რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
რა უნდათ ,,უდიპლომო" კონკურსანტებს ატესტაციაზე - დებატები საკრებულოს სხდომაზე

 

,,მუნიციპალიტეტის გამგებელს, ამ შემთხვევაში, დავით ონიაშვილს სურს, რომ მისი წარმომადგენელი სოფელში იყოს უმაღლესი განათლების და, ამავე დროს, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე. გთხოვთ, ამის საშუალება მისცეთ გამგებელს" - განაცხადა გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა რეზო გოგიაშვილმა მაშინ, როდესაც ხათუნა ხათაშვილი ამის წინააღმდეგ წავიდა.

 

კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელის, ,,თავისუფალი დემოკრატის" ხათუნა ხათაშვილის განცხადებით, უმჯობესია, უმაღლეს დამთავრებულ ახალგაზრდას, რომელიც ცხოვრების ასპარეზზე ფეხს იდგამს, გამგებლის წარმომადგენლად მუშაობის უფლება მიეცეს. მისი თხოვნა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. შესაბამისად, დამტკიცდა, რომ სოფლებში, კონკურსის გავლის შემდეგ, დიპლომიანი და გამოცდილი კადრები დაინიშნებიან. სამუშაო გამოცდილებაში ნებისმიერი სამსახურში მსახურობა ითვლება.

 

მანამდე, 2013 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს პაპუნა კობერიძეს სოფლებში, 25 რწმუნებულს შორის, დაახლოებით 11 ტერიტორიული ორგანოში, უდიპლომო რწმუნებულები ჰყავდა დანიშნული. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს სახელი შეეცვალა და ეწოდა ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი. 

 

სამაგიეროდ, უდიპლომო მოქალაქეებს უფლება აქვთ დაბალი რანგის სპეციალისტებად იმუშაონ. ასეთი სპეციალისტები თვითმმართველობის ორგანოს აპარატში და, სხვათა შორის, სოფლებში, გამგებლის წარმომადგენლებსაც ეყოლებათ. 

 

,,ჩანაწერში ისიც წერია, რომ სპეციალისტად მუშაობის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ მოქალაქეს საშუალო განათლების მქონეს მაინც. მიმაჩნია, რომ თუკი გვინდა პროფესიონალი და გამოცდილი კადრი, ეს ჩანაწერი უნდა ამოვიღოთ. წარმოიდგინეთ, გორის რაიონში რამდენი 18 წელს მიღწეული ადამიანია. ათასობით ადამიანმა რომ შემოიტანოს განაცხადი, ამაში ხომ ბიუჯეტიდან თანხა დაიხარჯება?" - განაცხადა კოდოშვილმა.

 

თამუნა კოდოშვილს, მართალია, დაეთანხმნენ, მათ შორის, კოალიციის წევრებიც, თუმცა უმჯობესად ჩათვალეს, რომ უმაღლესი განათლების გარეშე მყოფ პირებს მუშაობის დაწყების შანსი ჰქონდეთ, განსაკუთრებით, დაბალი რანგის თანამდებობაზე. თუმცა, ისიც აღნიშნეს, რომ ეს ნორმა, შესაძლოა, კონკრეტულ პიროვნებებზე მოსარგებად შემოიღეს.

 

მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე საატესტაციო ხარჯებში ცვლილებები შეიტანეს და მისი მთლიანი ბიუჯეტი 15 ათასი ლარით გაზარდეს. ჯამში, ამ პროცედურების გავლისთვის რამდენია გათვალისწინებული, არ დაუკონკრეტებიათ.

 

იხ. უფრო ვრცლად: 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.