეჟიმის მიერ გამოცემულ გზამკვლევში, რომელსაც მეტი თვალსაჩინოებისთვის სკოლის ეზოში გადაღებული მემორიალის ფოტოც ახლავს.
ეს ადგილი 2008 წლამდე ცხინვალიდან დევნილმა თამაზ გვიმრაძემ პირადად ნახა. ამ სკოლაში არ უვლია, თუმცა ბავშვობაში მე-5 სკოლის შესახებ ბევრი სმენია. როგორც ის შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში იხსენებს, შენობა რუსული სკოლის სახელს ატარებდა, რომლის ეზო 1992 წლის შემდეგ საფლავებმა მოიცვა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი მათი რიცხვი თანდათან გაიზარდა. თამაზ გვიმრაძე ამ ფაქტს ბავშვის ფსიქოლოგიაზე დარტყმად აფასებს.
,,როდესაც ეს ადგილი პიველად ვნახე, ვერ აგიღწერთ, რა ემოცია დამეუფლა. როგორ შეიძლება ყოველდღე ბავშვებს ასეთი გარემოსთვის აყურებინო, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დეზინფორმაციაზე, რაც ამ მემორიალს წარწერების სახით ახლავს. ამ სკოლაში ჩემ ბავშვობაში შერეული ოჯახებიდან დადიოდნენ ბავშვები. შესაძლოა რომელიმეს დედა, მამა ან ვინმე ნათესავი ყავდა ქართველი. წამოიდგინეთ ამ ბავშვის ფაქიზი ფსიქიკა და შთაგონებული სიძულვილი, რაც მას მთელი ცხოვრება გაჰყვება.“ -ამბობს თამაზ გვიმრაძე.
ეს სკოლა კარგად ახსოვთ ქართულ მხარეს მცხოვრებ სხვა დევნილებს და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებშიც, რომლებსაც ომამდე ცხინვალში მიმოსვლა ხშირად უხდებოდათ. ერგნეთში მცხოვრები ლია ჩლაჩიძე ამ სკოლის ეზოში მდებარე მემორიალის ისტორიას იხსენებს და ფიქრობს, რომ რუსული გავლენების მიუხედავად, იქაური ახალი თაობა ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს გაარღვევს და თანაცხოვრების კავშირებს ქართველ ხალხთან ისევ აღადგენს.

დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი, ისტორიკოსი ნიკო ოთინაშვილი თვლის, რომ ცხინვალის მთავრობა კონფლიქტების გაღვივებას და ეთნიკურ შუღლს რუსული გავლენებით ყოველთვის ხელს უწყობდა. მისი განმატებით, ქართველების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ცხინვალში კიდევ უფრო მწვავედ დგას. ნიკო ოთინაშვილის შეფასებით, საფრთხე უფრო მეტად სერიოზულია, ვიდრე ეს ამ სკოლის სახით ჩანს.
,,ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ცხინვალის ვითომ მთავრობას ახალი თაობის აღზრდაში საკუთარი წვლილი შეაქვს. სეპარატისტული რეჟიმი არა თუ საფლავებით ახდენს ბავშვებზე გავლენას, არამედ ექსკურსიებზეც კი დაჰყავთ ოკუპირებულ ქართულ სოფლებში და იქ მდებარე ისტორიულ ძეგლებზე დამახინჯებულ ინფორმაციებს აწვდიან. ციხეები, რომლებსაც ქართული ისტორია და წარსული აქვს, რუსი და ოსი ხალხის საკუთრებად ასაღებენ. ეს ჯერჯერობით შეიძლება ვინმემ უმნიშვნელოდ ჩათვალოს, მაგრამ ახლო მომავალში როდესაც ცხინვალის სათავეებს სწორედ ეს თაობა დაიკავებს, არასწორად მიწოდებული ინფორმაციისა და აგრესიით გამსჭვალული გონებით, ვფიქრობ საერთოდ დაიკარგება კავშიების აღდგენისა და ურთიერთობების სურვილი ქართველებთან, ამიტომ სასწრაფო ზომებია მისაღები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“-აცხადებს ხეობელი ისტორიკოსი ნიკო ოთინაშვილი.
ცხინვალის მე-5 სკოლის ეზოში დე-ფაქტო მთავრობა მათთვის ,,მნიშვნელოვან“ თარიღებში ხშირად აწყობს სხვადასხვა ღონისძიებას. მთავარი მონაწილე პირები ამ დროს ისევ მოზარდები არიან.
ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.


ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები