კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,ჯერ იატაკი არ დაგვიგია" - გორის სპორტის სასახლის მშენებლობის დასრულებას არ ადასტურებენ
გორის სპორტის სასახლის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს განუცხადეს.

მათი თქმით, დარბაზებში იატაკი არ დაგებულა, არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირი და არ დასრულებულა საქვაბის მშენებლობა. გუბერნატორის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპორტის სასახლის მშენებლობა დასრულდა.

,,იატაკის დაგებას 15 გრადუსი სითბო მაინც უნდა. საქვაბე რომ მზად იყოს, ამ
შემთხვევაში გათბობას ჩავრთავდით, არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირიც. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება," - აცხადებს მშენებლობის ზედამხედველი.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც შენობის დასრულებისას წარმოიშვება, არის ის, თუ რომელი უწყება შეინახავს სპორტის სასახლეს.

,,სავარაუდოდ, ეს მუნიციპალიტეტის მერიას უნდა გადაეცეს. რა დაუჯდება მისი შენახვა, ამის გაანგარიშება ჩვენს კომპეტენციაში არ შედის." - აცხადებს მშენებელი.

სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება. მშენებლობა 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კანადურმა კომპანიამ სპორტის სამინისტროს აცნობა, რომ საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების წარმოება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
მამაკაცი სამართალდამცველებმა, 31 მაისს, პოლიციის დღეს
დააკავეს.

მამაკაცი სამართალდამცველებმა, 31 მაისს, პოლიციის დღეს დააკავეს.

22:32 / 01.06.2020
გორმედის ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში
პოლიტრავმებით მიიყვანეს:
გორმედის ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში პოლიტრავმებით მიიყვანეს:
22:10 / 01.06.2020
პროექტში საქართველოდან გორის, ასევე აზერბაიჯანის, ჩინეთის,
თურქეთისა და ინდოეთის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.
პროექტში საქართველოდან გორის, ასევე აზერბაიჯანის, ჩინეთის, თურქეთისა და ინდოეთის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.
21:10 / 01.06.2020
,,სატენდერო წინადადება არ შეიცვლება
,,სატენდერო წინადადება არ შეიცვლება" - ასეთია ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის ბოლო პასუხი.
20:43 / 01.06.2020
მონაცემები, 29 მაისს, შიდა ქართლის ქარსაცავ ზოლებთან
დაკავშირებითგორის გამართულ ონლაინ
მონაცემები, 29 მაისს, შიდა ქართლის ქარსაცავ ზოლებთან დაკავშირებითგორის გამართულ ონლაინ
13:31 / 31.05.2020
ვიდეორეპორტაჟი

ამბობს, რომ წლების შემდეგ, მოხუცებულობის პერიოდში, დაუბრუნდება თავის სოფელს:

ნელი იხსენებს, რომ სოფელშიც დიდი ყვავილების ბაღი ჰქონდა და მათ სანახავად ბევრი ადამიანი მიდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან.

გორის მეათე საჯარო სკოლაში შეჭირვებულ ოჯახებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები

გორის ჰოსპიტალს პირველადი მოხმარების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს

გასული თვის პოპულარული სიახლეები
ქრისტეს აღდგომის მახარობლები გორის სასაფლაოზე (VIDEO)
ჩემო ძვირფასებო, იყავით სახლში და იყავით მშვიდად, თქვენს გასაკეთებელს,
,,ზოგჯერ მკურნალთა ხელშია ჩვენი ცხოვრება" - მეუფე ანდრია (გვაზავა)

,,ქრისტიანული თავგანწირვა არ ნიშნავს ფანატიზმს, ბრიყვულ თავდაჯერებულობას, რომ მე არაფერი დამმემართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.