რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ჯიოევის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა რუსეთის ტერიტორიაზე ჩაუტარდება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი ამბობს, რომ
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა რუსეთის ფედერაციის
ტერიტორიაზე ჩაუტარდება, რომლის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებას
გადასცემენ.
ამის შესახებ მან ოსურ საინფორმაციო სააგენტო ,,რესთან“ განაცხადა.
ის, დე-ფაქტო ხელისუფლების სახელით, გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. ,,არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი არის ტრაგედია მიუხედავად გარდაცვლილის საქმიანობის შესახებ კითხვებისა, რომლებიც გააჩნია სამხრეთ ოსეთის სამართლადამცავ ორგანოებს.“ - განაცხადა ჯიოევმა.
ჯიოევი ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზად ,,გულის უკმარისობა“ წინასწარი ექსპერტიზის შედეგების პასუხია:
,,ეს დაადასტურა ჩვენმა წინასწარმა ექსპერტიზამ. იმისთვის, რომ ჩვენი დასკვნა დადასტურდეს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, მასალები გადავუგზავნეთ რუსეთის დამოუკიდებელ ექსპერტს“ - განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა მხარემ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტმა არ შეიძინოს პოლიტიკური ხასიათი და კიდევ უფრო არ გაართულოს ურთიერთობა ცხინვალსა და საქართველოს შორის.
რაც შეეხება იმ ორ პიროვნებას, რომელიც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, 22 თებერვალს იყვნენ დაკავებულები, ჯიოევი ადასტურებს, რომ ისინი გათავისუფლებულები არიან და იმყოფებიან ახალგორში. მისი ინფორმაციით, ისინი იმ დრომდე დარჩებიან ახალგორში, ვიდრე ადგილობრივ საგამოძიებო ორგანოებს მასთან კითხვები ექნებათ. ,,ამის შემდეგ გადავცემთ საქართველოს ხელისუფლებას“ - თქვა ჯიოევმა.
,,არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს მხარემ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ჩააყენა საქმის კურსში. ყველას აქვს ერთი სურვილი, რომ ეს შემთხვევა არ მიიღებს არასასურველ განვითარებას, არ გამოიწვევს რაიმე გართულებებს და მოხდება ობიექტური გამოძიება“ - განუცხადა მურატ ჯიოევმა სააგენტო ,,რესს“.

ამავე კატეგორიაში

გამოხატვის თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებული გამოწვევები

25 მაისს გარემოს ეროვნული სააგენტოს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა

57 წლის მამაკაცი მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე
გარდაიცვალა.

ღონისძიება აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
ჩაატარეს.
ვიდეორეპორტაჟი
ვიდეოს მიხედვით, შეკრებილ მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების
დღეს გორის თეატრის ეზოში გაიმართა აქცია
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გვითხრა
გასული თვის პოპულარული სიახლეები
აღდგომას დილით ქალი ლურჯ ავტობუსში შველას ითხოვდა
- დედა, იცი, ეხლა ავტობუსში ერთი ქალი იყო, შველას ითხოვდა, ამბობდა,
უკრაინის ომში დაიღუპა რუსეთის არმიის ქართველი სამხედრო მოსამსახურე გიორგი ბურდული
დაიღუპა 2022 წლის 21 მარტს უკრაინაში და

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები