რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
გორელები ისლანდიის თევზის ქარხანაში მუშაობის დაწყებას 2 თვეა ელოდებიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე ისლანდიაში წასვლას თებერვლიდან ელოდება. თანხა გასული წლის ნოემბერში გადაიხადეს, თითომ დაახლოებით, 1500 დოლარი. მიუხედავად ამისა, თევზის ქარხანაში მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყიათ. ისინი კვლავაც გორში არიან. მათი რეისი კი, მრავალჯერ ,,გადაიდო" - ხან ამინდს დაბრალდა, ხან გერმანიის გავლით ფრენები არ იყო, ხან კი, ბელგიაში მცხოვრები ქართველი შუამავალი ავად გახდა.

ბუხუტი არჩვაძე მშენებელია. მან მეზობელს, ემზარ მურადაშვილს სახლის სახურავი გაუკეთა, ოთახები გაურემონტა და თანხაც არ გამოართვა. ამბობს, რომ სანაცვლოდ ემზარ მურადაშვილი შეპირდა, რომ ერთ სანდომიან ქალბატონს გააცნობდა, რომელსაც ევროპაში, კერძოდ, ისლანდიაში ხალხი სამუშაოდ მიჰყავდა.

ეს ქალბატონი ნანა მაჭავარიანია, რომელიც გორში ცხოვრობს.

ბუხუტი არჩვაძეს შესაბამისი თანხა არ ჰქონდა, ამიტომ, გადაწყვიტა კრედიტი ,,ზიპკრედიტიდან" აეღო. მისმა ახლობელმა, ასევე, ამავე სოფელში მცხოვრებმა მერაბ დაღელაშვილმა სესხი არ ააღებინა და წასასვლელი ფული მისცა. მერაბ დაღელაშვილი ადვოკატია. ბუხუტი არჩვაძე მშენებელია და სადურგლო იარაღები გაყიდა, თუმცა ისლანდიაში არ წაიყვანეს. სახლშიც ხელსაწყოების გარეშე დარჩა

მის გარდა, ისლანდიაში სამუშაოს დაწყების მსურველი უამრავი ადამიანი გამოჩნდა. შედგა ჯგუფი, დაახლოებით, 10 კაცი, რომლებიც 2018 წლის 18 თებერვალს უნდა გამგზავრებულიყვნენ.

მალხაზ ნოზაძე ამბობს, რომ თავდაპირველად 10 თებერვალს უნდა გაფრენილიყვნენ, თუმცა ნანა მაჭავარიანმა უთხრა, რომ ფრენა გადაიდო და 18 თებერვლისთვის გამზადებულიყვნენ. 18 თებერვალს 9 საათზე ნანა მაჭავარიანმა ყველას დაურეკა, რომ ჩანთები ჩაელაგებინათ. ისლანდიისკენ მიმავალი ,,მგზავრები" ოჯახს გამოემშვიდობნენ, თუმცა, ღამის 12 საათზე ნანა მაჭავარიანმა შეატყობინა, რომ გაფრენა ვეღარ ხერხდებოდა: ,,ანას არ აწყობს გერმანიის გავლით ფრენა, უნგრეთი ურჩევნიაო" - იხსენებს მალხაზ ნოზაძე.

ა?!


,,ემზარ მურადაშვილმა დამარწმუნა, რომ ნანა მაჭავარიანი აუცილებლად დამეხმარებოდა სამუშაოს მოძებნაში. მე არც ვიცნობდი მაგ ქალს. ემზარ მურადაშვილს ვენდე," - ამბობს ბუხუტი არჩვაძე. ბუხუტი არჩვაძეს კი, დანარჩენი 9 ადამიანი ენდო. ადვოკატი მერაბ დაღელაშვილი იხსენებს, რომ მიუხედავად ნდობისა, ნანა მაჭავარიანს ხელწერილი მაინც დააწერინა:

,,ჩემი ბიძაშვილია ბუხუტი არჩვაძე. ვუთხარი, რომ ამ ქალს საჯარო რეესტრში არანაირი ქონება გააჩნია და ამიტომ არ ეფიქრა ამ საქმეზე. მითხრა, რომ ემზარის ვენდობიო. დავურეკე ემზარ მურადაშვილს და ვკითხე, მე მაინც არ მომატყუო, რადგან ჩემ ფულს ვაძლევ ბუხუტის-მეთქი. მე რომ არ მიმეცა ეს ფული ჩემი ბიძაშვილისთვის, აუცილებლად, დაიღუპებოდა. ბანკიდან აიღებდა სესხს და შემდეგ ბანკი გაუყიდიდა სახლს. ემზარიმ დამარწმუნა, რომ ნანა სანდო იყო" - ამბობს მერაბ დაღელაშვილი.

ემზარ მურადაშვილი აცხადებს, რომ ის ამ საქმეში არაფერ შუაშია და არ აქვს სურვილი ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცეს. ნანა მაჭავარიანი შეგვპირდა, რომ ინტერვიუს მოგვცემდა, თუმცა ეს დაპირება ამ დრომდე არ შესრულდა. მისი განმარტებით, ის მოქმედებდა ბელგიაში მცხოვრები, ვინმე ანა კალანდარიანის ნდობით. ადვოკატი მერაბ დაღელაშვილი ითხოვს ანა კალანდარიანის არსებობის დამადასტურებელ ცნობებს, თუკი ასეთი ადამიანი არსებობს, ან კიდევ, დააკავშირონ იმ თევზის ქარხნის ადმინისტრაციას, სადაც გორელებს დასაქმებას შეპირდნენ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა კიდევ ერთი სოფლის მოსახლეობის შესახებ შეიტყო, რომლებმაც ისლანდიის თევზის ქარხანაში გასამგზავრებლად თანხა გადაიხადეს, თუმცა, დღემდე სოფელში არიან. ამ შემთხვევაში ფიგურირებს ვინმე - ლალი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 02.12.2025
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს
შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
17:43 / 02.12.2025
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს.
შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს. შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
17:29 / 02.12.2025
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას
აკეთებენ ამ საქმეზე
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას აკეთებენ ამ საქმეზე
17:19 / 01.12.2025
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო
თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
16:35 / 01.12.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.