რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,დაუშვებელია ძაღლის უპატრონოდ მიტოვება" - რეგულაციები ხაშურში
გორის მუნციპალიტეტის მერიას, განსხვავებით ხაშურისგან, ძაღლების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა არ აკისრია. თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შესახებ, შესაბამისი დადგენილება ამ დრომდე მიღებული არაა.

თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლი ადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს. კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შედის ,,უპატრონო ცხოველების მოვლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა".

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ხაშურის მერიამ ამის თაობაზე შესაბამისი დადგენილება ,ხაშურის მუნიციპალიტეტში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ", ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღო. დადგენილებაში წერია:


1. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობის მიზნით – მოახდინოს მათი დაჭერა, იზოლაცია და ვეტერინარიული ზედამხედველობის განხორციელება. დაუშვებელია ცხოველთა დაჭერა მათთვის ტკივილის, ტანჯვისა თუ სტრესის მიყენების გზით.

2. უფლებამოსილმა ორგანომ უპატრონო ცხოველების რაოდენობის ოპტიმიზაციისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები:

ა) ცხოველების შეპყრობა თუ მოკვდინება დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები ფიზიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული უპატრონო ცხოველისათვის სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიების ან მათი თავშესაფრისათვის გადაცემის მიზნით.

3. თავშესაფრიდან ახალი მეპატრონისა თუ მეთვალყურისთვის გადასაცემი ნარევი ჯიშის უპატრონო ცხოველები ექვემდებარებიან ქირურგიულ ან მედიკამენტურ სტერილიზებას, დადგენილი მეთოდიკითა და საშუალებებით.


ცხოველების მოკვდინება

1. მოკვდინებას ექვემდებარებიან მხოლოდ ის ცხოველები, რომელთაც კომპეტენტური ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდებათ წინამდებარე წესზე თანდართული ადამიანისთვის საშიში ერთ-ერთი დაავადება მაინც. ცხოველის მოკვდინება შესაბამისი ვეტერინარის მიერ დაიშვება ცხოველთა თავშესაფარში.

2. ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტურია ან ცხოველის აგრესია აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანს, სხვა ცხოველებს; აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მყისებრ, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის, რაც შეიძლება ნაკლებად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტის გამოყენებით.

4. ცხოველის ცხოველთა თავშესაფარში მოკვდინების შემდეგ, ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია. მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია, პათანატომიური გამოკვლევა და ა.შ.).

5. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით: ა) დახრჩობა; ბ) გაგუდვა; გ) მოწამვლა; დ) ელექტრომუხტის გამოყენება; ე) მექანიკური დაზიანების მიყენება; ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.

ხაშურის მუნიციპალიტეტში ცხოველთა პოპულაციების მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო

1. ხაშურის მუნიციპალიტეტში ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზება განეკუთვნება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილებას, რომლის განხორციელება მუნიციპალიტეტის გამგეობას შეუძლია უშუალოდ სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის), ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მეშვეობით.

2. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს ან/და პირის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) უპატრონო და უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, იზოლაცია და ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) ცხოველთა მონაცემთა ბაზის წარმოება;

გ) ცხოველისათვის ამ წესით განსაზღვრული სტატუსიდან ერთ-ერთის მინიჭება;

დ) დაჭერილი ცხოველების მოკვდინება ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და შემდგომი პროცედურების განხორციელება;

ე) ამ წესითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ცხოველის ყოლა და მოვლა-პატრონობა


1. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეტოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ უზრუნველყოს:

ა) სათანადო კვება და დაწყურვება; ბ) ფიზიკური აქტივობა; გ) საძილე ადგილის განთავსება, გათბობა და განათება; დ) მდედრი ცხოველის შეჯვარების შემთხვევაში ნაყარისა და ცხოველისთვის სათანადო პირობების შექმნა.

2. მეპატრონე ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ძაღლების სამოძრაო ტერიტორიაზე.

3. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება. მეპატრონე ვალდებულია ცხოველის შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში.

4. აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა.

5. აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა.

6. ცხოველის გვამის დამარხვა დასაშვებია მხოლოდ საამისოდ სპეციალურ გამოყოფილ ადგილას (ბიოთერმიულ ორმოში).

7. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია აგრეთვე დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:

ა) უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა. იდენტიფიკაცია შეიძლება განხორციელდეს სამი ძირითადი მეთოდით: მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან/და სპეციალური ყელსაბამით. იდენტიფიკაციის ეს მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამოუკიდებლად ისე კომბინირებულად. იდენტიფიკაციისათვის მათზე აღნიშნული უნდა იყოს: ცხოველის მეპატრონის სახელი და გვარი, მისი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ამასთან პირი, რომელიც ახდენს ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსებას, ვალდებულია აწარმოოს მის მიერ იდენტიფიცირებული ცხოველების რეესტრი, რომელსაც უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემს მას უსასყიდლოდ;

ბ) ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბმელით და ალიკაპით;

გ) აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ ვეტერინარიულ-სანიტარიული შემოწმება;

დ) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება;

ე) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო სამედიცინო-ვეტერინარიულ დაწესებულებას, საკუთრებაში მყოფი ცხოველების მიერ ადამიანის ან სხვა ცხოველის დაკბენის შესახებ, მიაკითხოს ვეტერინარულ სამკურნალო დაწესებულებას, ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დასაწესებლად. ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯებს იხდის ცხოველის მეპატრონე;

ვ) ცხოველის დაავადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ვეტერინარულ კლინიკას;

ზ) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს ვეტერინარულ კლინიკასა და უფლებამოსილ ორგანოს;

თ) მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ცხოველთა მეპატრონეების მხრიდან წინამდებარე წესში განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.